საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის საკითხზე გია ვოლსკი და გიგი წერეთელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
უკრაინის საკითხზე გია ვოლსკი და გიგი წერეთელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმა­უ­რი იყო ბი­უ­როს სხდო­მა­ზე, სა­დაც უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა გიგი წე­რე­თელ­მა უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტის­გან გან­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა მო­ი­თხო­ვა. წე­რე­თელ­მა დე­პუ­ტა­ტებს გა­ნუ­მარ­ტა, რომ შე­იძ­ლე­ბა ეს მხო­ლოდ გან­ცხა­დე­ბის სა­ხით გავ­რცელ­დეს, თუმ­ცა მას­ში მკვეთ­რად უნდა იყოს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის მო­საზ­რე­ბა ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ძა­ლი­ან ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ის სა­ერ­თო გან­წყო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი იყოს. ასე გა­ჩუ­მე­ბა ამ ფაქ­ტზე არ ღირს. გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა. მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­მო­ხა­ტა პო­ზი­ცია და თუკი უმ­რავ­ლე­სო­ბას არ სურს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა, მა­შინ ეს თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია", - გა­ნა­ცხა­და ბი­უ­როს სხდო­მა­ზე გიგი წე­რე­თელ­მა.

წე­რეთ­ლის ამ გან­ცხა­დე­ბას უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გია ვოლ­სკიმ უპა­სუ­ხა. ვოლ­სკის თქმით, მომ­ხდარ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­რა­ი­ნას ექ­სპერ­ტე­ბი ჰყავს ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბის მოს­მე­ნა. ვოლ­სკის ამ გან­ცხა­დე­ბას დე­პუ­ტა­ტებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და.

"უკ­რა­ი­ნას ჰყავს 30 ექ­სპერ­ტი ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი და მიმ­დი­ნა­რე­ობს დიდი პრო­ცე­სე­ბი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ის­ტო­რია შეც­ვა­ლოს. ამი­ტომ და­ვე­ლო­დოთ მათ გან­ცხა­დე­ბას. ამ­დე­ნი სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა თავს იკა­ვებს გან­ცხა­დე­ბის­გან, არას­წო­რია და ამ­დე­ნი ლან­ძღვაც არ არის სა­ჭი­რო. აქ რუ­სეთ­ზე არ არის სა­უ­ბა­რი. რუ­სულ პო­ლი­ტი­კას ატა­რებთ და ატა­რებ­დით თქვენ", - მი­მარ­თა გია ვოლ­სკიმ უმ­ცი­რე­სო­ბას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

უკრაინის საკითხზე გია ვოლსკი და გიგი წერეთელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

უკრაინის საკითხზე გია ვოლსკი და გიგი წერეთელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური იყო ბიუროს სხდომაზე, სადაც უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა უკრაინასთან დაკავშირებით პარლამენტისგან განცხადების მიღება მოითხოვა. წერეთელმა დეპუტატებს განუმარტა, რომ შეიძლება ეს მხოლოდ განცხადების სახით გავრცელდეს, თუმცა მასში მკვეთრად უნდა იყოს დაფიქსირებული პარლამენტის მოსაზრება ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით.

"ძალიან ადეკვატური იქნება პარლამენტის განცხადება ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის საერთო განწყობის გამომხატველი იყოს. ასე გაჩუმება ამ ფაქტზე არ ღირს. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც საერთაშორისო საზოგადოებამ განცხადებები გააკეთა. მთელმა მსოფლიომ გამოხატა პოზიცია და თუკი უმრავლესობას არ სურს საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება, მაშინ ეს თქვენი გადასაწყვეტია", - განაცხადა ბიუროს სხდომაზე გიგი წერეთელმა.

წერეთლის ამ განცხადებას უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ უპასუხა. ვოლსკის თქმით, მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით უკრაინას ექსპერტები ჰყავს ჩამოყვანილი და მნიშვნელოვანია უკრაინის ხელისუფლების მოსაზრების მოსმენა. ვოლსკის ამ განცხადებას დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

"უკრაინას ჰყავს 30 ექსპერტი ჩამოყვანილი და მიმდინარეობს დიდი პროცესები, რომელმაც შეიძლება ისტორია შეცვალოს. ამიტომ დაველოდოთ მათ განცხადებას. ამდენი საუბარი იმაზე, რომ უმრავლესობა თავს იკავებს განცხადებისგან, არასწორია და ამდენი ლანძღვაც არ არის საჭირო. აქ რუსეთზე არ არის საუბარი. რუსულ პოლიტიკას ატარებთ და ატარებდით თქვენ", - მიმართა გია ვოლსკიმ უმცირესობას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა