კინოკრიტიკოსი გოგი გვახარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, თუ როგორი კულტურის სამინისტრო უნდა ჰყავდეს საქართველოს.
"1981 წელს საფრანგეთის ახლადდანიშნულმა კულტურის მინისტრმა, ჟაკ ლანგმა ღია წერილით მიმართა მთავრობას და ნაციონალურ კონგრესს მოეხსნათ "პორნოგრაფიის" გრიფი ოშიმას ფილმისთვის "გრძნობათა იმპერია". "ნუ ურევთ დიდ ხელოვნებას და პორნოგრაფიასო"... ლანგს არ ჰყავდა ბევრი მხარდამჭერი არც მთავრობაში და არც ფრანგულ საზოგადოებაში. მაგრამ მოგვიანებით, ბერლინის ფესტივალზე, იგი იტყვის დახლოებით ასეთ რამეს - კულტურის სამინისტრო იმისთვის კი არ არის, რომ რაღაც დროებით ღონისძიებებზე დახარჯოს ფული, არამედ იმისთვის, რომ დაიცვას დიდი ხელოვნება ფარისევლებისგან და ზოგჯერ, იდიოტებისგან. ასეთი ხალხი კი ყოველთვის იყო და იქნება ჩვენს მთავრობაშიო.
"გრძნობათა იმპერია" საფრანგეთის ეკრანებზე გამოვიდა. იმავე წელს ფილმი "ყველა დროს და ხალხის კინოშედევრების" საუკეთესო ათეულში მოხვდა.
ჩვენ გვჭირდება კულტურის სამინისტრო, რომელიც ხელოვნებას იდიოტებისგან დაიცავს და არა მოემსახურება იდიოტებს. პრობლემა ისაა, რომ არც ოშიმა გვყავს და არც ჟაკ ლანგი:)
იდიოტები, იცოცხლე, ბევრი გვყავს:(", - წერს გვახარია.
შეგახსენებთ, პრემიერმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარადგინა.
იხილეთ ასევე: კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ გიორგაძის კანდიდატურა წარადგინეს