მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის კანდიდატის ქონებრივი დეკლარაცია
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის კანდიდატის ქონებრივი დეკლარაცია

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე დღეს წარ­დგე­ნი­ლი მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2014 წლის 12 მარტს არის შევ­სე­ბუ­ლი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე 87.00 კვ.მ ფარ­თო­ბის ბი­ნას ფლობს (100% წი­ლით), თბი­ლის­ში, ვ. გა­ბაშ­ვი­ლის 1, ბ. 11 -ში.

მე­უღ­ლის, ნინო ქო­მე­თი­ა­ნის სა­კუთ­რე­ბა­შია ბინა თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე, 83, ბ. 18-19, რომ­ლის ფარ­თო­ბიც 166.00 კვ.მ-ია. ასე­ვე მე­უღ­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია 3.00 კვ.მ-ის ფარ­თო­ბის არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი, თბი­ლი­სი, ფა­სა­ნა­უ­რის 19-ში.

მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე ფლობს ფა­სი­ან ქა­ღალ­დებს სს "ლი­ბერ­თი ბან­კში", რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 104021-ია, ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დის ნო­მი­ნა­ლი კი 0.01 ლარი.

ასე­ვე გი­ორ­გა­ძის სა­კუთ­რე­ბა­შია "თი-ბი-სი ბან­კში" ანა­ბა­რი 26647.51 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, ამა­ვე ბან­კში ანა­ბა­რი 2000.00 ევ­როს და 0.47 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძეს "თი-ბი-სი ბან­კში" სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე ერი­ცხე­ბო­და 1118.05 ლარი, ხოლო საკ­რე­დი­ტო ან­გა­რიშ­ზე 5600.93 ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2010 წლის 5 აგ­ვის­ტო­დან შპს "ის­თერნ პრო­მო­უ­შე­ნის" პარტნი­ო­რის და დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეჭი­რა, სა­ი­და­ნაც მისი შე­მო­სა­ვა­ლი 40988.91 ლარი იყო.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის კანდიდატის ქონებრივი დეკლარაცია

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის კანდიდატის ქონებრივი დეკლარაცია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე დღეს წარდგენილი მიხეილ გიორგაძის ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 12 მარტს არის შევსებული.

დეკლარაციის თანახმად, მიხეილ გიორგაძე 87.00 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს (100% წილით), თბილისში, ვ. გაბაშვილის 1, ბ. 11 -ში.

მეუღლის, ნინო ქომეთიანის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 83, ბ. 18-19, რომლის ფართობიც 166.00 კვ.მ-ია. ასევე მეუღლის საკუთრებაშია 3.00 კვ.მ-ის ფართობის არასაცხოვრებელი ფართი, თბილისი, ფასანაურის 19-ში.

მიხეილ გიორგაძე ფლობს ფასიან ქაღალდებს სს "ლიბერთი ბანკში", რომელთა რაოდენობა 104021-ია, ფასიანი ქაღალდის ნომინალი კი 0.01 ლარი.

ასევე გიორგაძის საკუთრებაშია "თი-ბი-სი ბანკში" ანაბარი 26647.51 დოლარის ოდენობით, ამავე ბანკში ანაბარი 2000.00 ევროს და 0.47 ლარის ოდენობით.

დეკლარაციის შევსების მომენტში, მიხეილ გიორგაძეს "თი-ბი-სი ბანკში" სახელფასო ანგარიშზე ერიცხებოდა 1118.05 ლარი, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე 5600.93 ლარი.

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, დეკლარაციის თანახმად, 2010 წლის 5 აგვისტოდან შპს "ისთერნ პრომოუშენის" პარტნიორის და დირექტორის თანამდებობა ეჭირა, საიდანაც მისი შემოსავალი 40988.91 ლარი იყო.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა