აეროპორტის გზაზე ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალბატონს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ამასთან, როგორც შემთხვევის ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე დგას სავარაუდოდ სამხედრო დანიშნულების "პიკაპის" ტიპის "ჯიპი," რომელიც დაზიანებულია.
შემთხვევის ადგილზე პატრულის თანამშრომლების გარდა სამხედროებიც იმყოფებიან, თუმცა არც ერთი მათგანი მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.