პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ ფულის გადახურდავების დროს - აუცილებლად საკითხავი, ვიდრე თანხას გადაცვლით
რა უნდა ვიცოდეთ ფულის გადახურდავების დროს - აუცილებლად საკითხავი, ვიდრე თანხას გადაცვლით

სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რე­ბი, რო­გორც წესი, თან­ხის კონ­ვერ­ტი­რე­ბას მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კო­მი­სი­ოს გა­რე­შე ახ­დე­ნენ. თუმ­ცა, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მომ­ხმა­რე­ბელს ამ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში სა­კო­მი­სი­ოს გა­დახ­დას სთხო­ვენ. ცოტა ხნის წინ, რე­დაქ­ცი­ა­ში მკი­თხვე­ლის წე­რი­ლი შე­მო­ვი­და, რო­მე­ლიც გვა­ტყო­ბი­ნებ­და, რომ პე­კი­ნის N6-ში მდე­ბა­რე სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხურ­ში, 250 დო­ლა­რის გა­და­სა­ხურ­და­ვებ­ლად მი­ვი­და და თან­ხის მი­ღე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ჯი­ხურ­ში ვა­ლუ­ტის გა­და­ხურ­და­ვე­ბის­თვის სა­კო­მი­სიო 9.5% იყო და­წე­სე­ბუ­ლი, რაც 250 დო­ლარ­ზე 42 ლარს შე­ად­გენ­და. რო­გორც კი მომ­ხმა­რე­ბელ­მა სა­კო­მი­სი­ოს შე­სა­ხებ გა­ი­გო, თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა, დახ­მა­რე­ბის­თვის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­აც კი გა­მო­ი­ძა­ხა, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

და­ირ­ღვა თუ არა მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბა ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში და რა უნდა იცო­დეს მომ­ხმა­რე­ბელ­მა, რომ მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ აღ­მოჩ­ნდეს? - ამის გარ­კვე­ვას BPN-ი შე­ე­ცა­და.

რო­გორც ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რის ზე­დამ­ხედ­ველ ორ­გა­ნო­ში, ეროვ­ნულ ბან­კში აცხა­დე­ბენ, ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლე­ბი, ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ პუნ­ქტებს ავალ­დე­ბუ­ლებს, მომ­სა­ხუ­რე­ბი­სას მომ­ხმა­რე­ბელს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ ვა­ლუ­ტის გაც­ვლის კურ­სი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კო­მი­სი­ოს ოდე­ნო­ბის შე­სა­ხებ.

"ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ­მა პუნ­ქტმა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კო­მი­სი­ოს შე­სა­ხებ კლი­ენ­ტი­სათ­ვის თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას, სა­ლა­როს­თან და ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის კურ­სის თი­თო­ე­ულ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან, ვა­ლუ­ტის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის კურ­სის ამ­სახ­ვე­ლი შრიფ­ტის ზო­მის ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­თავ­სე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია პუნ­ქტის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, კერ­ძოდ, წე­რი­ლო­ბი­თი მი­თი­თე­ბის გაგ­ზავ­ნა, ფუ­ლა­დი ჯა­რი­მის და­კის­რე­ბა, რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა," - ამ­ბო­ბენ ეროვ­ნულ ბან­კში.

ეროვ­ნულ ბან­კში გვი­თხრეს, რომ გა­სულ წელს იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც აღ­მო­ჩე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბის გამო ეროვ­ნულ­მა ბან­კმა შპს "პ ენდ ლ გრუპ"-ის ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ ორ პუნ­ქტს რე­გის­ტრა­ცია გა­უ­უქ­მა.

"რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის მი­ზე­ზი აღ­ნიშ­ნუ­ლი პუნ­ქტე­ბის მხრი­დან იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა გახ­და, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ­მა ბან­კმა სა­ვა­ლუ­ტო პუნ­ქტე­ბის ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცე­სის ადეკ­ვა­ტუ­რი წარ­მათ­ვი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­თა­ნა­დოდ დაც­ვის მიზ­ნით და­უ­წე­სა. შპს " პ ენდ ლ გრუპ"-ის ჯი­ხუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე­ობ­და, არა­ერ­თხელ იყო მომ­ხმა­რე­ბელ­თა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი ვა­ლუ­ტის გა­დაც­ვლის ოპე­რა­ცი­ა­ზე წი­ნას­წა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე, სა­კო­მი­სიო გა­და­სა­ხა­დის და­კის­რე­ბის გამო. მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თგზის გაფრ­თხი­ლე­ბი­სა, შპს "პ ენდ ლ დრუპ"-ის მფლო­ბელ­თა მხრი­დან მუდ­მი­ვად ჰქონ­და ად­გი­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას და წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას,"- ამ­ბო­ბენ ეროვ­ნულ ბან­კში.

სა­ინ­ტე­რე­სოა, მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, აქვს თუ არა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხურს, გა­დაც­ვლი­ლი თან­ხა უკან და­აბ­რუ­ნოს. რო­გორც ეროვ­ნულ ბან­კში გან­გვი­მარ­ტეს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 72-ე (სა­ცა­ლო გა­რი­გე­ბის ცნე­ბა) და 73-ე (არ­სე­ბი­თი შეც­დო­მის სა­ხე­ე­ბი) მუხ­ლე­ბი აძ­ლე­ვენ მომ­ხმა­რე­ბელს უფ­ლე­ბას, მო­ი­თხო­ვოს გა­რი­გე­ბის გა­უქ­მე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რა უნდა ვიცოდეთ ფულის გადახურდავების დროს - აუცილებლად საკითხავი, ვიდრე თანხას გადაცვლით

რა უნდა ვიცოდეთ ფულის გადახურდავების დროს - აუცილებლად საკითხავი, ვიდრე თანხას გადაცვლით

სავალუტო ჯიხურები, როგორც წესი, თანხის კონვერტირებას მომსახურების საკომისიოს გარეშე ახდენენ. თუმცა, არის შემთხვევები, როცა მომხმარებელს ამ მომსახურებაში საკომისიოს გადახდას სთხოვენ. ცოტა ხნის წინ, რედაქციაში მკითხველის წერილი შემოვიდა, რომელიც გვატყობინებდა, რომ პეკინის N6-ში მდებარე სავალუტო ჯიხურში, 250 დოლარის გადასახურდავებლად მივიდა და თანხის მიღებისას აღმოაჩინა, რომ ჯიხურში ვალუტის გადახურდავებისთვის საკომისიო 9.5% იყო დაწესებული, რაც 250 დოლარზე 42 ლარს შეადგენდა. როგორც კი მომხმარებელმა საკომისიოს შესახებ გაიგო, თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა, დახმარებისთვის საპატრულო პოლიციაც კი გამოიძახა, მაგრამ უშედეგოდ.

დაირღვა თუ არა მომხმარებლის უფლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში და რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა, რომ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდეს? - ამის გარკვევას BPN-ი შეეცადა.

როგორც ფინანსური სექტორის ზედამხედველ ორგანოში, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების შესაბამისი მუხლები, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ავალდებულებს, მომსახურებისას მომხმარებელს სრული ინფორმაცია მიაწოდონ ვალუტის გაცვლის კურსისა და მომსახურების საკომისიოს ოდენობის შესახებ.

"ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოს შესახებ კლიენტისათვის თვალსაჩინო ადგილას, სალაროსთან და ყიდვა-გაყიდვის კურსის თითოეულ მაჩვენებელთან, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი შრიფტის ზომის ინფორმაციის განთავსება. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პუნქტის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება, კერძოდ, წერილობითი მითითების გაგზავნა, ფულადი ჯარიმის დაკისრება, რეგისტრაციის გაუქმება," - ამბობენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნულ ბანკში გვითხრეს, რომ გასულ წელს იყო შემთხვევა, როდესაც აღმოჩენილი დარღვევების გამო ეროვნულმა ბანკმა შპს "პ ენდ ლ გრუპ"-ის ვალუტის გადამცვლელ ორ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა.

"რეგისტრაციის გაუქმების მიზეზი აღნიშნული პუნქტების მხრიდან იმ ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო პუნქტების ფულის გათეთრების მონიტორინგის პროცესის ადეკვატური წარმათვისა და მომხმარებელთა უფლებების სათანადოდ დაცვის მიზნით დაუწესა. შპს " პ ენდ ლ გრუპ"-ის ჯიხურები, რომლებიც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა, არაერთხელ იყო მომხმარებელთა უკმაყოფილების მიზეზი ვალუტის გადაცვლის ოპერაციაზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე, საკომისიო გადასახადის დაკისრების გამო. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, შპს "პ ენდ ლ დრუპ"-ის მფლობელთა მხრიდან მუდმივად ჰქონდა ადგილი მომხმარებელის შეცდომაში შეყვანას და წესების დარღვევას,"- ამბობენ ეროვნულ ბანკში.

საინტერესოა, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, აქვს თუ არა ვალდებულება სავალუტო ჯიხურს, გადაცვლილი თანხა უკან დააბრუნოს. როგორც ეროვნულ ბანკში განგვიმარტეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 72-ე (საცალო გარიგების ცნება) და 73-ე (არსებითი შეცდომის სახეები) მუხლები აძლევენ მომხმარებელს უფლებას, მოითხოვოს გარიგების გაუქმება.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია