სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს თაკო სალაყაია - ვანო მერაბიშვილის მეუღლის დეკლარირებული ქონება
რა ქონებას ფლობს თაკო სალაყაია - ვანო მერაბიშვილის მეუღლის დეკლარირებული ქონება

ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ ლე­გენ­დე­ბი და­დის. ამ­ბო­ბენ, რომ მას რამ­დე­ნი­მე სახ­ლი და სხვა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა აქვს, რო­მე­ლიც მის მე­უღ­ლე­ზე, თაკო სა­ლა­ყა­ი­ა­ზე არის გა­ფორ­მე­ბუ­ლიო. Ambebi.ge თაკო სა­ლა­ყა­ი­ას ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ით და­ინ­ტე­რეს­და.

თაკო სა­ლა­ყა­ი­ას სა­ხელს არა­ერ­თი სკან­და­ლი უკავ­შირ­დე­ბა, უყ­ვარს გარ­თო­ბა და რო­გორც ამ­ბო­ბენ, მისი მხი­ა­რუ­ლე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად ხში­რად სკან­და­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მე­გობ­რობს ქარ­თუ­ლი შოუ–ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ნინო ჩხე­ი­ძეს­თან, ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­თან, სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან, სტე­ფა­ნეს­თან და სხვებ­თან. ამ­ბო­ბენ, რომ კარ­გად მღე­რის და რამ­დე­ნი­მე წლის წინ თა­ვა­დაც ჩა­წე­რა დუ­ე­ტი გიო ხუ­ციშ­ვილ­თან. სიმ­ღე­რას "არ მო­უყ­ვე არა­ვის", რა­დი­ო­ებ­ში გიო ხუ­ციშ­ვი­ლის და უც­ნო­ბი გო­გო­ნას სა­ხე­ლით ატ­რი­ა­ლებ­დნენ; ამ­ბობ­დნენ, რომ უც­ნო­ბი გო­გო­ნა სწო­რედ თაკო სა­ლა­ყა­ია იყო.

საკ­მა­ოდ დიდ ფულს ფლო­ბენ თაკო სა­ლა­ყა­ი­ას ახ­ლობ­ლე­ბიც. ამ­ბო­ბენ, რომ ჰყავს ბიძა ნუგ­ზარ ჯინ­ჭა­რა­ძე, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია, და რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ გახ­ვე­უ­ლა ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ გარ­ჩე­ვებ­სა და სკან­და­ლებ­ში.

თუ გავ­რცე­ლე­ბულ ჭო­რებს და­ვუ­ჯე­რებთ, თა­კოს დედა საკ­მა­ოდ მდი­და­რი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლავთ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის დროს პო­ლი­ცი­ამ მისი სახ­ლი­დან 180 000 დო­ლა­რი ამო­ი­ღო, რო­მე­ლიც მისი სი­დედ­რის კუთ­ვნი­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა. ად­ვო­კატ გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სი­დედრმა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან მი­ი­ღო.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ლა­ყა­ი­ას ქო­ნე­ბას, დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ თაკო სა­ლა­ყა­ია 2004 წლი­დან 2012 წლამ­დე მი­წის მე­სა­კუთ­რე­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი, ის შეხ­ვედ­რე­ბი­ის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი გახ­ლდათ. ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე მის მიერ აღე­ბულ­მა ხელ­ფას­მა 82029 ლარი შე­ად­გი­ნა. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი არც პრე­მია და არც სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯე­ბი.

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ თაკო სა­ლა­ყა­ი­ას არ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და დაც­ვა და მძღო­ლი. ის სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, მაგ­რამ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი არ აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი.

რო­გორც თაკო სა­ლა­ყა­ი­ას 2011 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, მას ანა­ბა­რი ჰქონ­და გახ­სნი­ლი "ქარ­თუ ბან­კში". მისი თან­ხა ანა­ბარ­ზე 33044 ლარს შე­ად­გენ­და. 2010 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით კი ანა­ბარ­ზე 1134 დო­ლა­რი ჰქონ­და.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა ქონებას ფლობს თაკო სალაყაია - ვანო მერაბიშვილის მეუღლის დეკლარირებული ქონება

რა ქონებას ფლობს თაკო სალაყაია - ვანო მერაბიშვილის მეუღლის დეკლარირებული ქონება

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ქონების შესახებ ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ მას რამდენიმე სახლი და სხვა ძვირადღირებული ქონება აქვს, რომელიც მის მეუღლეზე, თაკო სალაყაიაზე არის გაფორმებულიო. Ambebi.ge თაკო სალაყაიას ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა.

თაკო სალაყაიას სახელს არაერთი სკანდალი უკავშირდება, უყვარს გართობა და როგორც ამბობენ, მისი მხიარულება მეგობრებთან ერთად ხშირად სკანდალურად დასრულებულა. მეგობრობს ქართული შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებთან, ნინო ჩხეიძესთან, ნინა წკრიალაშვილთან, სოფო ნიჟარაძესთან, სტეფანესთან და სხვებთან. ამბობენ, რომ კარგად მღერის და რამდენიმე წლის წინ თავადაც ჩაწერა დუეტი გიო ხუციშვილთან. სიმღერას "არ მოუყვე არავის", რადიოებში გიო ხუციშვილის და უცნობი გოგონას სახელით ატრიალებდნენ; ამბობდნენ, რომ უცნობი გოგონა სწორედ თაკო სალაყაია იყო.

საკმაოდ დიდ ფულს ფლობენ თაკო სალაყაიას ახლობლებიც. ამბობენ, რომ  ჰყავს ბიძა ნუგზარ ჯინჭარაძე, რომელიც წარმატებული ბიზნესმენია, და რომელიც არაერთხელ გახვეულა ფინანსებთან დაკავშირებულ გარჩევებსა და სკანდალებში.

თუ გავრცელებულ ჭორებს დავუჯერებთ, თაკოს დედა საკმაოდ მდიდარი ქალბატონი გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავების დროს პოლიციამ მისი სახლიდან 180 000 დოლარი ამოიღო, რომელიც მისი სიდედრის კუთვნილება აღმოჩნდა. ადვოკატ გოგიტა გაბაიძის განცხადებით, აღნიშნული თანხა ვანო მერაბიშვილის სიდედრმა უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიიღო.

რაც შეეხება სალაყაიას ქონებას, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ თაკო სალაყაია 2004 წლიდან 2012 წლამდე მიწის მესაკუთრეთა ასოციაციაში იყო დასაქმებული, ის შეხვედრებიის კოორდინატორი გახლდათ. ამ პერიოდის მანძილზე მის მიერ აღებულმა ხელფასმა 82029 ლარი შეადგინა. დეკლარაციაში არ არის მითითებული არც პრემია და არც სამივლინებო ხარჯები.

საგულისხმოა, რომ თაკო სალაყაიას არ ემსახურებოდა დაცვა და მძღოლი. ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, მაგრამ დეკლარაციაში ავტომობილი არ აქვს მითითებული.

როგორც თაკო სალაყაიას 2011 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, მას ანაბარი ჰქონდა გახსნილი "ქართუ ბანკში". მისი თანხა ანაბარზე 33044 ლარს შეადგენდა. 2010 წლის მონაცემებით კი ანაბარზე 1134 დოლარი ჰქონდა.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია