პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა მაინც გაიგე რამე, დიმა, შე სირ***?!" - გამსახურდია "ღორი რუსების" შესახებ ობოლაძის განცხადებას პასუხობს
"ახლა მაინც გაიგე რამე, დიმა, შე სირ***?!" - გამსახურდია "ღორი რუსების" შესახებ ობოლაძის განცხადებას პასუხობს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ დო­ნეც­კის ოლ­ქში Boeing 777-ის ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ პირ­და­პირ ეთერ­ში "რუს­თა­ვი 2"-ის წამ­ყვან­მა დი­მიტ­რი ობო­ლა­ძემ რუს ერს ღო­რე­ბი უწო­და. ამ ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ზო­გი­ერ­თმა და­წე­რა, რომ ჟურ­ნა­ლისტს მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში არ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ზოგ­მა კი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გა­ა­მარ­თლა. ობო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია.

"ამ ქინ­ძმა დიმა ობო­ლა­ძემ რომ ყვე­ლა რუსს ღორი უწო­და, იმა­ზე გა­მახ­სენ­და - ერთი ის­ტო­რია ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან:

1995 წლის თე­ბერ­ვა­ლია და ახა­ლი ჩა­სუ­ლი ვარ მოს­კოვ­ში ოჯახ­თან ერ­თად , გროზ­ნოს აღე­ბის შემ­დეგ. რუ­სე­ბი­სად­მი ჩემი იმ­ჟა­მინ­დე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ად­ვი­ლად შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­იც­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩეჩ­ნეთ­ში რუ­სე­თის არ­მი­ის ქმე­დე­ბე­ბის მერე... მკი­თხავთ, მაშ რა­ტომ მოს­კოვ­შიო? გი­პა­სუ­ხებთ: იმი­ტომ, რომ სხვა­გან ელე­მენ­ტა­რუ­ლად წა­სას­ვლე­ლი არ გვქონ­და. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ, სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი უარი გვი­თხრა მი­ღე­ბა­ზე. აბა, ვის აწყობ­და რომ დიდ დე­მოკ­რატ შე­ვარ­დნა­ძეს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლე­ბი ჰყო­ლო­და სა­ქარ­თვე­ლო­დან პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხის სა­ხით? მოკ­ლედ, ავად თუ კარ­გად, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­და­რე­ბით იოლი ბა­რი­ე­რე­ბის გავ­ლით რო­გორც იქნა მოს­კოვ­ში ჩა­ვაღ­წი­ეთ...

პა­ტა­რა ბიჭი ვარ, 19 წლის. მოს­კო­ვის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში, ღვთის­გან და კა­ცის­გან და­წყევ­ლილ რა­ი­ონ­ში, პა­ტა­რა, ბნელ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დით ქი­რით. სუს­ხი­ა­ნი თე­ბერ­ვა­ლია, ასე 20-25 გრა­დუ­სი ყინ­ვა. რა­ი­ო­ნია - პრო­ლე­ტა­რუ­ლი, ასე ვთქვათ. პუბ­ლი­კა ძი­რი­თა­დად მთვრა­ლი ბან­დი­ტე­ბი­სა და პრო­ლე­ტა­რე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა. გვი­ან ღა­მით დავ­ბრუნ­დით სახ­ლში მე და ჩემი უმ­ცრო­სი - მა­შინ ჯერ კი­დევ - ძმა... ღა­მის ორი სა­ა­თია ასე, ტრუ­სე­ბი­სა და მა­ი­სუ­რის ამა­რა ვზი­ვარ ლო­გინ­ზე, გი­ორ­გის ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და ძი­ლის წინ სი­გა­რეტს ვა­ბო­ლებ. ჩა­ვაქ­რე, ავ­დე­ქი: პა­ტა­რა სარ­კმელს ვა­ღებ ოთა­ხის გა­სა­ნი­ა­ვებ­ლად და­ძი­ნე­ბამ­დე. გა­ვა­ღე თუ არა, ადა­მი­ა­ნის გან­წი­რუ­ლი კი­ვი­ლი მო­ვარ­და: პა­მა­გი­წე­ე­ეე, უბი­ვა­ი­უ­უ­უტ!!! უბი­ვა­ი­უ­უ­უტ!!! შემ­ზა­რა. მაგ­რამ გა­ვე­ქე­ცი - კი­ვილს თუ უფრო სა­კუ­თარ თავს, - და მივ­ხუ­რე ფან­ჯა­რა. ერ­თით მეტი, ერ­თით - ნაკ­ლე­ბი, ერთი ამა­თი დე­დაც... გა­ვივ­ლე გულ­ში ზი­ზღნა­რე­ვი აზრი. მოვტრი­ალ­დი უკან და მივ­ბრუნ­დი მყის­ვე: ღმერ­თო, ხომ ბავ­შვის ხმაა! რა გჭირს, შე შო­ბელ­ძაღ­ლო, რამ გა­გამ­ხე­ცა! შე­მა­ჯა­ჯნ­ჯღა­რა რა­ღა­ცამ... ისევ გა­ვა­ღე. წამ­ში მოვ­ბრუნ­დი და და­ვი­ძა­ხე: გი­ორ­გი, წა­ვე­დით! სად, რის­თვის, რო­გორ - არა­ფე­რი მით­ქვამს. არც მას უკი­თხავს რამე. სა­ნამ მე ამო­ვიც­ვი მხო­ლოდ შარ­ვა­ლი და ფეხ­საც­მე­ლი, ის ჩაც­მუ­ლი გა­იქ­ცა და მე­ო­რე ოთა­ხი­დან დიდი მა­გი­დის ფეხი თუ რა­ღაც ასე­თი გა­მო­ი­ტა­ნა და და­ვეშ­ვით თავ­ქვე. ლიფ­ტის ლო­დი­ნის დრო არ იყო... შე­მო­ვურ­ბი­ნეთ ამ უზარ­მა­ზარ, რუ­სუ­ლი Г-ს ფორ­მის კორ­პუსს, რომ შიდა ეზო­ში გავ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­ი­და­ნაც ხმა მო­დი­ო­და. გი­ორ­გი ჩემ­ზე ათი­ო­დე მეტ­რით წინ იყო, რად­გან ჩაც­მა­ში და­მე­კარ­გა დრო. თოვლში, ყინ­ვა­ში, არ­ყის ხე­ებ­ში ვხე­დავთ, ეზო­ში პა­ტა­რა ბავ­შვი დგას, წელსზე­მოთ - შიშ­ვე­ლი, და სა­ხი­დან, ყუ­რე­ბი­დან სის­ხლი მოთ­ქრი­ა­ლებს. ცალი ყური მოჭ­რი­ლი ჰქონ­და თურ­მე. სამ ოცი­ო­დე წლის ცხო­ველს ყავს ალ­ყა­ში და დღე­საც არ ვიცი, რა უნ­დო­დათ ან რას უპი­რებ­დენ... სა­ნამ მე ად­გი­ლამ­დე მი­ვე­დი, ორი უკვე ძირს ეგდო და გი­ორ­გი კე­ტით "ამუ­შა­ვებ­და". მე­სა­მეს ბავ­შვის პა­ტა­რა ქურ­თუ­კი ჩა­ე­ბღუ­ჯა და არ იცო­და, რა ექნა: ვერც თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებს ტო­ვებ­და და ვერც მო­დი­ო­და ახ­ლოს. მო­ვი­ტყუე, წა­ვარ­თვი ქურ­თუ­კი და გა­ვა­გო­რე ისიც მი­წა­ზე.

ბავ­შვი აბ­სო­ლუ­ტურ შოკ­ში იყო. აძაგ­ძა­გე­ბუ­ლი, სის­ხლი­ა­ნი, ასე 8-9 წლის პა­ტარ ბი­ჭუ­ნა, გამ­კი­ვა­ნი ხმით ყი­ო­და... მო­ვე­ფე­რე, სის­ხლი მოვ­წმინ­დე, მო­ვა­ხუ­რე თბი­ლი და წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ.

და გაჩ­ნდა კი­თხვა, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო: ვი­ნაა ეს ბავ­შვი, ან ჩვენ რა ვუ­ყოთ? თა­ვად ბავ­შვებ­მა, ფაქ­ტი­უ­რად... გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ: პა­ტა­რა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ სა­სიკ­ვდი­ლოდ გავ­წი­რე იქ, ფან­ჯა­რას­თან, ახლა მზა­და ვარ ვიძ­მო თუ ვიშ­ვი­ლო... დი­დე­ბა ღმერ­თო, შენს სა­ხელს! რომ არ გა­მო­მე­ცა­და ეს ორი მდგო­მა­რე­ო­ბა, ხომ ვე­რა­ფერს მივ­ხვდე­ბო­დი! რომ დე­და­მი­წის ყვე­ლა კუ­თხე­ში ჩვენ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ: უყ­ვართ, გული უცემთ, უნ­დათ სი­ცო­ცხლე, რო­გორც სხვებ­სა, და არ­ცერთ ასეთ ნა­ძი­რა­ლას თუ უბ­რა­ლოდ ბრიყვს არა აქვს უფ­ლე­ბა, მათ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი წა­არ­თვას!

მას მერე კი­დევ ბევ­რი რამ უნდა გა­მო­მე­ცა­და თურ­მე... მაგ­რამ მთა­ვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ისევ სა­კუ­თა­რი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის ცოდ­ნით უნდა გა­მე­გო.

P. S. ახლა მა­ინც გა­ი­გე რამე, დიმა, შე სირო?!

P.P.S. თუ ვინ­მე და­ინ­ტე­რეს­დით პა­ტა­რას ბე­დით, ვი­ტყვი, რომ სახ­ლამ­დე არ­მი­სუ­ლებს მისი უფ­რო­სი ძა­მი­კო და დედა შეგ­ვხვდენ მის სა­ძებ­ნე­ლად წა­მო­სუ­ლე­ბი", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

იხი­ლეთ ასე­ვე: "რუ­სე­თი ღო­რე­ბის ქვე­ყა­ნაა!" - დიმა ობო­ლა­ძემ პირ­და­პირ ეთერ­ში ემო­ცი­ე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა

"მის კა­რი­ე­რას და­სავ­ლეთ­ში წერ­ტი­ლი და­ეს­მე­ბო­და" - მწე­რა­ლი დიმა ობო­ლა­ძეს, რუ­სე­ბის "ღო­რე­ბად" მოხ­სე­ნი­ე­ბის გამო, რა­სიზ­მში ადა­ნა­შა­უ­ლებს

"დიახ, ამის გამო ისი­ნი ღო­რე­ბი არი­ან" - რო­გორ აფა­სე­ბენ რუ­სულ პო­ლი­ტი­კას სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ცნო­ბი­ლი რუ­სე­ბი

"ახლა მაინც გაიგე რამე, დიმა, შე სირ***?!" - გამსახურდია "ღორი რუსების" შესახებ ობოლაძის განცხადებას პასუხობს

"ახლა მაინც გაიგე რამე, დიმა, შე სირ***?!" - გამსახურდია "ღორი რუსების" შესახებ ობოლაძის განცხადებას პასუხობს

რამდენიმე დღის წინ დონეცკის ოლქში Boeing 777-ის ავიაკატასტროფის შემდეგ პირდაპირ ეთერში "რუსთავი 2"-ის წამყვანმა დიმიტრი ობოლაძემ რუს ერს ღორები უწოდა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. ზოგიერთმა დაწერა, რომ ჟურნალისტს მსგავსი განცხადება პირდაპირ ეთერში არ უნდა გაეკეთებინა, ზოგმა კი ტელეწამყვანი გაამართლა. ობოლაძის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია.

"ამ ქინძმა დიმა ობოლაძემ რომ ყველა რუსს ღორი უწოდა, იმაზე გამახსენდა - ერთი ისტორია ჩემი ცხოვრებიდან:

1995 წლის თებერვალია და ახალი ჩასული ვარ მოსკოვში ოჯახთან ერთად , გროზნოს აღების შემდეგ. რუსებისადმი ჩემი იმჟამინდელი დამოკიდებულება ადვილად შეგიძლიათ გამოიცნოთ საქართველოში და ჩეჩნეთში რუსეთის არმიის ქმედებების მერე... მკითხავთ, მაშ რატომ მოსკოვშიო? გიპასუხებთ: იმიტომ, რომ სხვაგან ელემენტარულად წასასვლელი არ გვქონდა. დემოკრატიული დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ, საუკეთესო შემთხვევაში, ზრდილობიანი უარი გვითხრა მიღებაზე. აბა, ვის აწყობდა რომ დიდ დემოკრატ შევარდნაძეს პოლიტიკური დევნილები ჰყოლოდა საქართველოდან პრეზიდენტის ოჯახის სახით? მოკლედ, ავად თუ კარგად, გეოგრაფიული და ადმინისტრაციული შედარებით იოლი ბარიერების გავლით როგორც იქნა მოსკოვში ჩავაღწიეთ...

პატარა ბიჭი ვარ, 19 წლის. მოსკოვის ჩრდილოეთ ნაწილში, ღვთისგან და კაცისგან დაწყევლილ რაიონში, პატარა, ბნელ ბინაში ვცხოვრობდით ქირით. სუსხიანი თებერვალია, ასე 20-25 გრადუსი ყინვა. რაიონია - პროლეტარული, ასე ვთქვათ. პუბლიკა ძირითადად მთვრალი ბანდიტებისა და პროლეტარების შთამომავლებისგან შედგება. გვიან ღამით დავბრუნდით სახლში მე და ჩემი უმცროსი - მაშინ ჯერ კიდევ - ძმა... ღამის ორი საათია ასე, ტრუსებისა და მაისურის ამარა ვზივარ ლოგინზე, გიორგის ველაპარაკები და ძილის წინ სიგარეტს ვაბოლებ. ჩავაქრე, ავდექი: პატარა სარკმელს ვაღებ ოთახის გასანიავებლად დაძინებამდე. გავაღე თუ არა, ადამიანის განწირული კივილი მოვარდა: პამაგიწეეეე, უბივაიუუუტ!!! უბივაიუუუტ!!! შემზარა. მაგრამ გავექეცი - კივილს თუ უფრო საკუთარ თავს, - და მივხურე ფანჯარა. ერთით მეტი, ერთით - ნაკლები, ერთი ამათი დედაც... გავივლე გულში ზიზღნარევი აზრი. მოვტრიალდი უკან და მივბრუნდი მყისვე: ღმერთო, ხომ ბავშვის ხმაა! რა გჭირს, შე შობელძაღლო, რამ გაგამხეცა! შემაჯაჯნჯღარა რაღაცამ... ისევ გავაღე. წამში მოვბრუნდი და დავიძახე: გიორგი, წავედით! სად, რისთვის, როგორ - არაფერი მითქვამს. არც მას უკითხავს რამე. სანამ მე ამოვიცვი მხოლოდ შარვალი და ფეხსაცმელი, ის ჩაცმული გაიქცა და მეორე ოთახიდან დიდი მაგიდის ფეხი თუ რაღაც ასეთი გამოიტანა და დავეშვით თავქვე. ლიფტის ლოდინის დრო არ იყო... შემოვურბინეთ ამ უზარმაზარ, რუსული Г-ს ფორმის კორპუსს, რომ შიდა ეზოში გავსულიყავით, საიდანაც ხმა მოდიოდა. გიორგი ჩემზე ათიოდე მეტრით წინ იყო, რადგან ჩაცმაში დამეკარგა დრო. თოვლში, ყინვაში, არყის ხეებში ვხედავთ, ეზოში პატარა ბავშვი დგას, წელსზემოთ - შიშველი, და სახიდან, ყურებიდან სისხლი მოთქრიალებს. ცალი ყური მოჭრილი ჰქონდა თურმე. სამ ოციოდე წლის ცხოველს ყავს ალყაში და დღესაც არ ვიცი, რა უნდოდათ ან რას უპირებდენ... სანამ მე ადგილამდე მივედი, ორი უკვე ძირს ეგდო და გიორგი კეტით "ამუშავებდა". მესამეს ბავშვის პატარა ქურთუკი ჩაებღუჯა და არ იცოდა, რა ექნა: ვერც თანამზრახველებს ტოვებდა და ვერც მოდიოდა ახლოს. მოვიტყუე, წავართვი ქურთუკი და გავაგორე ისიც მიწაზე.

ბავშვი აბსოლუტურ შოკში იყო. აძაგძაგებული, სისხლიანი, ასე 8-9 წლის პატარ ბიჭუნა, გამკივანი ხმით ყიოდა... მოვეფერე, სისხლი მოვწმინდე, მოვახურე თბილი და წამოვიყვანეთ.

და გაჩნდა კითხვა, ყველაზე საინტერესო: ვინაა ეს ბავშვი, ან ჩვენ რა ვუყოთ? თავად ბავშვებმა, ფაქტიურად... გაოგნებული ვარ: პატარა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ სასიკვდილოდ გავწირე იქ, ფანჯარასთან, ახლა მზადა ვარ ვიძმო თუ ვიშვილო... დიდება ღმერთო, შენს სახელს! რომ არ გამომეცადა ეს ორი მდგომარეობა, ხომ ვერაფერს მივხვდებოდი! რომ დედამიწის ყველა კუთხეში ჩვენნაირი ადამიანები ცხოვრობენ: უყვართ, გული უცემთ, უნდათ სიცოცხლე, როგორც სხვებსა, და არცერთ ასეთ ნაძირალას თუ უბრალოდ ბრიყვს არა აქვს უფლება, მათ ადამიანის სახელი წაართვას!

მას მერე კიდევ ბევრი რამ უნდა გამომეცადა თურმე... მაგრამ მთავარი გამოცდილება ისევ საკუთარი შინაგანი მდგომარეობების ცოდნით უნდა გამეგო.

P. S. ახლა მაინც გაიგე რამე, დიმა, შე სირო?!

P.P.S. თუ ვინმე დაინტერესდით პატარას ბედით, ვიტყვი, რომ სახლამდე არმისულებს მისი უფროსი ძამიკო და დედა შეგვხვდენ მის საძებნელად წამოსულები", - წერს გამსახურდია.

იხილეთ ასევე: "რუსეთი ღორების ქვეყანაა!" - დიმა ობოლაძემ პირდაპირ ეთერში ემოციები ვერ შეიკავა

"მის კარიერას დასავლეთში წერტილი დაესმებოდა" - მწერალი დიმა ობოლაძეს, რუსების "ღორებად" მოხსენიების გამო, რასიზმში ადანაშაულებს

"დიახ, ამის გამო ისინი ღორები არიან" - როგორ აფასებენ რუსულ პოლიტიკას საქართველოში მცხოვრები ცნობილი რუსები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს