ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი მღებრიშვილი, ამ დრომდე ქვემო ქართლში, სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს იკავებდა.
გიორგი მღებრიშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 14 იანვარს აქვს შევსებული.
დეკლარაციის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრი ფლობს 900.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს წავკისში, ჩერონში. 1000.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს წაღვერში, აღმაშენებლის ქ.# 75-ში.
გიორგი მღებრიშვილის მეუღლე, ნინო გედევანიშვილი ფლობს 120.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, ალ. ყაზბეგის ქ. #47 ა-ში.
მღებრიშვილის საკუთრებაშია 17 000-ლარიანი ავტომანქანა "მესედესი 350".
დეკლარაციის შევსების მომენტში, გიორგი მღებრიშვილის სახელზე, "კორსტანდარტ ბანკში", სახელფასო ანგარიშზე ირიცხებოდა 300.00 ლარი;
ასევე ნაღდი ფულის სახით, მის საკუთრებაში იყო 20000.00 ლარი, ხოლო მეუღლის საკუთრებაში 7600.00 ლარი.