თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავების შემდეგ სოციალურ ქსელში მისი მხარდასაჭერი გვერდი შეიქმნა, სადაც საზოგადოების ცნობილი სახეები, მათ შორის ხელოვანები და რიგითი მოქალაქეები უგულავას წერილებს უგზავნიან. გვერდზე ასევე ქვეყნდება ვიდეომიმართვები. ცნობილი ხელოვანები ყოფილ მერს მადლობას უხდიან და მხარდაჭერას უცხადებენ. ამ ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება მუსიკოსი, ცნობილი ალტისტი გიორგი ცაგარელი.
"იმაზე ვგიჟდები, რომ ამ ჩემ მეგობარ თუ ნაცნობ ხელოვანებს ჰგონიათ, კეთილშიბილურად იქცევიან, მადლობებს რომ უხდიან ხალხის წინაშე დამნაშავეებს მხოლოდ იმისთვის, რომ ეხმარებოდნენ სხვადასხვა პროექტებისა თუ ღონისძიებების გამართვაში და ალბათ, ჰგონიათ, მათი შემოქმედება უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიდრე ადამიანების ძარცვა, წამება და დატერორება...", - წერს ცაგარელი.
პოსტს მუსიკოსის მეგობრები გამოეხმაურნენ. ერთ-ერთმა დაწერა, რომ ადამიანის მოღვაწეობის შეფასებისას ცუდის გარდა, კარგიც უნდა დაინახო.
"ჰიტლერიც აკეთებდა კეთილ საქმეებს. ეს ალიბი არაა და ნუ დამაწერინებ, ვინ რატომ და რისთვის უნდა დაისაჯოს, ძალიან გთხოვ რა!", - ასე უპასუხა მუსიკოსმა კომენტარის ავტორს.
პოსტს გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც გიგი უგულავასთვის გაგზავნილი ერთ-ერთი წერილის ავტორია.
ნიკოლოზ რაჭველი: დიდი მადლობა
გიორგი ცაგარელი: ეს მადლობა სიგარეტი რომ გიყიდე თუ?))
ნიკოლოზ რაჭველი: დიახ!:))))))
იხილეთ ასევე: "უზომოდ მიყვარს... " - გიორგი ცაგარელი ლიზა ბაგრატიონზე
უგულავას შეცდომები და ღვაწლი - რას საყვედურობს და რისთვის უხდის მადლობას ნიკოლოზ რაჭველი ყოფილ მერს