პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მიმართავენ ცნობილი სახეები დედამთილებს... - "დამხვედრზე ბევრი რამ არის დამოკიდებული"
როგორ მიმართავენ ცნობილი სახეები დედამთილებს... - "დამხვედრზე ბევრი რამ არის დამოკიდებული"

რძალ-დედ­მა­თი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა ხში­რად ხდე­ბა გან­ხილ­ვი­სა და კრი­ტი­კის სა­გა­ნიც კი, მაგ­რამ ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბით, ცალ­მხრი­ვად მოვ­ლე­ნე­ბი ვერც და­დე­ბი­თად და ვერც უარ­ყო­ფი­თად ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა, თუ ხე­ლის­შემ­შლე­ლი, ან ხე­ლის­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რე­ბი არ არ­სე­ბობს. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ბოლო პერ­დი­ო­ში სტე­რე­ო­ტი­პი რძალ-დე­დამ­თი­ლის ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ მეტ-ნაკ­ლე­ბად ინ­გრე­ვა, რისი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თე­ბიც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი არი­ან - გვან­ცა და­რა­სე­ლია, მაკო დო­ლი­ძე და ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა.

ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა, მსა­ხი­ო­ბი:

- როცა მე და ჩემი მე­უღ­ლე მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ლე­ვან­თან სახ­ლში იყო წვე­უ­ლე­ბა და იქ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მო­მა­ვა­ლი დე­დამ­თი­ლი ინგა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც დღეს ძა­ლი­ან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. ლე­ვა­ნის ოჯა­ხის წევ­რებ­მა თა­ვი­დან­ვე და­დე­ბი­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნეს ჩემ­ზე, რად­გან მარ­თლა კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. სა­ერ­თოდ, მი­ჭირს ჩე­მი­ა­ნებ­ზე ასე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ინგა ძა­ლი­ან მშვი­დი, წყნა­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ქა­ლია, რაც მთა­ვა­რია, უნდა, რომ მისი შვი­ლი ბედ­ნი­ე­რი იყოს. შე­იძ­ლე­ბა, მე მის­თვის არ ვიყო იდე­ა­ლუ­რი რძა­ლი, რა­საც სა­ერ­თოდ არ მაგ­რძნო­ბი­ნებს, პი­რი­ქით, მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, თუ რა­მე­ში გვჭირ­დე­ბა, ზუს­ტად ისე დაგ­ვეხ­მა­როს, რო­გორც ჩვენ გვინ­და და არა ისე, რო­გორც მშობ­ლებს უნ­დათ. ადა­მი­ა­ნის­გან არა­ფე­რი რომ არ გინ­და და მისი ნახ­ვა მა­ინც გი­ხა­რია, გაქვს სურ­ვი­ლი იმი­სა, რომ ხში­რად იყოს შენ­თან, ესე იგი ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა.

- ანა, შენ და შენი მე­უღ­ლე ცალ­კე ცხოვ­რობთ?

- კი, მაგ­რამ ჩვე­ნი სახ­ლი არის ჩემი და ლე­ვა­ნის მშობ­ლე­ბის სახ­ლი­დან 150 მეტ­რით და­შო­რე­ბუ­ლი, გვინ­დო­და, ახ­ლოს ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, რო­გორც ჩემს მშობ­ლებ­თან, ასე­ვე ლე­ვა­ნის ოჯახ­თან და ამ მხრივ ნამ­დვი­ლად გაგ­ვი­მარ­თლა. გა­მო­დის, რომ ყვე­ლა­ნი ცალ-ცალ­კე ვართ, ვცხოვ­რობთ და­მო­უ­კი­დებ­ლად და ყვე­ლას იქ გვი­დევს ლარ­ნა­კე­ბი, და­ნე­ბი და ჩან­გლე­ბი, სა­დაც გვინ­და, მაგ­რამ თუ დაგ­ვჭირ­დე­ბა, 5 წუთ­ში ვიკ­რი­ბე­ბით ერ­თად.

- დე­დამ­თილს რო­გორ მი­მარ­თავ?

- თქვე­ნო­ბით ვე­სა­უბ­რე­ბი, მაგ­რამ მივ­მარ­თავ სა­ხე­ლით - ინგა. დე­დას და­ძა­ხე­ბა არც მას უნ­დო­და, ალ­ბათ ბევ­რს იცი­ნებ­და, ასე რომ მი­მე­მარ­თა და მეც სა­სა­ცი­ლო მგო­ნია მი­მარ­თვის ეს ფორ­მა. დე­დამ­თი­ლი უფრო მკაცრ, პრე­ტენ­ზი­ულ ადა­მი­ან­თან ასო­ცირ­დე­ბა, ჩემს გმირს, ნი­ნას რომ დე­დამ­თი­ლი ჰყავს, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თია დე­დამ­თილ­ზე შემ­ქნი­ლი სტე­რე­ო­ტი­პი, ინგა კი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ჩემ­თვის ადა­მი­ა­ნის კარ­გი თვი­სე­ბე­ბი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე უარ­ყო­ფი­თი, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვაქვს, ნე­გა­ტი­უ­რი წვრილ­მა­ნე­ბით ცხოვ­რე­ბის არე­ვა არ ღირს.

გვან­ცა და­რა­სე­ლია, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- ნიშ­ნო­ბამ­დე მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თა­მენთს გა­ვა­ცა­ნით და ჩემი დე­დამ­თი­ლიც მა­შინ გა­ვი­ცა­ნი. ერ­თად არ ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, დე­დამ­თი­ლიც და მა­მამ­თი­ლიც ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ყვე­ლა­ნა­ი­რად მეხ­მა­რე­ბი­ან, ძა­ლი­ან მიდ­გა­ნან გვერ­დში. როცა რა­ღაც პრობ­ლე­მაა, ყო­ველ­თვის ჩემს მხა­რეს არი­ან და ცდი­ლო­ბენ, თავი კარ­გად მაგ­რძნო­ბი­ნონ. რაც მთა­ვა­რია, არას­დროს ერე­ვი­ან ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ჩემი მე­უღ­ლე ოჯა­ხის შექ­მნამ­დეც ძა­ლი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იყო და დღემ­დე ასეა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ მაქვს, ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­დეს დე­დამ­თილ­თან, მა­მამ­თილ­თან ან მულ­თან, რო­მე­ლიც და­სა­ვით მიყ­ვარს და ჩემი კარ­გი მე­გო­ბა­რია.

იხი­ლეთ სრუ­ლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ მიმართავენ ცნობილი სახეები დედამთილებს... - "დამხვედრზე ბევრი რამ არის დამოკიდებული"

როგორ მიმართავენ ცნობილი სახეები დედამთილებს... - "დამხვედრზე ბევრი რამ არის დამოკიდებული"

რძალ-დედმათილის ურთიერთობა ხშირად ხდება განხილვისა და კრიტიკის საგანიც კი, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებით, ცალმხრივად მოვლენები ვერც დადებითად და ვერც უარყოფითად ვერ განვითარდება, თუ ხელისშემშლელი, ან ხელისშემწყობი ფაქტორები არ არსებობს. სასიხარულოა, რომ ბოლო პერდიოში სტერეოტიპი რძალ-დედამთილის ცუდი ურთიერთობის შესახებ მეტ-ნაკლებად ინგრევა, რისი ნათელი მაგალითებიც ჩვენი რესპონდენტები არიან - გვანცა დარასელია, მაკო დოლიძე და ანა ტყებუჩავა.

ანა ტყებუჩავა, მსახიობი:

- როცა მე და ჩემი მეუღლე მეგობრები ვიყავით, ლევანთან სახლში იყო წვეულება და იქ გავიცანი ჩემი მომავალი დედამთილი ინგა ჯავახიშვილი, რომელთანაც დღეს ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. ლევანის ოჯახის წევრებმა თავიდანვე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე, რადგან მართლა კარგი ადამიანები არიან. საერთოდ, მიჭირს ჩემიანებზე ასე საჯაროდ ლაპარაკი, მაგრამ რეალურად ინგა ძალიან მშვიდი, წყნარი, განათლებული ქალია, რაც მთავარია, უნდა, რომ მისი შვილი ბედნიერი იყოს. შეიძლება, მე მისთვის არ ვიყო იდეალური რძალი, რასაც საერთოდ არ მაგრძნობინებს, პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, თუ რამეში გვჭირდება, ზუსტად ისე დაგვეხმაროს, როგორც ჩვენ გვინდა და არა ისე, როგორც მშობლებს უნდათ. ადამიანისგან არაფერი რომ არ გინდა და მისი ნახვა მაინც გიხარია, გაქვს სურვილი იმისა, რომ ხშირად იყოს შენთან, ესე იგი ყველაფერი კარგადაა.

- ანა, შენ და შენი მეუღლე ცალკე ცხოვრობთ?

- კი, მაგრამ ჩვენი სახლი არის ჩემი და ლევანის მშობლების სახლიდან 150 მეტრით დაშორებული, გვინდოდა, ახლოს ვყოფილიყავით, როგორც ჩემს მშობლებთან, ასევე ლევანის ოჯახთან და ამ მხრივ ნამდვილად გაგვიმართლა. გამოდის, რომ ყველანი ცალ-ცალკე ვართ, ვცხოვრობთ დამოუკიდებლად და ყველას იქ გვიდევს ლარნაკები, დანები და ჩანგლები, სადაც გვინდა, მაგრამ თუ დაგვჭირდება, 5 წუთში ვიკრიბებით ერთად.

- დედამთილს როგორ მიმართავ?

- თქვენობით ვესაუბრები, მაგრამ მივმართავ სახელით - ინგა. დედას დაძახება არც მას უნდოდა, ალბათ ბევრს იცინებდა, ასე რომ მიმემართა და მეც სასაცილო მგონია მიმართვის ეს ფორმა. დედამთილი უფრო მკაცრ, პრეტენზიულ ადამიანთან ასოცირდება, ჩემს გმირს, ნინას რომ დედამთილი ჰყავს, დაახლოებით ისეთია დედამთილზე შემქნილი სტერეოტიპი, ინგა კი სრულიად განსხვავებულია. ჩემთვის ადამიანის კარგი თვისებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უარყოფითი, რომელიც ყველას გვაქვს, ნეგატიური წვრილმანებით ცხოვრების არევა არ ღირს.

გვანცა დარასელია, ტელეწამყვანი:

- ნიშნობამდე მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახის წევრები ერთამენთს გავაცანით და ჩემი დედამთილიც მაშინ გავიცანი. ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, დედამთილიც და მამამთილიც ძალიან კარგი ადამიანები არიან, ყველანაირად მეხმარებიან, ძალიან მიდგანან გვერდში. როცა რაღაც პრობლემაა, ყოველთვის ჩემს მხარეს არიან და ცდილობენ, თავი კარგად მაგრძნობინონ. რაც მთავარია, არასდროს ერევიან ჩვენს გადაწყვეტილებებში, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე ოჯახის შექმნამდეც ძალიან დამოუკიდებელი იყო და დღემდე ასეა. აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი არ მაქვს, ცუდი ურთიერთობა მქონდეს დედამთილთან, მამამთილთან ან მულთან, რომელიც დასავით მიყვარს და ჩემი კარგი მეგობარია.

იხილეთ სრულად