უკრაინაში ჩამოვარდნილი "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი "ბოინგ 777"-ის ე.წ. შავი ყუთების გაშიფვრა დიდ ბრიტანეთში მოხდება. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთს ყუთები მას შემდეგ გადაეცემა, რაც ჰოლანდიური მხარე გადაწყვეტს, აიღოს თუ არა საკუთარი კოტროლის ქვეშ ავიალაინერის კატასტროფის გამოძიება.
"ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, ჰოლანდიელი ექსპერტები რეგისტრატორების გადაცემას გააფორმებენ მალაიზიური მხარიდან და გასაშიფრად მათ დიდი ბრიტანეთის გამოძიების ბიუროს გადასცემენ", – ნათქვამია განცხადებაში.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო დაღუპულთა ცხედრები და ცხედრების ფრაგმენტები ვაგონ-მაცივრებით დონეცკში, იქიდან კი ხარკოვში გადაასვენეს.