პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვიდეული" არ შედგა - პრემიერი მეშვიდე მინისტრის კანდიდატურაზე ჯერ კიდევ ფიქრობს
"შვიდეული" არ შედგა - პრემიერი მეშვიდე მინისტრის კანდიდატურაზე ჯერ კიდევ ფიქრობს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი და­ა­სა­ხე­ლა. მი­ნის­ტრე­ბის პოს­ტებ­ზე შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბი პრე­მი­ერ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში წა­რად­გი­ნა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მოქ­მე­დი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ოთარ და­ნე­ლია, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე ქვე­მო ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრად საგ­ზაო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი და­ვით შავ­ლი­აშ­ვი­ლი, დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრად კი უკვე ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გელა დუმ­ბა­ძეა წარ­დგე­ნი­ლი. კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს კი პრე­მი­ე­რი მაქ­სი­მუმ ხვალ დი­ლის­თვის და­ა­სა­ხე­ლებს.

"ვიცი რომ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობს. ეს გახ­ლავთ ერთ-ერთი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო სა­მი­ნის­ტრო. მი­ნისტრს ყუ­რა­დღე­ბით ვარ­ჩევთ. გვაქვს რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტუ­რა და დღეს სა­ღა­მოს თუ არა მას ხვალ დი­ლით და­ვა­სა­ხე­ლებთ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს, მას სო­ზარ სუ­ბა­რი უხელ­მძღვა­ნე­ლებს, რო­მე­ლიც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ უწყე­ბა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. ასე­ვე მთავ­რო­ბა­ში რჩე­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ელ­გუ­ჯა ხოკ­რიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამ უწყე­ბი­დან მუ­შა­ო­ბას გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნაგ­რძობს.

მთავ­რო­ბა­ში 7 სა­კად­რო ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ, სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"შვიდეული" არ შედგა - პრემიერი მეშვიდე მინისტრის კანდიდატურაზე ჯერ კიდევ ფიქრობს

"შვიდეული" არ შედგა - პრემიერი მეშვიდე მინისტრის კანდიდატურაზე ჯერ კიდევ ფიქრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატები დაასახელა. მინისტრების პოსტებზე შერჩეული კანდიდატები პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე უწყების ხელმძღვანელის მოქმედი პირველი მოადგილე ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრად საგზაო დეპარტამენტის უფროსი დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი უკვე ყოფილი მინისტრის მოადგილე გელა დუმბაძეა წარდგენილი. კულტურის მინისტრობის კანდიდატს კი პრემიერი მაქსიმუმ ხვალ დილისთვის დაასახელებს.

"ვიცი რომ კულტურის მინისტრთან დაკავშირებით საზოგადოებაში დიდი ინტერესი არსებობს. ეს გახლავთ ერთ-ერთი საპასუხისმგებლო სამინისტრო. მინისტრს ყურადღებით ვარჩევთ. გვაქვს რამდენიმე კანდიდატურა და დღეს საღამოს თუ არა მას ხვალ დილით დავასახელებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროდან სწორედ აღნიშნულ უწყებაში გადაინაცვლებს. ასევე მთავრობაში რჩება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებული ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც ამ უწყებიდან მუშაობას გარემოს დაცვის სამინისტროში განაგრძობს.

მთავრობაში 7 საკადრო ცვლილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გუშინ, საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა