მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაჩო ახალაიას ბრალდების მთავარი მოწმე საზღვარზე გააპარეს"
"ბაჩო ახალაიას ბრალდების მთავარი მოწმე საზღვარზე გააპარეს"

ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე, გირ­გვლი­ა­ნის ეპი­ზოდ­ზე ბაჩო ახა­ლა­ი­ას ბრალ­დე­ბის მთა­ვა­რი მოწ­მე სა­ზღვარ­ზე გა­ა­პა­რეს. ამის შე­სა­ხებ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დღეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ბაჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კატ­მა მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დაც­ვის მხა­რეს დიდი ხნის წინ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ტა­ბა­ღუ­ას პრო­კუ­რო­რე­ბი არ მო­იყ­ვან­დნენ, რად­გან მან გა­მო­ძი­ე­ბას ჩვე­ნე­ბა პრო­კუ­რო­რე­ბის ზე­წო­ლის შე­დე­გად მის­ცა, სა­სა­მარ­თლო­ში კი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია და ტყუ­ილს ვერ იტყო­და.

"ბაჩო ახა­ლა­ი­ამ შე­სა­ვალ სი­ტყვა­ში თქვა და სწო­რედ ეს სტრა­ტე­გია ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი იყო. მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლი იყო ბრალ­დე­ბას­თან, რომ პრო­ცე­სი­დან რამ­დე­ნი­მე დღით ადრე სა­ზღვარ­ზე გა­და­ეყ­ვა­ნათ და მისი წე­რი­ლო­ბით მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა მო­ე­თხო­ვა სა­სა­მარ­თლო­ში. ასეც მოხ­და. ივ­ლი­სის თვე­ში ტა­ბა­ღუა სა­ზღვარ­ზე გა­და­ა­პა­რეს და ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­სა­მარ­თლო­ში და­ა­ყე­ნა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მისი ჩვე­ნე­ბის წე­რი­ლო­ბით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე. ჩვენ გვაქვს მი­სი­ვე მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­პი­რის­პი­როს მე­ტყვე­ლებს და ეს ჩვე­ნე­ბე­ბი ასა­ხუ­ლი გვაქვს ვი­დე­ო­ზე. ამ ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, არა­ნა­ი­რი წესი არ არის იმი­სა, რომ ვინ­მემ მას­ზე ზე­წო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. იგი უარ­ყოფს რა­ი­მე და­ნა­შა­ულს, რო­მელ­ზეც ბრალ­დე­ბა სა­უბ­რობს. სა­სა­მარ­თლო ვერც ერთ ჩვე­ნე­ბას ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს, იმი­ტომ, რომ სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბე­ბი არ­სე­ბობს და ასე­ვე არ­სე­ბობს ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ ნავ­თლუ­ღის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე აღ­ნიშ­ნულ ეპი­ზოდ­ში ბაჩო ახა­ლა­ია გა­მარ­თლდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, მომ­დევ­ნო პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც 24 ივ­ლისს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი, დაც­ვის მხა­რე წა­რად­გენს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და და­კი­თხავს მოწ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც და­ა­დას­ტუ­რე­ბენ, რომ პრო­კუ­რო­რე­ბი მოწ­მე­ებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­წო­ლას ახ­დენ­დნენ.

ტა­ბა­ღუ­ას ნა­წილ­ში ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბას პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რორ­მა ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა უპა­სუ­ხა. მისი გან­ცხა­დე­ბით, კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე და­კი­თხუ­ლი მოწ­მე თუ გარ­დაც­ვლი­ლია, ან არ იმ­ყო­ფე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა მისი ჩვე­ნე­ბა.

"ეს არის სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რა, რო­მე­ლიც ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­მო­ი­ყე­ნა. ერთი მოწ­მე, შალ­ვა თა­თუ­ხაშ­ვი­ლი არის გარ­დაც­ვლი­ლი და მისი ჩვე­ნე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა, მე­ო­რე მოწ­მე ტა­ბა­ღუა არ იმ­ყო­ფე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი ჩვე­ნე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­სა­მარ­თლო­ზე. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რა", - გა­ნა­ცხა­და ჯარ­ჯი წიკ­ლა­ურ­მა.

დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ბაჩო ახა­ლა­ი­ამ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა, ამას­თან, პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მე თე­ი­მუ­რაზ ტა­ბა­ღუა, რო­მე­ლიც ავ­ჭა­ლის N10-ე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მისი და­კი­თხვა ვერ მო­ხერ­ხდე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ბაჩო ახალაიას ბრალდების მთავარი მოწმე საზღვარზე გააპარეს"

"ბაჩო ახალაიას ბრალდების მთავარი მოწმე საზღვარზე გააპარეს"

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, გირგვლიანის ეპიზოდზე ბაჩო ახალაიას ბრალდების მთავარი მოწმე საზღვარზე გააპარეს. ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში დღეს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ბაჩო ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დაცვის მხარეს დიდი ხნის წინ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტაბაღუას პროკურორები არ მოიყვანდნენ, რადგან მან გამოძიებას ჩვენება პროკურორების ზეწოლის შედეგად მისცა, სასამართლოში კი, სასულიერო პირია და ტყუილს ვერ იტყოდა.

"ბაჩო ახალაიამ შესავალ სიტყვაში თქვა და სწორედ ეს სტრატეგია ჩვენთვის ცნობილი იყო. მოლაპარაკებული იყო ბრალდებასთან, რომ პროცესიდან რამდენიმე დღით ადრე საზღვარზე გადაეყვანათ და მისი წერილობით მიცემული ჩვენების გამოქვეყნება მოეთხოვა სასამართლოში. ასეც მოხდა. ივლისის თვეში ტაბაღუა საზღვარზე გადააპარეს და ბრალდების მხარემ სასამართლოში დააყენა შუამდგომლობა მისი ჩვენების წერილობით გამოქვეყნებაზე. ჩვენ გვაქვს მისივე მიცემული ჩვენებები, რომელიც საპირისპიროს მეტყველებს და ეს ჩვენებები ასახული გვაქვს ვიდეოზე. ამ ჩვენებების მიხედვით, არანაირი წესი არ არის იმისა, რომ ვინმემ მასზე ზეწოლა განახორციელა. იგი უარყოფს რაიმე დანაშაულს, რომელზეც ბრალდება საუბრობს. სასამართლო ვერც ერთ ჩვენებას ვერ გაითვალისწინებს, იმიტომ, რომ საეჭვო გარემოებები არსებობს და ასევე არსებობს ყველანაირი საფუძველი იმისა, რომ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე აღნიშნულ ეპიზოდში ბაჩო ახალაია გამართლდება", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

მისი თქმით, მომდევნო პროცესზე, რომელიც 24 ივლისს არის ჩანიშნული, დაცვის მხარე წარადგენს მტკიცებულებებს და დაკითხავს მოწმეებს, რომლებიც დაადასტურებენ, რომ პროკურორები მოწმეებზე გამოძიების განმავლობაში ზეწოლას ახდენდნენ.

ტაბაღუას ნაწილში ადვოკატის განცხადებას პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა უპასუხა. მისი განცხადებით, კანონის თანახმად, გამოძიების ეტაპზე დაკითხული მოწმე თუ გარდაცვლილია, ან არ იმყოფება ქვეყანაში, გამოქვეყნდება მისი ჩვენება.

"ეს არის სამართლებრივი პროცედურა, რომელიც ბრალდების მხარემ გამოიყენა. ერთი მოწმე, შალვა თათუხაშვილი არის გარდაცვლილი და მისი ჩვენება გამოქვეყნდა, მეორე მოწმე ტაბაღუა არ იმყოფება ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, მისი ჩვენება გამოქვეყნდა სასამართლოზე. ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურა", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

დღევანდელი სასამართლო პროცესი ბაჩო ახალაიამ პროტესტის ნიშნად დატოვა, ამასთან, პროკურორმა განაცხადა, რომ საქმის მთავარი მოწმე თეიმურაზ ტაბაღუა, რომელიც ავჭალის N10-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი დირექტორია, საქართველოში არ იმყოფება და შესაბამისად, მისი დაკითხვა ვერ მოხერხდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ