მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაუბანლობით გამოწვეული დაავადებები საქართველოში - "წარმოიდგინეთ, ცნობილ ადამიანებში ეს არც თუ ისე იშვიათია..."
დაუბანლობით გამოწვეული დაავადებები საქართველოში - "წარმოიდგინეთ, ცნობილ ადამიანებში ეს არც თუ ისე იშვიათია..."

სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენ XXI სა­უ­კუ­ნე­ში ამ სა­კი­თხზე ისევ გვი­წევს სა­უ­ბა­რი, - ასე და­ი­წყო ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი ურო­ლოგ­მა გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც ერთი მარ­ტი­ვი რჩე­ვით დღემ­დე არა­ერ­თი პა­ცი­ენ­ტი გან­კურ­ნა.

ურო­ლოგს პა­ცი­ენ­ტის­თვის წამ­ლე­ბის ნაც­ვლად ბა­ნა­ო­ბა არა­ერ­თხელ გა­მო­უ­წე­რია და ყო­ველ­გვა­რი მე­დი­კა­მენ­ტი­სა გა­რე­შეც გა­ნუ­კურ­ნე­ბია.

"ჰი­გი­ე­ნა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლის­თვის ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლია. მე არა­ერ­თხელ მყო­ლია პა­ცი­ენ­ტი საკ­მა­ოდ კარ­გად ჩაც­მუ­ლი, ინ­ტე­ლი­გენ­ტუ­რი შე­სა­ხე­და­ო­ბის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მო­სუ­ლა და უთ­ქვამს, რომ მას აქვს გა­მო­ხა­ტუ­ლი წვა მო­შარ­დვის დროს და შემ­დეგ მი­ნა­ხავს სა­ო­ცა­რი ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი მის ორ­გა­ნო­ზე. როცა მე მას ვუ­თხა­რი, რომ ამას ელე­მენ­ტა­რუ­ლად და­ბა­ნა და ჰი­გი­ე­ნა შვე­ლის მეთ­ქი, ძა­ლი­ან ნა­წყე­ნი წა­ვი­და. მი­თხრა, რომ კვი­რა­ში ორ­ჯერ, ან სამ­ჯერ ბა­ნა­ობს. ესეც ცოტა უც­ნა­უ­რია, რად­გან ადა­მი­ან­მა ალ­ბათ ყო­ველ დღე უნდა იბა­ნა­ოს. ეს პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აწუ­ხებს. ათას­გვა­რი სუ­ნა­მო­ე­ბით ვერ მოს­პობ იმას, რომ და­უ­ბა­ნე­ლი და ჭუ­ჭყი­ა­ნი ხარ. ამ სა­კი­თხზე ერთხელ პატ­რი­არ­ქმაც იქა­და­გა, რომ ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა და მრევლს ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­და", - იხ­სე­ნებს ურო­ლო­გი.

რო­გორც ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი ამ­ბობს, როცა პა­ცი­ენტს ჰი­გი­ე­ნა­ზე რა­მეს ეუბ­ნე­ბა, სწყინთ, თუმ­ცა ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ზო­გი­ერ­თი პრობ­ლე­ბა სწო­რედ და­ბა­ნით იხ­სნე­ბა.

"ზო­გი­ერთ პრობ­ლე­მას წა­მა­ლი არ სჭირ­დე­ბა, მას ელე­მენ­ტა­რუ­ლი და­ბა­ნა სჭირ­დე­ბა. მე არა­ერ­თი პა­ცი­ენ­ტი მყო­ლია, რო­მე­ლიც სა­სა­ცი­ლოა და და­ბა­ნით გან­კურ­ნე­ბუ­ლა. ყო­ფი­ლა სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი მო­დის ექიმ­თან, ექიმ­მა უნდა გა­სინ­ჯოს ის, თუმ­ცა უთ­ქვამს, რომ დღეს მომ­ზა­დე­ბუ­ლი არ ვარო. რას ნიშ­ნავს ეს? არ და­ი­ბა­ნა და ქუ­ჩა­ში ისე გა­მო­ვი­და? თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ში ეს არც თუ ისე იშ­ვი­ა­თია, მა­შინ როცა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სო­ფელ­ში ცხოვ­რობს და ექიმ­თან მი­დის, ის წეს­რიგ­დე­ბა და ისე მი­დის ექიმ­თან", - აცხა­დებს ურო­ლო­გი.

ცნო­ბი­ლია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას, და­უ­ბან­ლო­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნი ზა­ფხულ­ში, სი­ცხის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, უფრო მძაფ­რად აწუ­ხებს. Ambebi.ge ამ სა­კი­თხზე მო­სახ­ლე­ო­ბის აზ­რი­თაც და­ინ­ტე­რეს­და. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პრობ­ლე­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტსა და ხალ­მხრა­ვალ ად­გი­ლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მძაფ­რდე­ბა.

რა­ტომ არ იბანს ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი? - ამ კი­თხვით ჩვენ ფსი­ქო­ლო­გებ­საც მივ­მარ­თეთ. მა­რი­ნა ბა­ლი­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ სა­კი­თხის მი­მართ შემ­წყნა­რებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ უნდა ჰქონ­დეს.

"ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ადა­მი­ა­ნი თა­ვის თავს პა­ტივს არ სცემს. დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვს თვით­შე­ფა­სე­ბა და მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბია მის წი­ნა­შე. პა­სი­უ­რია, ხელ­ჩაქ­ნე­უ­ლი. რომ მი­უ­თი­თო და უთხრა, რომ ასე არ შე­იძ­ლე­ბა, მე ვფიქ­რობ, ამით არა­ფე­რი და­შავ­დე­ბა. შემ­წყნა­რებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა ამის მი­მართ, ფაქ­ტობ­რი­ვად არა­ფერს ეუბ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ რომ უთხრა, რა­ტომ მა­წუ­ხებ, ახალ­გაზ­რდა კაცი ხარ და მი­ხე­დე თავს-თქო, შე­იძ­ლე­ბა", - მი­აჩ­ნია ფსი­ქო­ლოგს.

დერ­მა­ტო­ლო­გე­ბი უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნის გა­საქ­რო­ბად რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა­საც იძ­ლე­ვი­ან, თუმ­ცა მათი ნო­მერ პირ­ვე­ლი რე­კო­მენ­და­ცია, ბა­ნა­ო­ბაა.

მათი თქმით, არის სპე­ცი­ა­ლუ­რი მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად ალუ­მი­ნის ქლო­რიდს შე­ი­ცავს, რო­მე­ლიც უსი­ა­მოვ­ნო სუნს აქ­რობს და ამ­ცი­რებს სა­ოფ­ლე ჯირ­კვლე­ბის სეკ­რე­ცი­ას.

არის ასე­ვე კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დიც, ბო­ტოქ­სის ინექ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე სა­ერ­თოდ აქ­რობს სა­ოფ­ლე ჯირ­კვლის სეკ­რე­ცი­ას, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით.

P.S. მარ­თა­ლია ადა­მი­ანს პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვას კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ავალ­დე­ბუ­ლებს, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ბა­ნა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ რჩე­ვებს უკვე შეხ­ვდე­ბით.

მინ­დია აფ­ცი­ა­უ­რი, Ambebi.ge

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი Palitratv.ge-ზე

ამა­ვე თე­მა­ზე | ძა­ლა­დო­ბა თბი­ლი­სის "მარ­შრუტ­კებ­ში", ანუ წა­მე­ბუ­ლი მგზავ­რის წე­რი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

დაუბანლობით გამოწვეული დაავადებები საქართველოში - "წარმოიდგინეთ, ცნობილ ადამიანებში ეს არც თუ ისე იშვიათია..."

დაუბანლობით გამოწვეული დაავადებები საქართველოში - "წარმოიდგინეთ, ცნობილ ადამიანებში ეს არც თუ ისე იშვიათია..."

სამწუხაროა, რომ ჩვენ XXI საუკუნეში ამ საკითხზე ისევ გვიწევს საუბარი, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი უროლოგმა გიორგი ბოჭორიშვილმა, რომელმაც ერთი მარტივი რჩევით დღემდე არაერთი პაციენტი განკურნა.

უროლოგს პაციენტისთვის წამლების ნაცვლად ბანაობა არაერთხელ გამოუწერია და ყოველგვარი მედიკამენტისა გარეშეც განუკურნებია.

"ჰიგიენა ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის ბევრი დაავადების განმაპირობებელია. მე არაერთხელ მყოლია პაციენტი საკმაოდ კარგად ჩაცმული, ინტელიგენტური შესახედაობის მამაკაცი, რომელიც მოსულა და უთქვამს, რომ მას აქვს გამოხატული წვა მოშარდვის დროს და შემდეგ მინახავს საოცარი ანთებითი პროცესი მის ორგანოზე. როცა მე მას ვუთხარი, რომ ამას ელემენტარულად დაბანა და ჰიგიენა შველის მეთქი, ძალიან ნაწყენი წავიდა. მითხრა, რომ კვირაში ორჯერ, ან სამჯერ ბანაობს. ესეც ცოტა უცნაურია, რადგან ადამიანმა ალბათ ყოველ დღე უნდა იბანაოს. ეს პრობლემა ძალიან დიდი ხანია ჩვენს საზოგადოებას აწუხებს. ათასგვარი სუნამოებით ვერ მოსპობ იმას, რომ დაუბანელი და ჭუჭყიანი ხარ. ამ საკითხზე ერთხელ პატრიარქმაც იქადაგა, რომ ეს საზოგადოების სერიოზული პრობლემაა და მრევლს ჰიგიენის დაცვისკენ მოუწოდა", - იხსენებს უროლოგი.

როგორც ბოჭორიშვილი ამბობს, როცა პაციენტს ჰიგიენაზე რამეს ეუბნება, სწყინთ, თუმცა ეს აუცილებელია, რადგან ზოგიერთი პრობლება სწორედ დაბანით იხსნება.

"ზოგიერთ პრობლემას წამალი არ სჭირდება, მას ელემენტარული დაბანა სჭირდება. მე არაერთი პაციენტი მყოლია, რომელიც სასაცილოა და დაბანით განკურნებულა. ყოფილა სიტუაცია, როდესაც პაციენტი მოდის ექიმთან, ექიმმა უნდა გასინჯოს ის, თუმცა უთქვამს, რომ დღეს მომზადებული არ ვარო. რას ნიშნავს ეს? არ დაიბანა და ქუჩაში ისე გამოვიდა? თქვენ წარმოიდგინეთ ცნობილ ადამიანებში ეს არც თუ ისე იშვიათია, მაშინ როცა ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც სოფელში ცხოვრობს და ექიმთან მიდის, ის წესრიგდება და ისე მიდის ექიმთან", - აცხადებს უროლოგი.

ცნობილია, რომ მოსახლეობის უმეტესობას, დაუბანლობისგან გამოწვეული არასასიამოვნო სუნი ზაფხულში, სიცხის მატებასთან ერთად, უფრო მძაფრად აწუხებს. Ambebi.ge ამ საკითხზე მოსახლეობის აზრითაც დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, პრობლემა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ხალმხრავალ ადგილებში განსაკუთრებით მძაფრდება.

რატომ არ იბანს ზოგიერთი ადამიანი? - ამ კითხვით ჩვენ ფსიქოლოგებსაც მივმართეთ. მარინა ბალიაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ამ საკითხის მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი თავის თავს პატივს არ სცემს. დაქვეითებული აქვს თვითშეფასება და მსგავსი პრობლემებია მის წინაშე. პასიურია, ხელჩაქნეული. რომ მიუთითო და უთხრა, რომ ასე არ შეიძლება, მე ვფიქრობ, ამით არაფერი დაშავდება. შემწყნარებლური დამოკიდებულებაა ამის მიმართ, ფაქტობრივად არაფერს ეუბნებიან, მაგრამ რომ უთხრა, რატომ მაწუხებ, ახალგაზრდა კაცი ხარ და მიხედე თავს-თქო, შეიძლება", - მიაჩნია ფსიქოლოგს.

დერმატოლოგები უსიამოვნო სუნის გასაქრობად რამდენიმე რჩევასაც იძლევიან, თუმცა მათი ნომერ პირველი რეკომენდაცია, ბანაობაა.

მათი თქმით, არის სპეციალური მოვლის საშუალებები, რომლებიც ძირითადად ალუმინის ქლორიდს შეიცავს, რომელიც უსიამოვნო სუნს აქრობს და ამცირებს საოფლე ჯირკვლების სეკრეციას.

არის ასევე კოსმეტოლოგიური მეთოდიც, ბოტოქსის ინექციები, რომლებიც ასევე საერთოდ აქრობს საოფლე ჯირკვლის სეკრეციას, თუმცა გარკვეული პერიოდით.

P.S. მართალია ადამიანს პირადი ჰიგიენის დაცვას კანონმდებლობა არ ავალდებულებს, თუმცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბანაობასთან დაკავშირებულ რჩევებს უკვე შეხვდებით.

მინდია აფციაური, Ambebi.ge

იხილეთ სიუჟეტი Palitratv.ge-ზე

ამავე თემაზე | ძალადობა თბილისის "მარშრუტკებში", ანუ წამებული მგზავრის წერილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია