პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
23 წლის ბათუმელმა გოგონამ Facebook-ზე თაღლითური სქემის საშუალებით 80 000 ლარი მიითვისა
23 წლის ბათუმელმა გოგონამ Facebook-ზე თაღლითური სქემის საშუალებით 80 000 ლარი მიითვისა

ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის სა­მო­სის, აქ­სუ­სუ­ა­რე­ბის და სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბის გა­მო­წე­რა ინ­ტერ­ნე­ტით გა­ცი­ლე­ბით იაფი ღირს და სწო­რედ ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ონ­ლა­ინ შო­პინ­გი სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი სერ­ვი­სი ხდე­ბა. თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა შეკ­ვე­თი­ლი ნივ­თის ზომა, ფერი ან ფორ­მა სა­ერ­თოდ გან­სხვავ­დე­ბა იმ ნივ­თის­გან, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნე­ტით ვი­წერთ, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არის უა­რე­სი შემ­თხვე­ვე­ბიც, - ხში­რად მომ­ხმა­რე­ბე­ლი თაღ­ლი­თე­ბის მსხვერ­პლი ხდე­ბა და ის გა­მო­წე­რილ ნივთს, რო­მელ­შიც ფულს იხ­დის, სა­ერ­თოდ ვერ ღე­ბუ­ლობს. ასე მოხ­და ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტის შემ­თხვე­ვა­შიც, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ გახ­და ამ თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი.

ნინო, 28 წლის:

– და­ახ­ლო­ე­ბით 4 თვის წინ "ფე­ის­ბუქ­ზე" ვნა­ხე ონ­ლა­ინ შო­პინ­გის გვერ­დი "ინ­ტერ­ნეტ მა­ღა­ზია პრა­და", რო­მელ­საც ბევ­რი მო­წო­ნე­ბა ჰქონ­და და ერთი შე­ხედ­ვით სან­დო "ფე­ი­ჯი" ჩან­და. ფეხ­საც­მე­ლი გა­მო­ვი­წე­რე მისი მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც სამ კვი­რა­ში უნდა ჩა­მომ­სვლო­და. წი­ნას­წარ გა­და­ვი­ხა­დე ფეხ­საც­მლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ნა­წი­ლი 60 ლარი, რო­მე­ლიც "ფე­ი­ბოქ­სით" ჩავ­რი­ცხე მო­ცე­მულ მი­სა­მარ­თზე. სამი კვი­რა როცა გა­ვი­და და ჩემი ფეხ­საც­მე­ლი არ ჩა­მო­ვი­და, მივ­წე­რე გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტორს და მი­თხრა, პრობ­ლე­მა არ არის, თან­ხას უკან და­გიბ­რუ­ნებ­თო, მაგ­რამ არც ფეხ­საც­მე­ლი მი­მი­ღია და არც თან­ხა. გუ­შინ კი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან და­მი­რე­კეს და რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, მთხო­ვეს, და­კი­თხვა­ზე მი­სუ­ლი­ყა­ვი. აღ­მოჩ­ნდა, რომ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი არის 23 წლის ბა­თუ­მე­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­მაც ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი მო­ა­ტყუა და მათ­გან თაღ­ლი­თო­ბის გზით 80 000 ლარი მი­ით­ვი­სა, ახლა ის და­კა­ვე­ბუ­ლია. რო­გორც ჩემ­თვის არის ცნო­ბი­ლი, და­კა­ვე­ბულ­მა საქ­მი­ა­ნო­ბა 2014 წლის იან­ვრი­დან და­ი­წყო, პო­ლი­ცი­ამ კი საქ­მე გუ­შინ გა­იხ­სნა.

ამას­თან, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი რეს­პო­დენ­ტი ამ­ბობს, რომ 23 წლის გო­გო­ნას თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი მის მსგავ­სად 500-მდე ადა­მი­ა­ნი გახ­და.

Ambebi.ge მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რის­თვის შსს-ს და­უ­კავ­შირ­და. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გან­გვი­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლით, თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 6-დან 9 წლის ვა­დით. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

23 წლის ბათუმელმა გოგონამ Facebook-ზე თაღლითური სქემის საშუალებით 80 000 ლარი მიითვისა

23 წლის ბათუმელმა გოგონამ Facebook-ზე თაღლითური სქემის საშუალებით 80 000 ლარი მიითვისა

ცნობილი ბრენდების სამოსის, აქსუსუარების და სხვადასხვა ნივთების გამოწერა ინტერნეტით გაცილებით იაფი ღირს და სწორედ ამიტომ საქართველოში ონლაინ შოპინგი სულ უფრო პოპულარული სერვისი ხდება. თუმცა არის შემთხვევები, როცა შეკვეთილი ნივთის ზომა, ფერი ან ფორმა საერთოდ განსხვავდება იმ ნივთისგან, რომელსაც ინტერნეტით ვიწერთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არის უარესი შემთხვევებიც, -  ხშირად მომხმარებელი თაღლითების მსხვერპლი ხდება და ის გამოწერილ ნივთს, რომელშიც ფულს იხდის,  საერთოდ ვერ ღებულობს. ასე მოხდა ჩვენი რესპოდენტის შემთხვევაშიც, რომელიც უშუალოდ გახდა ამ თაღლითობის მსხვერპლი.

ნინო, 28 წლის:

– დაახლოებით 4 თვის წინ "ფეისბუქზე" ვნახე ონლაინ შოპინგის გვერდი "ინტერნეტ მაღაზია პრადა", რომელსაც ბევრი მოწონება ჰქონდა და ერთი შეხედვით სანდო "ფეიჯი" ჩანდა. ფეხსაცმელი გამოვიწერე მისი მეშვეობით, რომელიც სამ კვირაში უნდა ჩამომსვლოდა. წინასწარ გადავიხადე ფეხსაცმლის ღირებულების ნაწილი 60 ლარი, რომელიც "ფეიბოქსით" ჩავრიცხე მოცემულ მისამართზე. სამი კვირა როცა გავიდა და ჩემი ფეხსაცმელი არ ჩამოვიდა, მივწერე გვერდის ადმინისტრატორს და მითხრა, პრობლემა არ არის, თანხას უკან დაგიბრუნებთო, მაგრამ არც ფეხსაცმელი მიმიღია და არც თანხა. გუშინ კი  პოლიციის განყოფილებიდან დამირეკეს და როგორც დაზარალებული, მთხოვეს, დაკითხვაზე მისულიყავი. აღმოჩნდა, რომ "ფეისბუქის" გვერდის ხელმძღვანელი არის 23 წლის ბათუმელი გოგონა, რომელმაც ასეულობით ადამიანი მოატყუა და მათგან თაღლითობის გზით 80 000 ლარი მიითვისა, ახლა ის დაკავებულია. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დაკავებულმა საქმიანობა 2014 წლის იანვრიდან დაიწყო,  პოლიციამ კი საქმე გუშინ გაიხსნა.

ამასთან, დაზარალებული რესპოდენტი ამბობს, რომ 23 წლის გოგონას თაღლითობის მსხვერპლი მის მსგავსად 500-მდე ადამიანი გახდა.

Ambebi.ge მომხდართან დაკავშირებით  კომენტარისთვის შსს-ს დაუკავშირდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, თაღლითობის ბრალდებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლის ვადით. ეჭვმიტანილი დაკავებულია. გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია