სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბახმაროში ყველა მაღაზია დაკეტილია - რას უჩივიან კურორტის დამსვენებლები
ბახმაროში ყველა მაღაზია დაკეტილია - რას უჩივიან კურორტის დამსვენებლები

კუ­რორტ ბახ­მა­როს, რო­მე­ლიც ზღვის დო­ნი­დან 2250 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს, უკვე ათა­სო­ბით დამ­სვე­ნე­ბე­ლი სტუმ­რობს. მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორც ჩანს, დამ­სვე­ნე­ბე­ლი ამ უნი­კა­ლურ კუ­რორტზე უარს ვერ ამ­ბობს. თუმ­ცა, აქ ყო­ველ სე­ზონს თან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ახ­ლავს.

წინა წლე­ბის მსგავ­სად, პრობ­ლე­მაა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის დრო­უ­ლად მი­წო­დე­ბა.

"იმის გამო, რომ ელექტრო­ე­ნერ­გია არას­ტა­ბი­ლუ­რად მოგ­ვე­წო­დე­ბა, 1500 დო­ლა­რი დავ­კარ­გე. კო­ტე­ჯე­ბი მაქვს სა­ტყე­ოს ქუ­ჩა­ზე. ყო­ველ წელს ვა­ქი­რა­ვებ და ეს არის ჩემი ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი. წელს კი ესეც ვერ შევ­ძე­ლი. ამე­რი­კი­დან ჩა­მო­ვი­და ხალ­ხი და­სას­ვე­ნებ­ლად და სამი დღის მეტი ვერ გაძ­ლო. ელე­მენ­ტა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი არ არის", - ამ­ბობს "გუ­რია ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ნა­თე­ლა დო­ლი­ძე.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მსგავ­სად, პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რო­ბენ დამ­სვე­ნებ­ლე­ბი. მათი თქმით, კუ­რორტზე ყვე­ლა მა­ღა­ზია და­კე­ტი­ლია და პურ­საც კი ვერ ყი­დუ­ლო­ბენ.

"უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­ვე­დი და­სას­ვე­ნებ­ლად და მში­ე­რი ვკვდე­ბი. ვერც პურს ვყი­დუ­ლობ, ვერც საჭ­მელს. ეს რა ხდე­ბა. არ არ­სე­ბობს ამ ქვე­ყა­ნა­ში ვინ­მე, ვინც ამ სი­ტუ­ა­ცი­ას მო­აგ­ვა­რებს? - ამ­ბობს "გუ­რია ნი­უს­თან" უკ­რა­ი­ნე­ლი ტუ­რის­ტი.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამის მი­ზე­ზი მა­ღა­ზი­ე­ბის გა­ფიც­ვაა. იმის გამო, რომ კუ­რორტზე "ჯე­ო­სე­ლის" ანძა გა­მორ­თუ­ლია, მა­ღა­ზი­ის მფლო­ბე­ლე­ბი სა­ლა­რო აპა­რატს ვერ ამუ­შა­ვე­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღა­ზი­ე­ბი და­კე­ტი­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ კი ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ.

"ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ დამ­სვე­ნე­ბელს პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქონ­დეს. სა­ნამ ჯე­ო­სე­ლის ანძა ჩა­ირ­თვე­ბა, მა­ნამ­დე მო­ვა­ხერ­ხებთ, რომ კუ­რორტზე საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი და პური ავი­ტა­ნოთ", - აცხა­დე­ბენ ჩო­ხა­ტა­უ­რის გამ­გე­ო­ბა­ში.

სა­ნამ "ჯე­ო­სე­ლი" ან­ძას ჩარ­თავს, მა­ნამ­დე დახ­მა­რე­ბის მო­ლო­დინ­ში მყო­ფი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი პუ­რი­სა და საკ­ვე­ბის რიგ­ში დგა­ნან.

არა­და, ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ცენ­ტრა­ლუ­რი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვა­უ­წყებ­და, რომ ბახ­მა­რო დამ­სვე­ნებ­ლის მო­ლო­დინ­ში იყო და პირ­ვე­ლად კუ­რორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში სას­ტუმ­როც კი გა­იხ­სნა.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

ბახმაროში ყველა მაღაზია დაკეტილია - რას უჩივიან კურორტის დამსვენებლები

ბახმაროში ყველა მაღაზია დაკეტილია - რას უჩივიან კურორტის დამსვენებლები

კურორტ ბახმაროს, რომელიც ზღვის დონიდან 2250 მეტრზე მდებარეობს, უკვე ათასობით დამსვენებელი სტუმრობს. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის  მიუხედავად, როგორც ჩანს, დამსვენებელი ამ უნიკალურ კურორტზე უარს ვერ ამბობს. თუმცა, აქ ყოველ სეზონს თან სერიოზული პრობლემები ახლავს.

წინა წლების მსგავსად, პრობლემაა ელექტროენერგიის დროულად მიწოდება.

"იმის გამო, რომ ელექტროენერგია არასტაბილურად მოგვეწოდება, 1500 დოლარი დავკარგე. კოტეჯები მაქვს სატყეოს ქუჩაზე. ყოველ წელს ვაქირავებ და ეს არის ჩემი ოჯახის შემოსავალი. წელს კი ესეც ვერ შევძელი. ამერიკიდან ჩამოვიდა ხალხი დასასვენებლად და სამი დღის მეტი ვერ გაძლო. ელემენტალური პირობები არ არის", - ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ნათელა დოლიძე.

ადგილობრივების მსგავსად, პრობლემებზე საუბრობენ დამსვენებლები. მათი თქმით, კურორტზე ყველა მაღაზია დაკეტილია და პურსაც კი ვერ ყიდულობენ.

"უკრაინიდან ჩამოვედი დასასვენებლად და მშიერი ვკვდები. ვერც პურს ვყიდულობ, ვერც საჭმელს. ეს რა ხდება. არ არსებობს ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც ამ სიტუაციას მოაგვარებს? - ამბობს "გურია ნიუსთან" უკრაინელი ტურისტი.

როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზი მაღაზიების გაფიცვაა. იმის გამო, რომ კურორტზე "ჯეოსელის" ანძა გამორთულია, მაღაზიის მფლობელები სალარო აპარატს ვერ ამუშავებენ და შესაბამისად, მაღაზიები დაკეტილია. აღნიშნულის შესახებ კი ადგილობრივ ხელისუფლებაში ინფორმაციას არ ფლობენ.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამსვენებელს პრობლემები არ ჰქონდეს. სანამ ჯეოსელის ანძა ჩაირთვება, მანამდე მოვახერხებთ, რომ კურორტზე საკვები პროდუქტები და პური ავიტანოთ", - აცხადებენ ჩოხატაურის გამგეობაში.

სანამ "ჯეოსელი" ანძას ჩართავს, მანამდე დახმარების მოლოდინში მყოფი დამსვენებლები პურისა და საკვების რიგში დგანან.

არადა, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ცენტრალური მედიის საშუალებით ხელისუფლება გვაუწყებდა, რომ ბახმარო დამსვენებლის მოლოდინში იყო და პირველად კურორტის ისტორიაში სასტუმროც კი გაიხსნა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა