პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პლეხანოვის" ბარების პროსტიტუციის სქემა: "გოგონები მსხვერპლს აბებით თიშავენ"
"პლეხანოვის" ბარების პროსტიტუციის სქემა: "გოგონები მსხვერპლს აბებით თიშავენ"

რაზე მი­უ­თი­თებს, როცა აღ­მა­შე­ნებ­ლის, ანუ "პლე­ხა­ნო­ვის" გამ­ზირ­ზე ბარს დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი ჰყავს? ან იმ ბარ­ში ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს არ უშ­ვე­ბენ? რო­გო­რი სქე­მით მუ­შა­ო­ბენ" აქ სექსმუ­შა­კე­ბი? - წერს გა­ზე­თი "ალია" სტა­ტი­ა­ში სა­ხელ­წო­დე­ბით "ეს "პრას­ტი­ტუტ­კე­ბი" "პლე­ხა­ნოვ­ზე" კაფე-ბა­რებ­თან არი­ან შეკ­რუ­ლე­ბი და დახ­ვე­წი­ლი სქე­მით მუ­შა­ო­ბენ".

გა­მო­ცე­მას თე­მა­ზე უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, "ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კავ­ში­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძე ესა­უბ­რე­ბა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს, რომ მათ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "პლე­ხა­ნო­ვის" ქუ­ჩა­ზე მო­ნი­ტო­რინ­გი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა პროს­ტი­ტუ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახლა ზა­ფხუ­ლია, ჩვენ­თან ბევ­რი სტუ­მა­რი ჩა­მო­დის და მათ გა­სა­გო­ნად ვი­ტყვი, რო­მელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ შე­იძ­ლე­ბა შეს­ვლა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მი­ვა­ნიშ­ნებ. თქვენ კი მო­გიყ­ვე­ბით, რო­გორ კეთ­დე­ბა ფული სექსმუ­შა­კე­ბის მიერ და რო­გორ არი­ან შეკ­რუ­ლე­ბი ამა თუ იმ კაფე-ბარ­თან. ჩვე­ნი დაკ­ვირ­ვე­ბით, სექსმუ­შა­კი ქა­ლე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შე­დი­ან "პლე­ხა­ნოვ­ზე" მდე­ბა­რე ბა­რე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებ­თან და მათ შო­რის ხდე­ბა ერ­თგვა­რი გა­რი­გე­ბა. ეს გა­რი­გე­ბა კი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში: ქალს ეუბ­ნე­ბი­ან, ჩემ­თან რომ შე­მოხ­ვალ, შენი ამო­ცა­ნაა, კლი­ენტს ჩემს ბარ­ში და­ა­ხარ­ჯვი­ნო 50-დან 150 ლა­რამ­დე თან­ხაო", - ამ­ბობს რეს­პო­დენ­ტი "ალი­ას­თან" სა­უბ­რი­სას. ინ­ტერ­ვი­უ­ში ის მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა­საც აღ­წერს.

"თი­თო­ე­ულ მათ­განს გეგ­მა აქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი "პრას­ტი­ტუტ­კას" ბარ­ში არ შე­უშ­ვებს. ანუ ესე­ნი ერ­თად მუ­შა­ო­ბენ და გე­ტყვით, რა არის მათი მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა: სექსმუ­შა­კი ზის ბარ­ში თა­ვის მა­გი­დას­თან, შე­მო­სუ­ლი კლი­ენ­ტი ჯდე­ბა ამ ქალ­თან, რო­გორც კი "პრას­ტი­ტუტ­კა" ამ გან­სა­ზღვრულ თან­ხას და­ა­ხარ­ჯვი­ნებს კლი­ენტს, კლი­ენ­ტი მი­სია. ამის შემ­დეგ მას გაჰ­ყავს კლი­ენ­ტი და იქ ელო­დე­ბა ტაქ­სი, მაგ­რამ მა­ნამ­დე უნდა ვთქვა, რომ ეს თან­ხა ძი­რი­თა­დად ძვი­რა­დღი­რე­ბულ სას­მელ­ში იხარ­ჯე­ბა. იქვე ახ­ლოს სას­ტუმ­რო­ე­ბიც არის და სას­ტუმ­რო­ე­ბის გარ­და, სექსმუ­შაკ­მა იცის, სად ქი­რავ­დე­ბა დღი­უ­რად ან სა­ა­თობ­რი­ვად ბი­ნე­ბი. უნდა გი­თხრათ, რომ ეს კლი­ენ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლე­ბი არი­ან. კი­დევ უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ გი­თხრათ, უმე­ტე­სო­ბა მძღო­ლია, მაგ­რამ ქალს გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი აქვს ყუ­რა­დღე­ბა, რა თან­ხა აქვს მის თან­მხლებ კლი­ენტს. თუ აღ­მო­აჩ­ნდა 1000 დო­ლარ­ზე მეტი, მა­შინ მუ­შა­ობს შემ­დე­გი სქე­მა: ქალ­ბა­ტონს ხელ­ჩან­თა­ში ან ჯი­ბე­ში აქვს აბე­ბი, პრე­პა­რა­ტის და­სა­ხე­ლე­ბა ამ წუთ­ში ზუს­ტად არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ვიცი და ვი­ტყვი იმას, რომ ამ პრე­პა­რატს აქვს შემ­დე­გი ზე­მოქ­მე­დე­ბის უნა­რი: სას­მელ­ში გა­რე­ვი­სა და მისი მი­ღე­ბის შემ­დგე, მსხვერ­პლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ითი­შე­ბა გო­ნებ­რი­ვად, ის პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. რო­გორც ეს კა­ცე­ბი მიხ­სნი­ან, ეს­მით, მაგ­რამ გან­ძრე­ვის თავი არ აქვთ. მსგავ­სი პა­რა­ლი­ზე­ბა ხდე­ბა იმის­და მი­ხედ­ვით, რა დო­ზი­თაა წა­მა­ლი სას­მელ­ში ჩაყ­რი­ლი, პრე­პა­რა­ტის მოქ­მე­დე­ბა გრძელ­დე­ბა ერთი სა­ა­თი­დან ორ სა­ა­თამ­დე. ამის შემ­დეგ, ვი­მე­ო­რებ, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ფული ათა­სი დო­ლა­რი და უფრო მეტი აქვს, მანდ კი­დევ ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა, სექსმუ­შა­კი მას ფულ­თან ერ­თად აც­ლის პას­პორ­ტსაც…"

გა­მო­ცე­მამ კო­მენ­ტა­რის­თვის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნელს მი­მარ­თა.

"პროს­ტი­ტუ­ცი­ის გა­მოვ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მი­ნის­ტრო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს, არა მარ­ტო თბი­ლის­ში, არა­მედ რე­გი­ო­ნებ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით აჭა­რის რე­გი­ონ­ში, ამ მხრივ, პროს­ტი­ტუ­ცი­ის ფაქ­ტზე არა­ერ­თი პი­როვ­ნე­ბა გვყავს და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­გორც უცხო­ე­თის, ისე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და, თუკი თე­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვინ­მე და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს და მოგ­ვაწ­ვდის, ჩვენ ამას შე­ვის­წავ­ლით და აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვახ­დენთ შე­სა­ბა­მის რე­ა­გი­რე­ბას", - გა­ნუ­ცხა­და გი­ორ­გო­ბი­ან­მა "ალი­ას".

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | არას­რულ­წლო­ვან­თა პროს­ტი­ტუ­ცია თბი­ლი­სის ცენ­ტრში? - ღა­მის კლუ­ბის თა­ნამ­შრომ­ლის სკან­და­ლუ­რი აღი­ა­რე­ბა ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"პლეხანოვის" ბარების პროსტიტუციის სქემა: "გოგონები მსხვერპლს აბებით თიშავენ"

"პლეხანოვის" ბარების პროსტიტუციის სქემა: "გოგონები მსხვერპლს აბებით თიშავენ"

რაზე მიუთითებს, როცა აღმაშენებლის, ანუ "პლეხანოვის" გამზირზე ბარს დაცვის თანამშრომელი ჰყავს? ან იმ ბარში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ? როგორი სქემით მუშაობენ" აქ სექსმუშაკები? - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სახელწოდებით "ეს "პრასტიტუტკები" "პლეხანოვზე" კაფე-ბარებთან არიან შეკრულები და დახვეწილი სქემით მუშაობენ".

გამოცემას თემაზე უფლებადამცველი, "ანტიკორუფციული კავშირის" ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე ესაუბრება, რომელიც აღნიშნავს, რომ მათმა ორგანიზაციამ "პლეხანოვის" ქუჩაზე მონიტორინგი განახორციელა პროსტიტუციასთან დაკავშირებით.

"მოგეხსენებათ, ახლა ზაფხულია, ჩვენთან ბევრი სტუმარი ჩამოდის და მათ გასაგონად ვიტყვი, რომელ დაწესებულებაში არ შეიძლება შესვლა, ყოველ შემთხვევაში, მივანიშნებ. თქვენ კი მოგიყვებით, როგორ კეთდება ფული სექსმუშაკების მიერ და როგორ არიან შეკრულები ამა თუ იმ კაფე-ბართან. ჩვენი დაკვირვებით, სექსმუშაკი ქალები ურთიერთობაში შედიან "პლეხანოვზე" მდებარე ბარების მეპატრონეებთან და მათ შორის ხდება ერთგვარი გარიგება. ეს გარიგება კი მდგომარეობს შემდეგში: ქალს ეუბნებიან, ჩემთან რომ შემოხვალ, შენი ამოცანაა, კლიენტს ჩემს ბარში დაახარჯვინო 50-დან 150 ლარამდე თანხაო", - ამბობს რესპოდენტი "ალიასთან" საუბრისას. ინტერვიუში ის მუშაობის სპეციფიკასაც აღწერს.

"თითოეულ მათგანს გეგმა აქვს შესასრულებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაცვის თანამშრომელი "პრასტიტუტკას" ბარში არ შეუშვებს. ანუ ესენი ერთად მუშაობენ და გეტყვით, რა არის მათი მუშაობის სპეციფიკა: სექსმუშაკი ზის ბარში თავის მაგიდასთან, შემოსული კლიენტი ჯდება ამ ქალთან, როგორც კი "პრასტიტუტკა" ამ განსაზღვრულ თანხას დაახარჯვინებს კლიენტს, კლიენტი მისია. ამის შემდეგ მას გაჰყავს კლიენტი და იქ ელოდება ტაქსი, მაგრამ მანამდე უნდა ვთქვა, რომ ეს თანხა ძირითადად ძვირადღირებულ სასმელში იხარჯება. იქვე ახლოს სასტუმროებიც არის და სასტუმროების გარდა, სექსმუშაკმა იცის, სად ქირავდება დღიურად ან საათობრივად ბინები. უნდა გითხრათ, რომ ეს კლიენტები ძირითადად უცხოელები არიან. კიდევ უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, უმეტესობა მძღოლია, მაგრამ ქალს გამახვილებული აქვს ყურადღება, რა თანხა აქვს მის თანმხლებ კლიენტს. თუ აღმოაჩნდა 1000 დოლარზე მეტი, მაშინ მუშაობს შემდეგი სქემა: ქალბატონს ხელჩანთაში ან ჯიბეში აქვს აბები, პრეპარატის დასახელება ამ წუთში ზუსტად არ შემიძლია, მაგრამ ვიცი და ვიტყვი იმას, რომ ამ პრეპარატს აქვს შემდეგი ზემოქმედების უნარი: სასმელში გარევისა და მისი მიღების შემდგე, მსხვერპლი აბსოლუტურად ითიშება გონებრივად, ის პარალიზებულია. როგორც ეს კაცები მიხსნიან, ესმით, მაგრამ განძრევის თავი არ აქვთ. მსგავსი პარალიზება ხდება იმისდა მიხედვით, რა დოზითაა წამალი სასმელში ჩაყრილი, პრეპარატის მოქმედება გრძელდება ერთი საათიდან ორ საათამდე. ამის შემდეგ, ვიმეორებ, იმ შემთხვევაში, თუ ფული ათასი დოლარი და უფრო მეტი აქვს, მანდ კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობაა, სექსმუშაკი მას ფულთან ერთად აცლის პასპორტსაც…"

გამოცემამ კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს მიმართა.

"პროსტიტუციის გამოვლენასთან დაკავშირებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში და განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, ამ მხრივ, პროსტიტუციის ფაქტზე არაერთი პიროვნება გვყავს დაკავებული, როგორც უცხოეთის, ისე საქართველოს მოქალაქე და, თუკი თემიდან გამომდინარე ვინმე დამატებით ინფორმაციას ფლობს და მოგვაწვდის, ჩვენ ამას შევისწავლით და აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას", - განუცხადა გიორგობიანმა "ალიას".

ასევე დაგაინტერესებთ | არასრულწლოვანთა პროსტიტუცია თბილისის ცენტრში? - ღამის კლუბის თანამშრომლის სკანდალური აღიარება ფარულ ჩანაწერში

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?