მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექსი და ბავშვები - რომელ ასაკში უნდა ავუხსნათ "ყველაფერი"
სექსი და ბავშვები - რომელ ასაკში უნდა ავუხსნათ "ყველაფერი"

რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ მოზ­რდილ ბავ­შვებ­საც გულ­წრფე­ლად ეგო­ნათ, რომ მშობ­ლებ­მა კომ­ბოს­ტო­ში იპო­ვეს, მა­ღა­ზი­ა­ში იყი­დეს ან წე­რომ მო­იყ­ვა­ნა სახ­ლში. დღეს კი მა­ს­მე­დი­ი­სა და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ინ­ტერ­ნე­ტის წყა­ლო­ბით, ამ კუ­თხით ბავ­შვთა "გა­ნათ­ლე­ბა" აშ­კა­რად წინ წა­ვი­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სქე­სობ­რი­ვი აღ­ზრდის სა­კი­თხიც დად­გა დღის წეს­რიგ­ში.

ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბის, რო­გორც სას­კო­ლო საგ­ნის შე­მო­ღე­ბის ყვე­ლა მცდე­ლო­ბა კრა­ხით დას­რულ­და. ყვე­ლა წიგ­ნი, რო­მე­ლიც ამ საგ­ნის შეს­წავ­ლის მიზ­ნით და­ი­ბეჭ­და, "გარ­ყვნი­ლე­ბის პრო­პა­გან­და­სა" და "ბავ­შვის სუ­ლის და­მა­ხინ­ჯე­ბა­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერც სწავ­ლე­ბის მე­თოდსა და ხერ­ხებ­ზე შე­თან­ხმდა. ამი­ტომ სა­ნამ და­ვა­სა და ჭოჭ­მან­ში წლე­ბი გა­ვი­და, ბავ­შვებ­მა ცოდ­ნის მა­რა­გი თა­ვად "შე­ივ­სეს".

ამა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხელს უწყობთ, პირ­ველ რიგ­ში კი ტე­ლე­ვი­ზი­ი­თა და ინ­ტერ­ნე­ტით "დღი­სით, მზი­სით" შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ტი­მუ­რი კად­რე­ბი. ღია ინ­ფორ­მა­ცია სქე­სობ­რი­ვი სა­კი­თხე­ბი­სად­მი ინ­ტე­რეს­საც მე­ტის­მე­ტად ადრე ავი­თა­რებს. ამ და­ინ­ტე­რე­სე­ბას ბიძგს სა­ზო­გა­დო­ე­ბაც აძ­ლევს - გა­მუდ­მე­ბით ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არი­ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბი, მუდ­მი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ე­ბის ხმა­მა­ღა­ლი გარ­ჩე­ვა, თო­ჯი­ნე­ბიც კი გა­მო­ხა­ტუ­ლი სა­ს­ქე­სო ნიშ­ნე­ბით გა­მო­დის. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ სე­რი­ა­ლე­ბის თე­მა­ტი­კა­ზე, სა­დაც სექ­სი და ქა­ლის მშო­ბი­ა­რო­ბა ლა­მის სრუ­ლი ნა­ტუ­რა­ლიზ­მი­თაა ნაჩ­ვე­ნე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, აღარც ბავ­შვებს სჯე­რათ, რომ "კომ­ბოს­ტო­ში" იპო­ვეს და მშობ­ლებ­საც საკ­მა­ოდ ადრე უწევთ უხერ­ხულ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. თუ ბავ­შვმა სა­ჩო­თი­რო კი­თხვე­ბი და­გის­ვათ, არ გა­ექ­ცეთ მათ. პა­სუ­ხი, თუნ­დაც შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­ცით. რა თქმა უნდა, "შიშ­ვე­ლი სი­მარ­თლის" პირ­ში მიხ­ლას არ გთა­ვა­ზობთ, ბავ­შვის ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით აუხ­სე­ნით ან ბავ­შვუ­რად "შე­უ­ფუ­თეთ" სა­სურ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სექსი და ბავშვები - რომელ ასაკში უნდა ავუხსნათ "ყველაფერი"

სექსი და ბავშვები - რომელ ასაკში უნდა ავუხსნათ "ყველაფერი"

რამდენიმე ათეული წლის წინ მოზრდილ ბავშვებსაც გულწრფელად ეგონათ, რომ მშობლებმა კომბოსტოში იპოვეს, მაღაზიაში იყიდეს ან წერომ მოიყვანა სახლში. დღეს კი მასმედიისა და ხელმისაწვდომი ინტერნეტის წყალობით, ამ კუთხით ბავშვთა "განათლება" აშკარად წინ წავიდა. დროთა განმავლობაში სქესობრივი აღზრდის საკითხიც დადგა დღის წესრიგში.

ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში სქესობრივი განათლების, როგორც სასკოლო საგნის შემოღების ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. ყველა წიგნი, რომელიც ამ საგნის შესწავლის მიზნით დაიბეჭდა, "გარყვნილების პროპაგანდასა" და "ბავშვის სულის დამახინჯებაში" დაადანაშაულეს. საზოგადოება ვერც სწავლების მეთოდსა და ხერხებზე შეთანხმდა. ამიტომ სანამ დავასა და ჭოჭმანში წლები გავიდა, ბავშვებმა ცოდნის მარაგი თავად "შეივსეს".

ამაში ყველაფერი ხელს უწყობთ, პირველ რიგში კი ტელევიზიითა და ინტერნეტით "დღისით, მზისით" შეზღუდვის გარეშე გავრცელებული ინტიმური კადრები. ღია ინფორმაცია სქესობრივი საკითხებისადმი ინტერესსაც მეტისმეტად ადრე ავითარებს. ამ დაინტერესებას ბიძგს საზოგადოებაც აძლევს - გამუდმებით ყურადღების ცენტრში არიან სექსუალური ცნობადი სახეები, მუდმივად მიმდინარეობს სექსუალური ორიენტაციების ხმამაღალი გარჩევა, თოჯინებიც კი გამოხატული სასქესო ნიშნებით გამოდის. აღარაფერს ვამბობთ სერიალების თემატიკაზე, სადაც სექსი და ქალის მშობიარობა ლამის სრული ნატურალიზმითაა ნაჩვენები. შესაბამისად, აღარც ბავშვებს სჯერათ, რომ "კომბოსტოში" იპოვეს და მშობლებსაც საკმაოდ ადრე უწევთ უხერხულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. თუ ბავშვმა საჩოთირო კითხვები დაგისვათ, არ გაექცეთ მათ. პასუხი, თუნდაც შელამაზებული, აუცილებლად გაეცით. რა თქმა უნდა, "შიშველი სიმართლის" პირში მიხლას არ გთავაზობთ, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით აუხსენით ან ბავშვურად "შეუფუთეთ" სასურველი ინფორმაცია.

სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს