სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება თბილისის ახალი ზოოპარკი და რა განთავსდება ძველ ტერიტორიაზე (+4 ფოტო)
როგორი იქნება თბილისის ახალი ზოოპარკი და რა განთავსდება ძველ ტერიტორიაზე (+4 ფოტო)

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ზო­ო­პარ­კი თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ვა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სი მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" გა­და­ცე­მა "ბიზ­ნეს კონ­ტაქ­ტში " სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მი­ზე­ზებ­სა და იმ პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­ფარ­თო­ე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

"მას შემ­დეგ, რაც თბი­ლის­ში გმირ­თა მო­ედ­ნი­დან ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი გზის გაჭ­რა მოხ­და, იქ და­ირ­ღვა ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. მდი­ნა­რე ვერე მო­ექ­ცა ხი­დის ქვეშ, გა­ი­ჩე­ხა ხე­ე­ბი და ეკო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბი გაჩ­ნდა. პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნდათ ზო­ო­პარ­კის მო­ბი­ნად­რე­ებ­საც. ამი­ტომ, ჩვენ გვაქვს მო­ნა­ხა­ზი, რომ ზო­ო­პარ­კი გა­და­ვი­ტა­ნოთ თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ხოლო ზო­ო­პარ­კის ძველ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­მა­ტე­ბი­თი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზონა შევ­ქმნათ და გა­ვა­ფარ­თო­ოთ", - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა და დას­ძი­ნა, რომ მე­რი­ის სურ­ვი­ლია, ზო­ო­პარ­კი­სა და მზი­უ­რის ტე­რი­ტო­რი­ის ერ­თმა­ნეთთ­თან და­კავ­ში­რე­ბა სა­ფეხ­მავ­ლო ეს­ტა­კა­დით, რო­გორც ეს ბევრ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­შია.

"და­ირ­გვე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ხე­ე­ბი, რათა ერ­თი­ა­ნი სივ­რცე შე­იქ­მნას და გარ­და ამი­სა, გა­კეთ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ხმა­ურ­დამ­ცა­ვი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რი­თაც ხელს შე­ვუ­წყობთ რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბის დაც­ვას, გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­ფარ­თო­ე­ბას," - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

თბი­ლი­სის ზღვის პი­რას მშე­ნე­ბა­რე ახა­ლი ზო­ო­პარ­კის პრო­ექ­ტის ერთ-ერთი სა­ვა­რა­უ­დო დი­ზა­ი­ნი, რო­გორც ეს ვებ-გვერდ proctorandmatthews.com-ზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი, ექვს მსხვილ ცხო­ველ­თა კო­ლექ­ტი­ურ ზო­ნას მო­ი­ცავს, რომ­ლებ­საც მშე­ნებ­ლო­ბის ცალ­კე­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა ექ­ნე­ბა. სა­ი­ტის ინ­ფო­რა­ცი­ით, ეს ჯგუ­ფუ­რი გა­რე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ერ­თო გე­ო­ლო­გი­უ­რი მი­წის ნი­ა­და­გით. თი­თო­ე­უ­ლი ზონა აგ­რეთ­ვე ხა­სი­ათ­დე­ბა ოთხი ბუ­ნებ­რი­ვი ელე­მენ­ტით: წყა­ლი, ჰა­ე­რი, მიწა და ცე­ცხლი - "მსოფ­ლი­ოს ნედ­ლი ტყე­ე­ბი" (წყა­ლი), "ვე­ლუ­რი ევ­რო­პა" (ჰა­ე­რი), "აფ­რი­კუ­ლი სა­ვა­ნა და აზი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი" (მიწა) და სა­ბო­ლო­ოდ, "ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა" (იე­ლო­უს­ტო­უ­ნის პარ­კი) და "ავ­სტრა­ლი­უ­რი ბუჩ­ქე­ბით და­ფა­რუ­ლი მიწა" (ცე­ცხლი).

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო დი­ზა­ი­ნი ეკუთ­ვნის "Proctor and Matthews"-ის თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის­თვის გა­მარ­თუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­ზა­ი­ნის კონ­კურ­სში მიწ­ვე­ულ წევ­რებს. თუმ­ცა სა­იტ­ზე არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, ვისი დაკ­ვე­თი­თაა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი.

"პრო­ექ­ტის დი­ზა­ი­ნი შექ­მნი­ლია ისე, რომ მიმ­ზიდ­ვე­ლი იყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო პუბ­ლი­კის­თვის და მო­ი­ზი­დოს მნახ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შეძ­ლე­ბენ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბას, სა­უბ­რე­ბის გა­მარ­თვას და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას. რო­დე­საც დას­რულ­დე­ბა თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის მშე­ნებ­ლო­ბა, ის იქ­ნე­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ზო­ო­პარ­კი მსოფ­ლი­ო­ში და გახ­დე­ბა წამ­ყვა­ნი ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ატ­რაქ­ცი­ო­ნი ევ­რა­ზი­ულ კონ­ტი­ნენტზე. ის შეძ­ლებს მო­ი­ზი­დოს 1.5 მი­ლი­ონ მნახ­ველ­ზე მეტი წე­ლი­წად­ში.

თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი გახ­დე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნის ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ატ­რაქ­ცი­ო­ნი და გა­ნუდ­გე­ბა 20-ე სა­უ­კუ­ნის დრო­მორჭ­მულ ზო­ო­პარ­კებს. თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში იქ­ნე­ბა უბა­რი­ე­რო გა­რე­მო და შე­იქ­მნე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტო თე­მა­ტუ­რი ლან­დშაფ­ტე­ბი, რო­მე­ლიც მნახ­ველს მი­ა­ნი­ჭებს წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს და ამას­თან შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს ყვე­ლა ჯი­შის ბი­ნად­რის­თვის სა­ჭი­რო გა­რე­მოს.

ეჭვგა­რე­შეა ფაქ­ტი, რომ რო­დე­საც დას­რულ­დე­ბა ზო­ო­პარ­კის მშე­ნებ­ლო­ბა, ის გახ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის ად­გი­ლი. ოჯა­ხებს შე­ეძ­ლე­ბათ დარ­ჩე­ნა სა­შუ­ა­ლოდ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამის­თვის შე­იქ­მნე­ბა მრა­ვა­ლი ხის სახ­ლი, თე­მა­ტუ­რი სას­ტუმ­რო­ე­ბი. სას­ტუმ­რო­ე­ბი აგ­რეთ­ვე სა­ჭი­როა ზო­ო­ლო­გი­უ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის დე­ლე­გა­ტე­ბის მო­სა­ზი­დად და გა­რე­მოს დაც­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მი­სა­პყრო­ბად", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­იტ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

როგორი იქნება თბილისის ახალი ზოოპარკი და რა განთავსდება ძველ ტერიტორიაზე (+4 ფოტო)

როგორი იქნება თბილისის ახალი ზოოპარკი და რა განთავსდება ძველ ტერიტორიაზე (+4 ფოტო)

თბილისის მერიის ინიციატივით, ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა, - ამის შესახებ თბილისი მერმა დავით ნარმანიამ, ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "ბიზნეს კონტაქტში " საუბრისას განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა აღნიშნული ინიციატივის ჩამოყალიბების მიზეზებსა და იმ პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც რეკრეაციული ზონების განვითარებასა და გაფართოებას შეუწყობს ხელს.

"მას შემდეგ, რაც თბილისში გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით ახალი გზის გაჭრა მოხდა, იქ დაირღვა ეკოლოგიური მდგომარეობა. მდინარე ვერე მოექცა ხიდის ქვეშ, გაიჩეხა ხეები და ეკოლოგიური თვალსაზრისით, დამატებითი პრობლემები გაჩნდა. პრობლემები გაუჩნდათ ზოოპარკის მობინადრეებსაც. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მონახაზი, რომ ზოოპარკი გადავიტანოთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხოლო ზოოპარკის ძველ ტერიტორიაზე დამატებითი რეკრეაციული ზონა შევქმნათ და გავაფართოოთ", - აღნიშნა თბილისის მერმა და დასძინა, რომ მერიის სურვილია, ზოოპარკისა და მზიურის ტერიტორიის ერთმანეთთთან დაკავშირება საფეხმავლო ესტაკადით, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია.

"დაირგვება დამატებითი ხეები, რათა ერთიანი სივრცე შეიქმნას და გარდა ამისა, გაკეთდება თანამედროვე ხმაურდამცავი მოწყობილობები, რითაც ხელს შევუწყობთ რეკრეაციული ზონების დაცვას, განვითარებასა და გაფართოებას," - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის ზღვის პირას მშენებარე ახალი ზოოპარკის პროექტის ერთ-ერთი სავარაუდო დიზაინი, როგორც ეს ვებ-გვერდ proctorandmatthews.com-ზეა აღნიშნული, ექვს მსხვილ ცხოველთა კოლექტიურ ზონას მოიცავს, რომლებსაც მშენებლობის ცალკეული სტრუქტურა ექნება. საიტის ინფორაციით, ეს ჯგუფური გარემო გაერთიანებულია საერთო გეოლოგიური მიწის ნიადაგით. თითოეული ზონა აგრეთვე ხასიათდება ოთხი ბუნებრივი ელემენტით: წყალი, ჰაერი, მიწა და ცეცხლი - "მსოფლიოს ნედლი ტყეები" (წყალი), "ველური ევროპა" (ჰაერი), "აფრიკული სავანა და აზიური ნაბიჯები" (მიწა) და საბოლოოდ, "ჩრდილოეთ ამერიკა" (იელოუსტოუნის პარკი) და "ავსტრალიური ბუჩქებით დაფარული მიწა" (ცეცხლი).

აღნიშნული სავარაუდო დიზაინი ეკუთვნის "Proctor and Matthews"-ის თბილისის ზოოპარკისთვის გამართული საერთაშორისო დიზაინის კონკურსში მიწვეულ წევრებს. თუმცა საიტზე არ არის მითითებული, ვისი დაკვეთითაა შესრულებული პროექტი.

"პროექტის დიზაინი შექმნილია ისე, რომ მიმზიდველი იყოს საერთაშორისო პუბლიკისთვის და მოიზიდოს მნახველები, რომლებიც შეძლებენ კვლევის ჩატარებას, საუბრების გამართვას და განათლების მიღებას. როდესაც დასრულდება თბილისის ზოოპარკის მშენებლობა, ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზოოპარკი მსოფლიოში და გახდება წამყვანი ველური ბუნების ატრაქციონი ევრაზიულ კონტინენტზე. ის შეძლებს მოიზიდოს 1.5 მილიონ მნახველზე მეტი წელიწადში.

თბილისის ზოოპარკი გახდება 21-ე საუკუნის ველური ბუნების ატრაქციონი და განუდგება 20-ე საუკუნის დრომორჭმულ ზოოპარკებს. თბილისის ზოოპარკში იქნება უბარიერო გარემო და შეიქმნება უპრეცედენტო თემატური ლანდშაფტები, რომელიც მნახველს მიანიჭებს წარუშლელ შთაბეჭდილებებს და ამასთან შეინარჩუნებს ყველა ჯიშის ბინადრისთვის საჭირო გარემოს.

ეჭვგარეშეა ფაქტი, რომ როდესაც დასრულდება ზოოპარკის მშენებლობა, ის გახდება ევროპული სტანდარტების ადგილი. ოჯახებს შეეძლებათ დარჩენა საშუალოდ ერთი კვირის განმავლობაში. ამისთვის შეიქმნება მრავალი ხის სახლი, თემატური სასტუმროები. სასტუმროები აგრეთვე საჭიროა ზოოლოგიური კონფერენციების დელეგატების მოსაზიდად და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული მეცნიერების ყურადღების მისაპყრობად", - აღნიშნულია საიტზე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია