სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალიების შემოსევა სიღნაღში - მავნებელი ვაზს მასობრივად ანადგურებს
კალიების შემოსევა სიღნაღში - მავნებელი ვაზს მასობრივად ანადგურებს

"სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გა­მო­ტა­ნი­ლი სეს­ხით, 9 ჰექ­ტარ­ზე 27 000 ძირი ახა­ლი ვაზი მქონ­და ჩაყ­რი­ლი. არ­ცერ­თი აღარ არის. კა­ლი­ებ­მა ნარ­გა­ვე­ბი 100% გა­ა­ნად­გუ­რეს. მსხმო­ი­ა­რე ვე­ნახს რაც შე­ე­ხე­ბა, ჰექ­ტარ­ზე 8-10 ტონა ყუ­რძენს ვე­ლო­დე­ბო­დი. ახლა 1-1,5 ტო­ნას ან მი­ვი­ღებ, ან - არა. ფო­თო­ლი რომ აღარ დარ­ჩა, ღე­რო­ებს და ყუ­რძენს ანად­გუ­რე­ბენ", - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მა­ჩხა­ან­ში მცხოვ­რებ­მა ზუ­რაბ ქე­მაშ­ვილ­მა.

იტა­ლი­უ­რი კა­ლია გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში მავ­ნე­ბე­ლია და ძი­რი­თა­დად აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ნარ­გა­ვებს იტა­ლი­უ­რი კა­ლი­ის წი­ნა­აღ­მდეგ წამ­ლავს, თუმ­ცა სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მა­ჩხა­ან­ში გლე­ხე­ბი და ფერ­მე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კა­ლი­ის გა­ნად­გუ­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

"რომ შე­წამ­ლეს იმ მო­მენ­ტში, ცოტა შემ­ცირ­და, მაგ­რამ ეტყო­ბა ისევ ცო­ცხლდე­ბი­ან. მე­ო­რედ რომ მი­ვე­დი, ისევ ისე იყ­ვნენ მო­დე­ბუ­ლე­ბი", - ამ­ბობს ქვე­მო მა­ჩხა­ა­ნის მკვიდ­რი ოთარ ბო­ლაშ­ვი­ლი.

ნუგ­ზარ პა­პუ­აშ­ვი­ლი 30 წე­ლია ვე­ნახს უვ­ლის და ყო­ველ­წლი­უ­რად 2.5 ტონა ყუ­რძნის მო­სა­ვალს იღებს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ამ რა­ო­დე­ნო­ბით კა­ლი­ე­ბი სო­ფელ­ში არას­დროს გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, კა­ლი­ე­ბი არა მხო­ლოდ ყუ­რძენს, არა­მედ ვაზ­საც ანად­გუ­რე­ბენ. მავ­ნე­ბელ­მა ალუ­ჩის ბა­ღიც შე­ჭა­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

კალიების შემოსევა სიღნაღში - მავნებელი ვაზს მასობრივად ანადგურებს

კალიების შემოსევა სიღნაღში - მავნებელი ვაზს მასობრივად ანადგურებს

"სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოტანილი სესხით, 9 ჰექტარზე 27 000 ძირი ახალი ვაზი მქონდა ჩაყრილი. არცერთი აღარ არის. კალიებმა ნარგავები 100% გაანადგურეს. მსხმოიარე ვენახს რაც შეეხება, ჰექტარზე 8-10 ტონა ყურძენს ველოდებოდი. ახლა 1-1,5 ტონას ან მივიღებ, ან - არა. ფოთოლი რომ აღარ დარჩა, ღეროებს და ყურძენს ანადგურებენ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში მცხოვრებმა ზურაბ ქემაშვილმა.

იტალიური კალია განსაკუთრებით საშიში მავნებელია და ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. სურსათის ეროვნული სააგენტო ნარგავებს იტალიური კალიის წინააღმდეგ წამლავს, თუმცა სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში გლეხები და ფერმერები ამბობენ, რომ კალიის განადგურება ვერ მოხერხდა.

"რომ შეწამლეს იმ მომენტში, ცოტა შემცირდა, მაგრამ ეტყობა ისევ ცოცხლდებიან. მეორედ რომ მივედი, ისევ ისე იყვნენ მოდებულები", - ამბობს ქვემო მაჩხაანის მკვიდრი ოთარ ბოლაშვილი.

ნუგზარ პაპუაშვილი 30 წელია ვენახს უვლის და ყოველწლიურად 2.5 ტონა ყურძნის მოსავალს იღებს. როგორც თავად ამბობს, ამ რაოდენობით კალიები სოფელში არასდროს გავრცელებულა. პაპუაშვილის თქმით, კალიები არა მხოლოდ ყურძენს, არამედ ვაზსაც ანადგურებენ. მავნებელმა ალუჩის ბაღიც შეჭამა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა