პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოძიების გარეშე ადამიანების დადანაშაულება მისი სტილია - ნატა მურვანიძე სააკაშვილის განცხადებაზე
გამოძიების გარეშე ადამიანების დადანაშაულება მისი სტილია - ნატა მურვანიძე სააკაშვილის განცხადებაზე

მსა­ხი­ო­ბი ნატა მურ­ვა­ნი­ძე ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ვერ­სი­ებს და ექს-პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"როცა კიწ­მა­რიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას რუს­თა­ვი-2ის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის სურ­ვი­ლით ასა­ბუ­თე­ბენ და სა­ა­კაშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის­კენ იშ­ვერს ხელს, უნებ­ლი­ედ "იმე­დი" და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი მახ­სენ­დე­ბა. Каждый судит в меру своей испорченности. ეს არ გა­მახ­სენ­დე­ბო­და რომ არა ექს-პრე­ზი­დენ­ტის სრუ­ლი­ად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო გან­ცხა­დე­ბა. პრინ­ციპ­ში ხე­ლის და­დე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა მისი სტი­ლია. სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა არ და­ად­გენს მი­ზეზს ნე­ბის­მი­ერ ეჭვს აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ არა პირ­ვე­ლი და ექს-პირ­ვე­ლე­ბის­გან.

ერთი-ორი ჩემი აქა­უ­რი "ფრენ­დის" და არა­მე­გობ­რის, ფა­მი­ლი­ა­რულ და ზრდი­ლო­ბა­ახ­დილ კო­მენ­ტარს პა­სუ­ხის გა­რე­შე დავ­ტო­ვებ" - წერს ნატა მურ­ვა­ნი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტმა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ისა­უბ­რა. ამ კონ­ტექ­სტში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მას შემ­დეგ რაც ის სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და, "რუს­თა­ვი 2" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­და­პი­რი სა­მიზ­ნეა, რაც ყო­ფილ პრე­მი­ერს მის­თვის არა­ერ­თხელ უთ­ქვამს პი­რის­პირ სა­უბ­რი­სას: "ის რომ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი ამ პრო­ცესს არ ეთან­ხმე­ბო­და და ერო­სის სი­ცოც­ლის პი­რო­ბებ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წა­ღე­ბა საკ­მა­ოდ გარ­თულ­დე­ბო­და, ცხა­დია." - გან­ცხა­და ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში ჩარ­თვი­სას სა­ა­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

გამოძიების გარეშე ადამიანების დადანაშაულება მისი სტილია - ნატა მურვანიძე სააკაშვილის განცხადებაზე

გამოძიების გარეშე ადამიანების დადანაშაულება მისი სტილია - ნატა მურვანიძე სააკაშვილის განცხადებაზე

მსახიობი ნატა მურვანიძე ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ ვერსიებს და ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"როცა კიწმარიშვილის მკვლელობას რუსთავი-2ის ხელში ჩაგდების სურვილით ასაბუთებენ და სააკაშვილი ივანიშვილისკენ იშვერს ხელს, უნებლიედ "იმედი" და პატარკაციშვილი მახსენდება. Каждый судит в меру своей испорченности. ეს არ გამახსენდებოდა რომ არა ექს-პრეზიდენტის სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება. პრინციპში ხელის დადება და გამოძიების გარეშე ადამიანების დადანაშაულება მისი სტილია. სანამ გამოძიება არ დაადგენს მიზეზს ნებისმიერ ეჭვს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ არა პირველი და ექს-პირველებისგან.

ერთი-ორი ჩემი აქაური "ფრენდის" და არამეგობრის, ფამილიარულ და ზრდილობაახდილ კომენტარს პასუხის გარეშე დავტოვებ" - წერს ნატა მურვანიძე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ის საქართველოდან წავიდა, "რუსთავი 2" ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი სამიზნეა, რაც ყოფილ პრემიერს მისთვის არაერთხელ უთქვამს პირისპირ საუბრისას: "ის რომ ეროსი კიწმარიშვილი ამ პროცესს არ ეთანხმებოდა და ეროსის სიცოცლის პირობებში ტელეკომპანიის წაღება საკმაოდ გართულდებოდა, ცხადია." - განცხადა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ჩართვისას სააკაშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"