Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასდროს მითქვამს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის შვილიშვილი ვიყავი"
"არასდროს მითქვამს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის შვილიშვილი ვიყავი"

1932 წელს, რო­დე­საც სამ­ღვდე­ლო­ე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძე გა­მო­არ­ჩია, ქვე­ყა­ნა დიდ გან­საც­დელ­ში იყო. საბ­ჭო­თა რე­ჟიმს ვერც პატ­რი­არ­ქის ოჯა­ხი გა­და­ურ­ჩა (უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი გა­და­უ­სახ­ლეს). მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მწყემსმთა­ვა­რი სუ­ლი­ერ შვი­ლებს მო­მავ­ლის იმედს უღ­ვი­ვებ­და და ერს გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და... მისი ღვაწ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში დი­დია. ამა­ზე ბევ­რი თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა, თუმ­ცა ამ სტა­ტი­ით სულ სხვა­ნა­ირ კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძეს გა­იც­ნობთ...

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე და­წე­რილ ან­დერ­ძში უწ­მინ­დეს­მა სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს და­უ­ტო­ვა. პი­რა­დი ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი კი დღემ­დე მისი ერთ-ერთი შვი­ლიშ­ვი­ლის, ნიცა ხუ­ციშ­ვი­ლის ოჯახ­ში ინა­ხე­ბა... სა­და­ფით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი სპი­ლოს­ძვლის წიგ­ნის სა­ნიშ­ნე, ქა­ღალ­დის საჭ­რე­ლი მო­სე­ვა­დე­ბუ­ლი ვერ­ცხლის დანა წარ­წე­რით "კავ­კაზ", ქარ­ვის კრი­ა­ლო­სა­ნი, მთვა­რის ქვის"კვერ­ცხი, კვერ­ცხის ჩა­სა­დე­ბი ფა­ი­ფუ­რის ჭიქა, ვერ­ცხლის მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი ლან­გა­რი და სა­ა­თი, რო­მე­ლიც უწ­მინ­დესს ყო­ველ­თვის გუ­ლის ჯი­ბე­ში ჰქონ­და...

პაპა-შვი­ლიშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი პირ­ვე­ლად "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" იბეჭ­დე­ბა.

უკა­ნას­კნე­ლი სა­ჩუ­ქა­რი

ნიცა ხუ­ციშ­ვი­ლი კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლის, მე­ლა­ნი­ას (მე­ლი­ტას) შვი­ლია. 16 წლის იყო, პაპა რომ გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის პი­რა­დი ნივ­თე­ბი დე­დის­გან ერგო. ყვე­ლა მათ­გა­ნი მის­თვის შე­უ­ფა­სე­ბე­ლი და ძვირ­ფა­სია, ერთი გან­სა­კუთ­რე­ბით - პა­პის უკა­ნას­კნე­ლი სა­ჩუ­ქა­რი მთვა­რის ქვის"კვერ­ცხი.

- პაპა 3 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა. მის­მა შვი­ლებ­მა და შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა მას­თან, სა­პატ­რი­არ­ქო­ში, 27 იან­ვარს ნი­ნო­ო­ბა აღ­ვნიშ­ნეთ. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ რომ მი­ვე­დი, ლო­გინ­ში იწვა. ტრა­დი­ცი­უ­ლად ხელ­ზე ვემ­თხვიე. თა­რო­ზე იდო ულა­მა­ზე­სი მთვა­რის ქვის კვერ­ცხი. მას­ზე გა­მიშ­ტერ­და თვა­ლი. რა თქმა უნდა, პა­პას ეს არ გა­მოჰ­პარ­ვია და მკი­თხა, - მოგ­წონ­სო? ხმა ვერ ამო­ვი­ღე... აიღე, სა­მახ­სოვ­როდ გქონ­დე­სო. ძა­ლი­ან მო­მე­რი­და და ისე წა­მო­ვე­დი, სა­ჩუ­ქა­რი არ წა­მო­მი­ღია. მე­ო­რე დღეს დე­დამ მო­მი­ტა­ნა, - უწ­მინ­დეს­მა შენ­თან გა­მო­მა­ტა­ნაო. ეს სა­ჩუ­ქა­რი, მის სხვა ნივ­თებ­თან ერ­თად, ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. ეს ვერ­ცხლის დანა ყო­ველ­თვის სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე ედო. ქარ­ვის კრი­ა­ლო­სა­ნი მის ხელ­ში არ მახ­სოვს, მაგ­რამ ფო­ტო­ებ­ში თით­ქმის ყო­ველ­თვის უკა­ვია. ამ სა­ათს მუ­დამ გუ­ლის ჯი­ბით ატა­რებ­და. ეს კვერ­ცხის ჩა­სა­დე­ბი ჭიქა და ლამ­ბა­ქი მისი ნახ­მა­რია, სპი­ლოს ძვლის წიგ­ნის სა­ნიშ­ნეც.

- მისი სა­მო­სიც ალ­ბათ თქვენ დაგ­რჩათ.

- ნა­წი­ლი კი, მაგ­რამ ისე­თი გა­ჭირ­ვე­ბა იყო, რომ დე­და­ჩე­მი და დე­ი­და­ჩე­მი ბავ­შვებს მის­გან ტან­საც­მელს გვი­კე­რავ­დნენ.

კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძის მე­უღ­ლის პი­რა­დი ნივ­თე­ბი

ხუ­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში ინა­ხე­ბა კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძის მე­უღ­ლის, ოტი­ლია ტო­მა­სის სამ­კა­უ­ლე­ბის მოწ­ნუ­ლი ზარ­დახ­შა, რო­მე­ლიც შიგ­ნი­დან ყვი­თე­ლი და ლურ­ჯი ატ­ლა­სით არის გა­წყო­ბი­ლი. ასე­ვე თავ­სა­ბუ­რა­ვის გა­სა­ფორ­მე­ბე­ლი ხა­ვერ­დის ყვა­ვი­ლე­ბი და შავი გე­დის ბუმ­ბუ­ლი.

ოტი­ლია ტო­მა­სი კი­ევ­ში გა­იც­ნო, მე­გო­ბარ­თან ერ­თად სე­ირ­ნო­ბი­სას. ყმაწ­ვილ კა­ლის­ტრა­ტეს მე­გობ­რის­თვის უთ­ქვამს, - ეს ქა­ლიშ­ვი­ლი ჩემი მე­უღ­ლე გახ­დე­ბაო. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს კა­ლის­ტრა­ტე თა­ვის­მა პრო­ფე­სორ­მა შინ და­პა­ტი­ჟა.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"არასდროს მითქვამს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის შვილიშვილი ვიყავი"

"არასდროს მითქვამს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის შვილიშვილი ვიყავი"

1932 წელს, როდესაც სამღვდელოებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კალისტრატე ცინცაძე გამოარჩია, ქვეყანა დიდ განსაცდელში იყო. საბჭოთა რეჟიმს ვერც პატრიარქის ოჯახი გადაურჩა (უფროსი ქალიშვილი გადაუსახლეს). მიუხედავად ყველაფრისა, ქართული ეკლესიის მწყემსმთავარი სულიერ შვილებს მომავლის იმედს უღვივებდა და ერს გაძლიერებისკენ მოუწოდებდა... მისი ღვაწლი საქართველოს ისტორიაში დიდია. ამაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, თუმცა ამ სტატიით სულ სხვანაირ კალისტრატე ცინცაძეს გაიცნობთ...

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერილ ანდერძში უწმინდესმა საკუთარი ქონება საქართველოს საპატრიარქოს დაუტოვა. პირადი ნივთების ნაწილი კი დღემდე მისი ერთ-ერთი შვილიშვილის, ნიცა ხუციშვილის ოჯახში ინახება... სადაფით დამშვენებული სპილოსძვლის წიგნის სანიშნე, ქაღალდის საჭრელი მოსევადებული ვერცხლის დანა წარწერით "კავკაზ", ქარვის კრიალოსანი, მთვარის ქვის"კვერცხი, კვერცხის ჩასადები ფაიფურის ჭიქა, ვერცხლის მოჩუქურთმებული ლანგარი და საათი, რომელიც უწმინდესს ყოველთვის გულის ჯიბეში ჰქონდა...

პაპა-შვილიშვილის ურთიერთობის უცნობი დეტალები პირველად "კვირის პალიტრაში" იბეჭდება.

უკანასკნელი საჩუქარი

ნიცა ხუციშვილი კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილის, მელანიას (მელიტას) შვილია. 16 წლის იყო, პაპა რომ გარდაიცვალა. საქართველოს პატრიარქის პირადი ნივთები დედისგან ერგო. ყველა მათგანი მისთვის შეუფასებელი და ძვირფასია, ერთი განსაკუთრებით - პაპის უკანასკნელი საჩუქარი მთვარის ქვის"კვერცხი.

- პაპა 3 თებერვალს გარდაიცვალა. მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა მასთან, საპატრიარქოში, 27 იანვარს ნინოობა აღვნიშნეთ. რამდენიმე დღის შემდეგ რომ მივედი, ლოგინში იწვა. ტრადიციულად ხელზე ვემთხვიე. თაროზე იდო ულამაზესი მთვარის ქვის კვერცხი. მასზე გამიშტერდა თვალი. რა თქმა უნდა, პაპას ეს არ გამოჰპარვია და მკითხა, - მოგწონსო? ხმა ვერ ამოვიღე... აიღე, სამახსოვროდ გქონდესო. ძალიან მომერიდა და ისე წამოვედი, საჩუქარი არ წამომიღია. მეორე დღეს დედამ მომიტანა, - უწმინდესმა შენთან გამომატანაო. ეს საჩუქარი, მის სხვა ნივთებთან ერთად, ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ეს ვერცხლის დანა ყოველთვის სამუშაო მაგიდაზე ედო. ქარვის კრიალოსანი მის ხელში არ მახსოვს, მაგრამ ფოტოებში თითქმის ყოველთვის უკავია. ამ საათს მუდამ გულის ჯიბით ატარებდა. ეს კვერცხის ჩასადები ჭიქა და ლამბაქი მისი ნახმარია, სპილოს ძვლის წიგნის სანიშნეც.

- მისი სამოსიც ალბათ თქვენ დაგრჩათ.

- ნაწილი კი, მაგრამ ისეთი გაჭირვება იყო, რომ დედაჩემი და დეიდაჩემი ბავშვებს მისგან ტანსაცმელს გვიკერავდნენ.

კალისტრატე ცინცაძის მეუღლის პირადი ნივთები

ხუციშვილების ოჯახში ინახება კალისტრატე ცინცაძის მეუღლის, ოტილია ტომასის სამკაულების მოწნული ზარდახშა, რომელიც შიგნიდან ყვითელი და ლურჯი ატლასით არის გაწყობილი. ასევე თავსაბურავის გასაფორმებელი ხავერდის ყვავილები და შავი გედის ბუმბული.

ოტილია ტომასი კიევში გაიცნო, მეგობართან ერთად სეირნობისას. ყმაწვილ კალისტრატეს მეგობრისთვის უთქვამს, - ეს ქალიშვილი ჩემი მეუღლე გახდებაო. ერთ მშვენიერ დღეს კალისტრატე თავისმა პროფესორმა შინ დაპატიჟა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია