Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭორ-მართალი სალომე ტეტიაშვილზე: "მილიონერი შეყვარებული არ მყავს"
ჭორ-მართალი სალომე ტეტიაშვილზე: "მილიონერი შეყვარებული არ მყავს"

"X-ფაქ­ტო­რის" და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, სა­ლო­მე ტე­ტი­აშ­ვი­ლი ზურა მო­სი­ა­ვას (რო­მე­ლიც ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლებს "ჯე­ოს­ტა­რი­დან" ემახ­სოვ­რე­ბა) ბენდთან თა­ნამ­შრომ­ლობს. თურ­მე, მის ცხოვ­რე­ბა­ში ინ­ტერ­ნეტ­მა გა­დამ­წყვე­ტი როლი შე­ას­რუ­ლა: ნი­ჭი­ერ გო­გო­ნას მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში რამ­დენ­ჯერ­მე არ გა­უ­მარ­თლა. მერე გა­და­წყვი­ტა, პე­და­გო­გი ჰყო­ლო­და, ემე­ცა­დი­ნა... ცხა­დია, ამას წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ერ­თმა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­მა ყვე­ლა­ფე­რი სა­სი­კე­თოდ შეც­ვა­ლა და წარ­მა­ტე­ბაც და­აჩ­ქა­რა...

- და­ახ­ლო­ე­ბით 8-9 თვის წინ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა - ბესო როს­ტი­აშ­ვილ­მა "იუ­თუბ­ზე" "ექა­უნ­თი" შექ­მნა. უბ­რა­ლოდ, მე­გობ­რე­ბის წრე­ში ვერ­თო­ბო­დი და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა შე­ვას­რუ­ლე. ბე­სომ ვი­დეო გა­და­მი­ღო და "იუ­თუბ­ზე" ისე ატ­ვირ­თა, ჩემ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს. არა­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემი ვი­დე­ო­ე­ბის გან­თავ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი, რად­გან სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ ზედ­მე­ტად კრი­ტი­კუ­ლად ვარ გან­წყო­ბი­ლი. თან, ხომ იცი, ხალ­ხი პირ­ველ რიგ­ში ნაკლს ეძებს... არ მსურ­და, ჩემ მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბი­ლიყ­ვნენ და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე გა­მო­ჩე­ნას ვე­რი­დე­ბო­დი. ბუ­ნებ­რი­ვია, უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბაა, როცა შენი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იქ­ცე­ვი­ან, მაგ­რამ ხალ­ხის­გან მი­ღე­ბუ­ლი და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ძა­ლი­ან მე­ა­მა. ამ­ჟა­მად და­ახ­ლო­ე­ბით, მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვა­რი "ნახ­ვა" აქვს... დღეს რა­საც წარ­მო­ვად­გენ, სწო­რედ ჩემი მე­გობ­რის - ბესო როს­ტი­აშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რის­თვი­საც მას დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. ინ­ტერ­ნეტ­ში ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად წა­რი­მარ­თა...

- ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე არც ერთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ იყა­ვი?

- მხო­ლოდ "ფე­ის­ბუკ­ზე", სა­დაც 2010 წელს დავ­რე­გის­ტრირ­დი. "ფე­ის­ბუ­კო­მა­ნი­ით" შე­პყრო­ბი­ლი არ ვარ. მგო­ნია, რომ სო­ცი­ა­ლურ­მა ქსე­ლებ­მა პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩა­ა­ნაც­ვლა. ქსელ­ში ბოღ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბის წა­კი­თხვას მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­რი­დე­ბი, რად­გან ეს სტრეს­ში მაგ­დებს.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რა მიზ­ნით და­რე­გის­ტრირ­დი?

- ერთ-ერთი სა­კონ­ტაქ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ქსელს ასე­ვე, გა­სარ­თო­ბად, სა­თა­მა­შოდ, სი­ახ­ლე­ე­ბის გა­საც­ნო­ბად ვი­ყე­ნებ.

- "ფე­ის­ბუ­კით" რა სიხ­ში­რით სარ­გებ­ლობ?

- ხში­რად ვსარ­გებ­ლობ, რად­გან ყო­ველ­დღე უამ­რავ შე­ტყო­ბი­ნე­ბას ვი­ღებ. ჩემ მი­მართ ხალ­ხი სიყ­ვა­რულს, სით­ბოს გა­მო­ხა­ტავს. ამას ყუ­რა­დღე­ბა რომ არ მი­აქ­ციო, ნორ­მა­ლუ­რი არ უნდა იყო. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ათას­ზე მეტი მე­სი­ჯი წა­მი­კი­თხავს და ყვე­ლა მათ­გა­ნის­თვის მი­პა­სუ­ხია. რამ­დენ­ჯერ­მე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ვერ მო­ვა­ხერ­ხე, რა­საც წე­რი­ლე­ბის ავ­ტო­რე­ბის­გან აგ­რე­სია მოჰ­ყვა, - თით­ქოს რა­ღაც "თავ­ში ამი­ვარ­და", პა­სუ­ხის გა­ცე­მას აღარ ვკად­რუ­ლობ და ა.შ. ამი­ტომ ვცდი­ლობ, ჩემ მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ყვე­ლას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის წი­ნა­შე ქედს ვიხ­რი, მი­ხა­რია, რომ მის­მე­ნენ და პა­ტივს მცე­მენ.

- "ფე­ის­ბუკ­ზე" ვინ­მეს­თან გი­კა­მა­თია?

- არა­სო­დეს, უფრო მე­ტიც - "ფე­ის­ბუკ­ზე" არც ერთი კო­მენ­ტა­რი არ და­მი­წე­რია.

- სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის სურ­ვი­ლი არ გიჩ­ნდე­ბა ხოლ­მე?

- არა (იცი­ნის). ამ სა­კი­თხში ცოტა უც­ნა­უ­რი ვარ. "სტა­ტუს­საც" კი იშ­ვი­ა­თად ვწერ. თით­ქოს ჩვე­ვად მექ­ცა: "სტა­ტუ­სის" ქვეშ რა­ღა­ცებს რომ მი­წე­რენ, ყვე­ლა­ფერს ვშლი. ბო­ლოს ჩემს "სტა­ტუს­საც" ვშლი ანუ იმ დრომ­დე "მი­დევს", რო­დემ­დეც სა­ჭი­როა. მა­გა­ლი­თად: თუკი რო­მე­ლი­მე გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად მი­მიწ­ვე­ვენ, ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­კის" პი­რად გვერ­დზე "ვა­ა­ნონ­სებ", გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ კი "პოსტს" ვშლი. კო­მენ­ტა­რებს რაც შე­ე­ხე­ბა: მირ­ჩევ­ნია, ადა­მი­ანს პი­რა­დად მივ­წე­რო (ჩემ მი­მართ აგ­რე­სი­ით გან­წყო­ბი­ლია თუ - სიყ­ვა­რუ­ლით, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს). კო­მენ­ტა­რე­ბი სა­ჯა­როა, ყვე­ლა ხე­დავს. რამე რომ "და­ვა­კო­მენ­ტა­რო", კი­დევ ვინ­მე და­წერს, შემ­დეგ პა­სუ­ხი უნდა გავ­ცე... ჩემ­თვის ეს მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლია.

- მას შემ­დეგ, რაც მე­ბომ "X-ფაქ­ტო­რი" და­ტო­ვა, შე­იქ­მნა ჯგუ­ფი - "და­აბ­რუ­ნეთ სა­ლო­მე ტე­ტი­აშ­ვი­ლი", თუმ­ცა, შენს "პოსტს" მოვ­კა­რი თვა­ლი, რო­მელ­შიც სოფი სა­ა­კაშ­ვილს გულ­შე­მატ­კივ­რობ­დი...

- მი­მაჩ­ნია, რომ პრო­ექ­ტში დარ­ჩე­ნილ კონ­კურ­სან­ტებს შო­რის, სო­ფის მსგავ­სად არა­ვინ მღე­რის. იმის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ ის ჩემი გუნ­დის წევ­რი იყო, მისი წარ­მა­ტე­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა...

- სა­კუ­თარ წარ­მა­ტე­ბა­ზე მე­ტად?

- ცხა­დია, ასე არ არის. სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რია: ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში პრო­ექ­ტი ვინც და­ტო­ვა, ის დაბ­რუნ­და. ამ ფაქტს არ გა­ვუ­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ვარ. რა თქმა უნდა, პრო­ექ­ტში დაბ­რუ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერს გა­ა­ხა­რებ­და, მაგ­რამ ვინც დაბ­რუნ­და, მას წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ!

- მე­ბოს მსგავ­სად, პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას შენ­თვის შერ­ჩე­უ­ლი რე­პერ­ტუ­ა­რით უკ­მა­ყო­ფი­ლო ხომ არ ყო­ფილ­ხარ?

- შე­იძ­ლე­ბა, პა­ტარ-პა­ტა­რა რა­ღა­ცე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო ვი­ყა­ვი, მაგ­რამ კონ­კურ­სში შენ რა მოგ­წონს და რა გინ­და, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, ის გა­ა­კე­თო, რა­საც მენ­ტო­რი, პრო­დი­უ­სინ­გის ჯგუ­ფი და­გა­ვა­ლებს. მა­გა­ლი­თად, სას­ცე­ნო სა­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხალ­ხმა ძლი­ერ გა­მაკ­რი­ტი­კა. არა­და, პრო­ექ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­ჭი­როდ ასე მი­იჩ­ნი­ეს. ალ­ბათ დის­კომ­ფორ­ტის გარ­კვე­უ­ლი შეგ­რძნე­ბა ყვე­ლა კონ­კურ­სანტს ჰქონ­და, მაგ­რამ როცა მსოფ­ლიო მას­შტა­ბის პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ, მის წე­სებს უნდა და­ე­მორ­ჩი­ლო.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რო­მან­ტი­კულ წე­რი­ლებს იღებ?

- ბევ­რს. მა­თაც ვპა­სუ­ხობ, მაგ­რამ წე­რი­ლე­ბის ავ­ტო­რებს ზედ­მე­ტად არ ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი. ძი­რი­თა­დად, "მად­ლო­ბის" მი­წე­რით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი. ლექ­სებ­საც მი­ძღვნი­ან, "გუ­ლებ­საც", ვი­დე­ორ­გო­ლებს და სა­სიყ­ვა­რუ­ლო სიმ­ღე­რებ­საც... როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, - შენი ფანი ვარ, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხა­რო, ეს დიდი სიმ­დიდ­რეა. ჩემ მი­მართ რა­ტომ­ღაც, კრი­ტი­კის დიდი "ტალ­ღა" არ "წა­მო­სუ­ლა", რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. გა­მი­მარ­თლა ან მსმე­ნელ­ზე ზედ­მეტ­მა გულ­წრფე­ლო­ბამ იმოქ­მე­და.

- უკ­მა­ყო­ფი­ლო ხარ, როცა შენი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. თით­ქოს ერ­თგვა­რი კომ­პლექ­სი გა­გიჩ­ნდა, რად­გან ხალ­ხის ნა­წი­ლი სა­კუ­თა­რი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა­ში გდებს ბრალს.

- როცა პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ, ბუ­ნებ­რი­ვია, ხალ­ხი შენი ცხოვ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა. როცა გა­და­ცე­მა­ში მიწ­ვე­ვენ და მე­კი­თხე­ბი­ან, - რო­გორ გა­ი­ზარ­დე, შენს ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბაო? - რე­ა­ლუ­რად რაც არის, იმას ვპა­სუ­ხობ. ცხა­დია, ერ­თსა და იმა­ვეს მოვ­ყვე­ბი - აბა, ხომ არ მო­ვი­გო­ნებ, რომ მა­გა­ლი­თად, 3-სარ­თუ­ლი­ან ვი­ლა­ში ვცხოვ­რობ და და-ძმა მყავს?! გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი ამ­ბე­ბი ხალ­ხზე ხში­რად მოქ­მე­დებს. ალ­ბათ ამი­ტო­მაც იფიქ­რეს, რომ ჩემი პი­რა­დი ამ­ბა­ვი პი­ა­რი იყო, რისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც პრო­ექ­ტში უნდა გა­მე­მარ­ჯვე­ბი­ნა. მე­დალს 2 მხა­რე აქვს: ნა­წი­ლობ­რივ კარ­გიც არის, "X-ფაქ­ტორს" რომ "გა­მო­ვე­თი­შე"... სა­ერ­თო ჯამ­ში, შე­დე­გით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. სუ­ლაც არ ვფიქ­რობ, რომ ჩემ­მა პი­რად­მა ამ­ბებ­მა კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. ადა­მი­ა­ნი თუ უნი­ჭოა, მას რო­გო­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლიც უნდა ჰქონ­დეს, ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებს... სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს ვცემ. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ პე­და­გო­გი არ მყო­ლია, და­მო­უ­კი­დებ­ლად ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი და ისიც არ ვი­ცო­დი, სწო­რად ვმღე­რო­დი თუ არა, ამ ფონ­ზე, მიღ­წე­უ­ლით კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

- გა­ღი­ზი­ან­დი, როცა ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტებ­ზე მა­მა­შე­ნის გვარ-სა­ხე­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდა. რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ არას­წო­რი იყო (იცი­ნის).

- ანუ მამა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სეხ­ნია არ არის?

- არა. რო­გორც შე­ვი­ტყვე, მა­მა­ჩემ­ზე ერთ-ერ­თმა ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მამ ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლი მი­ი­ღო. სა­ი­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან დავ­რე­კე და ვუ­თხა­რი, რომ მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნეს და სა­ი­ტი­დან "მო­ეხ­სნათ". იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას ათა­სი ჭორი მოჰ­ყვა - თით­ქოს მი­ლი­ო­ნე­რის შვი­ლი ვარ, უამ­რა­ვი ფული მაქვს და ა.შ. ზოგ სა­იტ­ზე ოლი­გარ­ქის შვი­ლი "ვი­ყა­ვი", ზო­გან - მისი სეხ­ნი­ის. მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია ბევ­რგან გან­თავ­სდა და ყველ­გან და­რეკ­ვას აზრი აღარ ჰქონ­და. უამ­რა­ვი ჭორ-მარ­თა­ლი იწე­რე­ბა. ტა­ლახს ათა­სი ადა­მი­ა­ნი გეს­ვრის. ყვე­ლას თუ გა­ე­კი­დე, მი­ზანს ვე­რა­სო­დეს მი­აღ­წევ. კი­დევ ერთი ჭორი შე­ვი­ტყვე: სა­ლო­მე ტე­ტი­აშ­ვილს მი­ლი­ო­ნე­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავს და "X-ფაქ­ტორ­ში" ის აფი­ნან­სებ­სო, მი­ლი­არ­დე­რი კი თურ­მე, ყო­ველ "ლა­ივ­ზე" დიდ თან­ხას "მი­რი­ცხავ­და"... კარ­გად და­ი­ნა­ხეს, ეს ჭო­რე­ბიც რო­გორ გა­მარ­თლდა და კონ­კურ­სში რო­გორ "მო­ვი­გე" (იღი­მის).

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჭორ-მართალი სალომე ტეტიაშვილზე: "მილიონერი შეყვარებული არ მყავს"

ჭორ-მართალი სალომე ტეტიაშვილზე: "მილიონერი შეყვარებული არ მყავს"

"X-ფაქტორის" დატოვების შემდეგ, სალომე ტეტიაშვილი ზურა მოსიავას (რომელიც ტელემაყურებლებს "ჯეოსტარიდან" ემახსოვრება) ბენდთან თანამშრომლობს. თურმე, მის ცხოვრებაში ინტერნეტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა: ნიჭიერ გოგონას მუსიკალურ პროექტში რამდენჯერმე არ გაუმართლა. მერე გადაწყვიტა, პედაგოგი ჰყოლოდა, ემეცადინა... ცხადია, ამას წლები დასჭირდებოდა, მაგრამ ერთმა ვიდეოჩანაწერმა ყველაფერი სასიკეთოდ შეცვალა და წარმატებაც დააჩქარა...

- დაახლოებით 8-9 თვის წინ ჩემმა მეგობარმა - ბესო როსტიაშვილმა "იუთუბზე" "ექაუნთი" შექმნა. უბრალოდ, მეგობრების წრეში ვერთობოდი და ქართული სიმღერა შევასრულე. ბესომ ვიდეო გადამიღო და "იუთუბზე" ისე ატვირთა, ჩემთვის არაფერი უთქვამს. არადა, სოციალურ ქსელში ჩემი ვიდეოების განთავსების წინააღმდეგი ვიყავი, რადგან საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად კრიტიკულად ვარ განწყობილი. თან, ხომ იცი, ხალხი პირველ რიგში ნაკლს ეძებს... არ მსურდა, ჩემ მიმართ აგრესიულად განწყობილიყვნენ და ფართო საზოგადოების წინაშე გამოჩენას ვერიდებოდი. ბუნებრივია, უსიამოვნო შეგრძნებაა, როცა შენი სურვილის საწინააღმდეგოდ იქცევიან, მაგრამ ხალხისგან მიღებული დადებითი შეფასება და სიყვარული ძალიან მეამა. ამჟამად დაახლოებით, მილიონ-ნახევარი "ნახვა" აქვს... დღეს რასაც წარმოვადგენ, სწორედ ჩემი მეგობრის - ბესო როსტიაშვილის დამსახურებაა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. ინტერნეტში ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად წარიმართა...

- ვიდეოს გამოქვეყნებამდე არც ერთ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული არ იყავი?

- მხოლოდ "ფეისბუკზე", სადაც 2010 წელს დავრეგისტრირდი. "ფეისბუკომანიით" შეპყრობილი არ ვარ. მგონია, რომ სოციალურმა ქსელებმა პირადი ურთიერთობები ჩაანაცვლა. ქსელში ბოღმიანი ადამიანების კომენტარების წაკითხვას მაქსიმალურად ვერიდები, რადგან ეს სტრესში მაგდებს.

- სოციალურ ქსელში რა მიზნით დარეგისტრირდი?

- ერთ-ერთი საკონტაქტო საშუალებაა. ქსელს ასევე, გასართობად, სათამაშოდ, სიახლეების გასაცნობად ვიყენებ.

- "ფეისბუკით" რა სიხშირით სარგებლობ?

- ხშირად ვსარგებლობ, რადგან ყოველდღე უამრავ შეტყობინებას ვიღებ. ჩემ მიმართ ხალხი სიყვარულს, სითბოს გამოხატავს. ამას ყურადღება რომ არ მიაქციო, ნორმალური არ უნდა იყო. ყოფილა შემთხვევა, როცა ათასზე მეტი მესიჯი წამიკითხავს და ყველა მათგანისთვის მიპასუხია. რამდენჯერმე პასუხის გაცემა ვერ მოვახერხე, რასაც წერილების ავტორებისგან აგრესია მოჰყვა, - თითქოს რაღაც "თავში ამივარდა", პასუხის გაცემას აღარ ვკადრულობ და ა.შ. ამიტომ ვცდილობ, ჩემ მიმართ გამოხატული სიყვარულისთვის ყველას მადლობა გადავუხადო. გულშემატკივრების წინაშე ქედს ვიხრი, მიხარია, რომ მისმენენ და პატივს მცემენ.

- "ფეისბუკზე" ვინმესთან გიკამათია?

- არასოდეს, უფრო მეტიც - "ფეისბუკზე" არც ერთი კომენტარი არ დამიწერია.

- საკუთარი აზრის გამოხატვის სურვილი არ გიჩნდება ხოლმე?

- არა (იცინის). ამ საკითხში ცოტა უცნაური ვარ. "სტატუსსაც" კი იშვიათად ვწერ. თითქოს ჩვევად მექცა: "სტატუსის" ქვეშ რაღაცებს რომ მიწერენ, ყველაფერს ვშლი. ბოლოს ჩემს "სტატუსსაც" ვშლი ანუ იმ დრომდე "მიდევს", როდემდეც საჭიროა. მაგალითად: თუკი რომელიმე გადაცემაში სტუმრად მიმიწვევენ, ამის შესახებ "ფეისბუკის" პირად გვერდზე "ვაანონსებ", გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ კი "პოსტს" ვშლი. კომენტარებს რაც შეეხება: მირჩევნია, ადამიანს პირადად მივწერო (ჩემ მიმართ აგრესიით განწყობილია თუ - სიყვარულით, ამას მნიშვნელობა არ აქვს). კომენტარები საჯაროა, ყველა ხედავს. რამე რომ "დავაკომენტარო", კიდევ ვინმე დაწერს, შემდეგ პასუხი უნდა გავცე... ჩემთვის ეს მოსაბეზრებელია.

- მას შემდეგ, რაც მებომ "X-ფაქტორი" დატოვა, შეიქმნა ჯგუფი - "დააბრუნეთ სალომე ტეტიაშვილი", თუმცა, შენს "პოსტს" მოვკარი თვალი, რომელშიც სოფი სააკაშვილს გულშემატკივრობდი...

- მიმაჩნია, რომ პროექტში დარჩენილ კონკურსანტებს შორის, სოფის მსგავსად არავინ მღერის. იმის საფუძველზე, რომ ის ჩემი გუნდის წევრი იყო, მისი წარმატება ძალიან გამიხარდება...

- საკუთარ წარმატებაზე მეტად?

- ცხადია, ასე არ არის. სავსებით ლოგიკურია: ნახევარფინალში პროექტი ვინც დატოვა, ის დაბრუნდა. ამ ფაქტს არ გავუღიზიანებივარ. რა თქმა უნდა, პროექტში დაბრუნება ნებისმიერს გაახარებდა, მაგრამ ვინც დაბრუნდა, მას წარმატებას ვუსურვებ!

- მებოს მსგავსად, პროექტში მონაწილეობისას შენთვის შერჩეული რეპერტუარით უკმაყოფილო ხომ არ ყოფილხარ?

- შეიძლება, პატარ-პატარა რაღაცებით უკმაყოფილო ვიყავი, მაგრამ კონკურსში შენ რა მოგწონს და რა გინდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვალდებული ხარ, ის გააკეთო, რასაც მენტორი, პროდიუსინგის ჯგუფი დაგავალებს. მაგალითად, სასცენო სამოსთან დაკავშირებით, ხალხმა ძლიერ გამაკრიტიკა. არადა, პროექტის წარმომადგენლებმა საჭიროდ ასე მიიჩნიეს. ალბათ დისკომფორტის გარკვეული შეგრძნება ყველა კონკურსანტს ჰქონდა, მაგრამ როცა მსოფლიო მასშტაბის პროექტში მონაწილეობ, მის წესებს უნდა დაემორჩილო.

- სოციალურ ქსელში რომანტიკულ წერილებს იღებ?

- ბევრს. მათაც ვპასუხობ, მაგრამ წერილების ავტორებს ზედმეტად არ ვეკონტაქტები. ძირითადად, "მადლობის" მიწერით შემოვიფარგლები. ლექსებსაც მიძღვნიან, "გულებსაც", ვიდეორგოლებს და სასიყვარულო სიმღერებსაც... როცა მეუბნებიან, - შენი ფანი ვარ, ძალიან მიყვარხარო, ეს დიდი სიმდიდრეა. ჩემ მიმართ რატომღაც, კრიტიკის დიდი "ტალღა" არ "წამოსულა", რაც ძალიან მახარებს. გამიმართლა ან მსმენელზე ზედმეტმა გულწრფელობამ იმოქმედა.

- უკმაყოფილო ხარ, როცა შენი პირადი ცხოვრებით ინტერესდებიან. თითქოს ერთგვარი კომპლექსი გაგიჩნდა, რადგან ხალხის ნაწილი საკუთარი პირადი ცხოვრებით მანიპულირებაში გდებს ბრალს.

- როცა პოპულარული ხარ, ბუნებრივია, ხალხი შენი ცხოვრებით დაინტერესდება. როცა გადაცემაში მიწვევენ და მეკითხებიან, - როგორ გაიზარდე, შენს ცხოვრებაში რა ხდებაო? - რეალურად რაც არის, იმას ვპასუხობ. ცხადია, ერთსა და იმავეს მოვყვები - აბა, ხომ არ მოვიგონებ, რომ მაგალითად, 3-სართულიან ვილაში ვცხოვრობ და და-ძმა მყავს?! გულისამაჩუყებელი ამბები ხალხზე ხშირად მოქმედებს. ალბათ ამიტომაც იფიქრეს, რომ ჩემი პირადი ამბავი პიარი იყო, რისი მეშვეობითაც პროექტში უნდა გამემარჯვებინა. მედალს 2 მხარე აქვს: ნაწილობრივ კარგიც არის, "X-ფაქტორს" რომ "გამოვეთიშე"... საერთო ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვარ. სულაც არ ვფიქრობ, რომ ჩემმა პირადმა ამბებმა კარიერულ წინსვლაზე გავლენა მოახდინა. ადამიანი თუ უნიჭოა, მას როგორი თავგადასავალიც უნდა ჰქონდეს, ვერაფერს გააკეთებს... საზოგადოების გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. თუ გავითვალისწინებთ, რომ პედაგოგი არ მყოლია, დამოუკიდებლად ვმეცადინეობდი და ისიც არ ვიცოდი, სწორად ვმღეროდი თუ არა, ამ ფონზე, მიღწეულით კმაყოფილი ვარ.

- გაღიზიანდი, როცა ინტერნეტსაიტებზე მამაშენის გვარ-სახელი გამოქვეყნდა. რატომ?

- იმიტომ, რომ არასწორი იყო (იცინის).

- ანუ მამა ბიძინა ივანიშვილის სეხნია არ არის?

- არა. როგორც შევიტყვე, მამაჩემზე ერთ-ერთმა ინტერნეტგამოცემამ ანონიმური წერილი მიიღო. საიტის წარმომადგენელთან დავრეკე და ვუთხარი, რომ მცდარი ინფორმაცია გამოაქვეყნეს და საიტიდან "მოეხსნათ". იმ ინფორმაციას ათასი ჭორი მოჰყვა - თითქოს მილიონერის შვილი ვარ, უამრავი ფული მაქვს და ა.შ. ზოგ საიტზე ოლიგარქის შვილი "ვიყავი", ზოგან - მისი სეხნიის. მცდარი ინფორმაცია ბევრგან განთავსდა და ყველგან დარეკვას აზრი აღარ ჰქონდა. უამრავი ჭორ-მართალი იწერება. ტალახს ათასი ადამიანი გესვრის. ყველას თუ გაეკიდე, მიზანს ვერასოდეს მიაღწევ. კიდევ ერთი ჭორი შევიტყვე: სალომე ტეტიაშვილს მილიონერი შეყვარებული ჰყავს და "X-ფაქტორში" ის აფინანსებსო, მილიარდერი კი თურმე, ყოველ "ლაივზე" დიდ თანხას "მირიცხავდა"... კარგად დაინახეს, ეს ჭორებიც როგორ გამართლდა და კონკურსში როგორ "მოვიგე" (იღიმის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება