სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასე დიდხანს ვერ გავძლებთ ცოცხლები" - თავდაცვის მინისტრის მეუღლეს უჟანგბადობა ტანჯავს
"ასე დიდხანს ვერ გავძლებთ ცოცხლები" - თავდაცვის მინისტრის მეუღლეს უჟანგბადობა ტანჯავს

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე თბი­ლი­სის მე­ტად გამ­წვა­ნე­ბას მო­ი­თხოვს და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე უჟანგბა­დო­ბის მავ­ნე შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ წერს.

"უჟანგბა­დო­ბა თა­ვის ტვინ­შიც იწ­ვევს სე­რი­ო­ზულ ცვლი­ლე­ბებს, აღ­გზნე­ბა­დო­ბა-გა­ღი­ზი­ა­ნე­ბი­დან და მუდ­მი­ვი დაღ­ლი­ლო­ბის გრძნო­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი ტვი­ნის ატრო­ფი­ა­საც კი (მთლად ჰი­პოქ­სი­ის რის­კის შიში გა­მიჩ­ნდა ჩვენს ქვა­ბი­ვით ჩაღ­რმა­ვე­ბულ ქა­ლაქ­ში). შე­მოდ­გო­მი­დან მე­რი­ას და­პი­რე­ბულ ხე­ებს მოვ­კი­თხავ, თო­რემ ასე დიდ­ხანს ვერ გავძლებთ ცო­ცხლე­ბი. მა­ნამ­დე თბი­ლი­სე­ლე­ბო, შე­ი­ძი­ნეთ თხე­ვა­დი ჟანგბა­დი და მი­ი­ღეთ რამ­დე­ნი­მე წვე­თი დღე­ში, ოღონდ არ გა­და­ა­ჭარ­ბოთ, ზედ­მეტ ხე­ლოვ­ნურ დო­ზას თა­ვი­სი უკუჩ­ვე­ნე­ბა აქვს - თა­ვი­სუ­ფალ რა­დი­კა­ლებს აგ­რო­ვებს. ასე ორ­კვი­რი­ა­ნი თე­რა­პია, სა­ნამ ზა­ფხუ­ლის პიკი გა­და­ვა, არაა ური­გო. (ვი­საც ჯან­მრთე­ლო­ბის რამე პრობ­ლე­მა გაქვთ, ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე არ აი­ტა­ცოთ ეს სტა­ტუ­სი). მე რომ გავ­შტერ­დი ვიცი და გა­დავ­წყვი­ტე და ეგო­ის­ტუ­რად რომ არ ვიყო მხო­ლოდ მე ნა­სუნ­თქი და და­ჟანგბა­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ გი­ზი­ა­რებთ. ხო, და ცოტა ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მეტი წყა­ლი და­ლი­ეთ. მჯე­რა, გა­დავ­რჩე­ბით ერ­თად! ))))))

ენერ­გია მაქვს ნოლი. აგ­ვის­ტო­ში შვე­ბუ­ლე­ბა და გა­ვიქ­ცე­ვი რა­ჭა­ში, მაგ­რამ მა­ნამ­დე თავი უნდა გა­და­ვირ­ჩი­ნო ))) ვერ ვსუნ­თქავ. ჟანგბა­დი არაა, თო­რემ სი­ცხე მე არ მა­წუ­ხებს.

უბ­რა­ლოდ სი­ცხე­ში მე­ტად შე­იგ­რძნო­ბა ეს, რაც ჩვენს ქა­ლაქს და­ე­მარ­თა ამ­დე­ნი ჩა­ხერ­გი­ლი და უაზ­რო მშე­ნებ­ლო­ბის­გან და "ფილ­ტვე­ბის" არ და­ტო­ვე­ბის­გან. მდე­ბა­რე­ო­ბის გამო თბი­ლისს მეტი სიმწვა­ნე ჭირ­დე­ბა, თო­რემ სხვა ქა­ლა­ქი შე­იძ­ლე­ბა ამ ხე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­თაც გა­დარ­ჩეს, რაც გვაქვს", - წერს ფან­ჯი­კი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და­ვით ნარ­მა­ნია დე­და­ქა­ლაქ­ში მი­ლი­ო­ნი ხის დარ­გვას გეგ­მავს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"ასე დიდხანს ვერ გავძლებთ ცოცხლები" - თავდაცვის მინისტრის მეუღლეს უჟანგბადობა ტანჯავს

"ასე დიდხანს ვერ გავძლებთ ცოცხლები" - თავდაცვის მინისტრის მეუღლეს უჟანგბადობა ტანჯავს

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე თბილისის მეტად გამწვანებას მოითხოვს და "ფეისბუქის" პირად გვერდზე უჟანგბადობის მავნე შედეგების შესახებ წერს.

"უჟანგბადობა თავის ტვინშიც იწვევს სერიოზულ ცვლილებებს, აღგზნებადობა-გაღიზიანებიდან და მუდმივი დაღლილობის გრძნობიდან დაწყებული ტვინის ატროფიასაც კი (მთლად ჰიპოქსიის რისკის შიში გამიჩნდა ჩვენს ქვაბივით ჩაღრმავებულ ქალაქში). შემოდგომიდან მერიას დაპირებულ ხეებს მოვკითხავ, თორემ ასე დიდხანს ვერ გავძლებთ ცოცხლები. მანამდე თბილისელებო, შეიძინეთ თხევადი ჟანგბადი და მიიღეთ რამდენიმე წვეთი დღეში, ოღონდ არ გადააჭარბოთ, ზედმეტ ხელოვნურ დოზას თავისი უკუჩვენება აქვს - თავისუფალ რადიკალებს აგროვებს. ასე ორკვირიანი თერაპია, სანამ ზაფხულის პიკი გადავა, არაა ურიგო. (ვისაც ჯანმრთელობის რამე პრობლემა გაქვთ, ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ აიტაცოთ ეს სტატუსი). მე რომ გავშტერდი ვიცი და გადავწყვიტე და ეგოისტურად რომ არ ვიყო მხოლოდ მე ნასუნთქი და დაჟანგბადებული, ამიტომ გიზიარებთ. ხო, და ცოტა ჩვეულებრივზე მეტი წყალი დალიეთ. მჯერა, გადავრჩებით ერთად! ))))))

ენერგია მაქვს ნოლი. აგვისტოში შვებულება და გავიქცევი რაჭაში, მაგრამ მანამდე თავი უნდა გადავირჩინო ))) ვერ ვსუნთქავ. ჟანგბადი არაა, თორემ სიცხე მე არ მაწუხებს.

უბრალოდ სიცხეში მეტად შეიგრძნობა ეს, რაც ჩვენს ქალაქს დაემართა ამდენი ჩახერგილი და უაზრო მშენებლობისგან და "ფილტვების" არ დატოვებისგან. მდებარეობის გამო თბილისს მეტი სიმწვანე ჭირდება, თორემ სხვა ქალაქი შეიძლება ამ ხეების რაოდენობითაც გადარჩეს, რაც გვაქვს", - წერს ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული დავით ნარმანია დედაქალაქში მილიონი ხის დარგვას გეგმავს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს