პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიანა ანფიმიადი: ''ჩემი 3 წლის შვილი ჩემზე ჭკვიანია''
დიანა ანფიმიადი: ''ჩემი 3 წლის შვილი ჩემზე ჭკვიანია''

2014 წლის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია "სა­ბას" ნო­მი­ნან­ტთა სია უკვე ცნო­ბი­ლია. ჟი­უ­რი სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­რებს გა­მო­ავ­ლენს და მათი და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია შე­მოდ­გო­მა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი წიგ­ნით "პი­რა­დი კუ­ლი­ნა­რია" ერთ-ერ­თია მათ შო­რის, ვინც წელს სა­უ­კე­თე­სო პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლის შექ­მნის­თვის "სა­ბას" ნო­მი­ნან­ტთა სი­ა­ში მოხ­ვდა. მათ, ვი­საც ამ წიგ­ნის "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დე­გუს­ტა­ცია" ჯერ არ ჩა­უ­ტა­რე­ბია, გე­ტყვით, რომ ის თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში აბ­რუ­ნებს: მო­გო­ნე­ბებს, ლექ­სებ­სა და რე­ცეპ­ტებს აერ­თი­ა­ნებს...

სა­ხე­ლი, გვა­რი, და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი:

დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი, 28 ივ­ლი­სი, 1982 წელი, თბი­ლი­სი

პრო­ფე­სია:

ენათ­მეც­ნი­ე­რი, ენა­ში პო­ე­ტურ ნიშ­ნებს და პო­ე­ზი­ა­ში ენობ­რივ სა­შუ­ა­ლე­ბებს ვიკ­ვლევ....

ოჯა­ხი

მყავს დედა, სრუ­ლი­ად სას­წა­უ­ლი ქალი, ნანა ჭო­ლო­კა­ვა – ჩემი სიმ­შვი­დი­სა და სიმ­ყა­რის სა­ფუძ­ვე­ლი.

და და- ძმა, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რო­ბენ თა­ვი­ანთ უსაყ­ვარ­ლეს ოჯა­ხებ­თან ერ­თად.

მე­უღ­ლე, უფრო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი – ზაზა, ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი და კარ­გი ბიჭი დე­და­მი­წის ზურ­გზე.

შვი­ლი – სამი წლის გი­ორ­გი, რო­მე­ლიც უკვე ჩემ­ზე ჭკვი­ა­ნია...

ჩემი პირ­ვე­ლი ლექ­სე­ბი...

სათ­ვა­ლავ­ში არ არის ჩა­საგ­დე­ბი... პრინ­ციპ­ში, ყვე­ლა ლექ­სი პირ­ვე­ლია, ჰოდა, რა გა­მო­დის?ისე კი, ჯერ კი­დევ მგო­ნია, რომ დავ­წერ ლექსს, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად ჩემი პირ­ვე­ლი ლექ­სი იქ­ნე­ბა.

"პი­რა­დი კუ­ლი­ნა­რია" - მო­გო­ნე­ბე­ბის წიგ­ნი და 90-იან წლებ­ში გა­მოვ­ლი­ლი ბავ­შვო­ბა...

"პი­რა­დი კუ­ლი­ნა­რია" არის კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მო­თხრო­ბე­ბის წიგ­ნი, მო­გო­ნე­ბე­ბიც და მო­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბიც, ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­აც და ისიც, რაც არას­დროს მომ­ხდა­რა.

ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი კი ძი­რი­თა­დად ჩემს ოჯახს, ჩემს მე­გობ­რებს უკავ­შირ­დე­ბა, დღე­ებს, რო­მელ­თაც თა­ვი­სი გემო აქვთ. მო­გო­ნე­ბებს, რომ­ლე­ბიც კონ­კრე­ტუ­ლი სუ­ნით გა­მახ­სოვ­რდე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის ოქ­როს ხე­ლებს, რო­მელ­თაც შიმ­ში­ლი­სა და მო­წყე­ნი­ლო­ბის და­მარ­ცხე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

ეს არის წიგ­ნი, რო­მელ­შიც შეგ­ხვდე­ბათ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძე, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი და რო­მე­ლი­მე ინ­გრე­დი­ენ­ტიც, რო­გორც მო­თხრო­ბის პერ­სო­ნა­ჟი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

დიანა ანფიმიადი: ''ჩემი 3 წლის შვილი ჩემზე ჭკვიანია''

დიანა ანფიმიადი: ''ჩემი 3 წლის შვილი ჩემზე ჭკვიანია''

2014 წლის ლიტერატურული პრემია ''საბას'' ნომინანტთა სია უკვე ცნობილია. ჟიური საუკეთესო ავტორებს გამოავლენს და მათი დაჯილდოების ცერემონია შემოდგომაზე გაიმართება. დიანა ანფიმიადი წიგნით ''პირადი კულინარია'' ერთ-ერთია მათ შორის, ვინც წელს საუკეთესო პროზაული კრებულის შექმნისთვის ''საბას'' ნომინანტთა სიაში მოხვდა. მათ, ვისაც ამ წიგნის ''ლიტერატურული დეგუსტაცია'' ჯერ არ ჩაუტარებია, გეტყვით, რომ ის თითოეულ ჩვენგანს უახლოეს წარსულში აბრუნებს: მოგონებებს, ლექსებსა და რეცეპტებს აერთიანებს...

სახელი, გვარი, დაბადების თარიღი:

დიანა ანფიმიადი, 28 ივლისი, 1982 წელი, თბილისი

პროფესია:

ენათმეცნიერი, ენაში პოეტურ ნიშნებს და პოეზიაში ენობრივ საშუალებებს ვიკვლევ....

ოჯახი

მყავს დედა, სრულიად სასწაული ქალი, ნანა ჭოლოკავა – ჩემი სიმშვიდისა და სიმყარის საფუძველი.

და და- ძმა, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ თავიანთ უსაყვარლეს ოჯახებთან ერთად.

მეუღლე, უფრო შეყვარებული – ზაზა, ყველაზე კეთილი და კარგი ბიჭი დედამიწის ზურგზე.

შვილი – სამი წლის გიორგი, რომელიც უკვე ჩემზე ჭკვიანია...

ჩემი პირველი ლექსები...

სათვალავში არ არის ჩასაგდები... პრინციპში, ყველა ლექსი პირველია, ჰოდა, რა გამოდის?ისე კი, ჯერ კიდევ მგონია, რომ დავწერ ლექსს, რომელიც ნამდვილად ჩემი პირველი ლექსი იქნება.

''პირადი კულინარია'' - მოგონებების წიგნი და 90-იან წლებში გამოვლილი ბავშვობა...

"პირადი კულინარია" არის კულინარიული მოთხრობების წიგნი, მოგონებებიც და მოგონილი ამბებიც, ავტობიოგრაფიაც და ისიც, რაც არასდროს მომხდარა.

ნამდვილი ამბები კი ძირითადად ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს უკავშირდება, დღეებს, რომელთაც თავისი გემო აქვთ. მოგონებებს, რომლებიც კონკრეტული სუნით გამახსოვრდება, ადამიანების ოქროს ხელებს, რომელთაც შიმშილისა და მოწყენილობის დამარცხება შეუძლიათ.

ეს არის წიგნი, რომელშიც შეგხვდებათ ილია ჭავჭავაძე, ბარბარე ჯორჯაძე, თანამედროვე ქართველი ავტორები და რომელიმე ინგრედიენტიც, როგორც მოთხრობის პერსონაჟი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება