პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ ეკონტაქტებიან ხშირად მიხეილ სააკაშვილს ლიკა ევგენიძე და ნიკა ალასანია
რატომ ვერ ეკონტაქტებიან ხშირად მიხეილ სააკაშვილს ლიკა ევგენიძე და ნიკა ალასანია

მშვე­ნი­ე­რი ლიკა ევ­გე­ნი­ძე ერ­თწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ მო­ნატ­რე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ორი შვი­ლით დაბ­რუნ­და. ანა-სო­ფი­ა­სა და ალექ­სან­დრეს თბი­ლი­სურ რე­ჟიმ­ზე გად­მო­წყო­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბი­ათ, ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა კი ახ­ლო­ბელ-მე­გობ­რე­ბი უკვე მო­ი­ნა­ხუ­ლა და ცოტა ხან­ში ისევ ამე­რი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებს. ლი­კას ოჯახ­ზე, შვი­ლებ­სა და ამე­რი­კულ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ლიკა, რამ­დე­ნი ხნით ხარ ჩა­მო­სუ­ლი და მო­აგ­ვა­რე თუ არა ის ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი, რის გა­მოც ამე­რი­კა­ში წახ­ვე­დი?

- უკვე ერთი თვეა, აქ ვარ, 2 კვი­რა­ში კი ისევ ამე­რი­კა­ში დავ­ბრუნ­დე­ბი, მთლი­ა­ნო­ბა­ში თვე-ნა­ხე­ვა­რი გა­მო­მი­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ სა­კი­თხებს, ჯერ კი­დევ არ მო­მიგ­ვა­რე­ბია, შუა პრო­ცეს­ში ვარ, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ეტა­პი, დღე­ე­ბის დაგ­რო­ვე­ბა, გა­ვი­ა­რე, ამის გამო ვერ გა­მოვ­დი­ო­დი ქვეყ­ნი­დან. სექ­ტემ­ბერ­ში ისევ უნდა შე­ვი­ტა­ნო სა­ბუ­თე­ბი და გარ­კვე­უ­ლი დრო­ით კვლავ არ მექ­ნე­ბა ამე­რი­კის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა.

- რო­გორც ვხვდე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია...

- კი, სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რაა, რო­მე­ლიც ყვე­ლამ უნდა გა­ი­ა­როს. სირ­თუ­ლე ისაა, რომ ქვეყ­ნი­დან გას­ვლის უფ­ლე­ბა არ გაქვს, მე დი­დად არ გამ­ჭირ­ვე­ბია, ად­ვი­ლად გა­და­ვა­გო­რე ის პე­რი­ო­დი, რად­გან ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი და ბავ­შვი გა­ვა­ჩი­ნე.

- ბავ­შვე­ბი რო­გორ გად­მო­ე­წყვნენ სა­ქარ­თვე­ლოს გრა­ფიკ­ზე?

- კარ­გად. პირ­ველ დღე­ებ­ში ღა­მით ეღ­ვი­ძე­ბო­დათ, მაგ­რამ მა­ლე­ვე შე­ეჩ­ვივ­ნენ აქა­ურ რე­ჟიმს. ალექ­სან­დრე 10 თვი­საა, ჯერ ვერ ხვდე­ბა, სად მოხ­ვდა, მაგ­რამ ანა-სო­ფია ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლია, ჩემს პა­ტა­რა დებ­თან ერ­თად კარ­გად ერ­თო­ბა. სხვა­თა შო­რის, მგზავ­რო­ბაც არ გას­ჭირ­ვე­ბი­ათ, უბ­რა­ლოდ, თვითმფრი­ნა­ვი­დან გა­დაჯ­დო­მა დაგ­ვაგ­ვი­ან­და და სტამ­ბო­ლის აე­რო­პორ­ტში 10 სა­ა­თი "გა­ვი­ჭე­დე" ორი ბავ­შვით, კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი, მაგ­რამ მა­ინც ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოვ­დი­ო­დით.

- რო­გორ ატა­რებ ამ ერთ თვეს?

- ძი­რი­თა­დად, ახ­ლო­ბელ-მე­გობ­რე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა­ში, აჭა­რა­შიც ვი­ყა­ვი რამ­დე­ნი­მე დღე, იქა­უ­რო­ბა­საც მო­ვე­სიყ­ვა­რუ­ლე...

- ლიკა, გვი­თხა­რი, რო­გო­რია შენი ერთი ამე­რი­კუ­ლი დღე?

- არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი, ისე­თი­ვე, რო­გო­რიც ორი შვი­ლის დე­დას შე­ე­ფე­რე­ბა, ბავ­შვე­ბის რე­ჟიმ­ზე აწყო­ბი­ლი და მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი. როცა ვა­ხერ­ხებთ, სა­ღა­მო­ო­ბით მე და ჩემი მე­უღ­ლე ერ­თმა­ნეთს ვუთ­მობთ დროს, ხან­და­ხან გავ­დი­ვართ სად­მე, ხან კი გა­სარ­თო­ბად მო­რი­გე­ო­ბით დავ­დი­ვართ, რად­გან ძიძა არ გვყავს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რატომ ვერ ეკონტაქტებიან ხშირად მიხეილ სააკაშვილს ლიკა ევგენიძე და ნიკა ალასანია

რატომ ვერ ეკონტაქტებიან ხშირად მიხეილ სააკაშვილს ლიკა ევგენიძე და ნიკა ალასანია

მშვენიერი ლიკა ევგენიძე ერთწლიანი პაუზის შემდეგ მონატრებულ საქართველოში უკვე ორი შვილით დაბრუნდა. ანა-სოფიასა და ალექსანდრეს თბილისურ რეჟიმზე გადმოწყობა არ გასჭირვებიათ, ჩვენმა რესპონდენტმა კი ახლობელ-მეგობრები უკვე მოინახულა და ცოტა ხანში ისევ ამერიკაში დაბრუნებას აპირებს. ლიკას ოჯახზე, შვილებსა და ამერიკულ ყოველდღიურობაზე ვესაუბრეთ.

- ლიკა, რამდენი ხნით ხარ ჩამოსული და მოაგვარე თუ არა ის ბიუროკრატიული საკითხები, რის გამოც ამერიკაში წახვედი?

- უკვე ერთი თვეა, აქ ვარ, 2 კვირაში კი ისევ ამერიკაში დავბრუნდები, მთლიანობაში თვე-ნახევარი გამომივა საქართველოში ყოფნა. რაც შეეხება ბიუროკრატიულ საკითხებს, ჯერ კიდევ არ მომიგვარებია, შუა პროცესში ვარ, ყველაზე მთავარი ეტაპი, დღეების დაგროვება, გავიარე, ამის გამო ვერ გამოვდიოდი ქვეყნიდან. სექტემბერში ისევ უნდა შევიტანო საბუთები და გარკვეული დროით კვლავ არ მექნება ამერიკის დატოვების უფლება.

- როგორც ვხვდები, მოქალაქეობის მიღება საკმაოდ რთულია...

- კი, სხვადასხვა პროცედურაა, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს. სირთულე ისაა, რომ ქვეყნიდან გასვლის უფლება არ გაქვს, მე დიდად არ გამჭირვებია, ადვილად გადავაგორე ის პერიოდი, რადგან ორსულად ვიყავი და ბავშვი გავაჩინე.

- ბავშვები როგორ გადმოეწყვნენ საქართველოს გრაფიკზე?

- კარგად. პირველ დღეებში ღამით ეღვიძებოდათ, მაგრამ მალევე შეეჩვივნენ აქაურ რეჟიმს. ალექსანდრე 10 თვისაა, ჯერ ვერ ხვდება, სად მოხვდა, მაგრამ ანა-სოფია ძალიან გახარებულია, ჩემს პატარა დებთან ერთად კარგად ერთობა. სხვათა შორის, მგზავრობაც არ გასჭირვებიათ, უბრალოდ, თვითმფრინავიდან გადაჯდომა დაგვაგვიანდა და სტამბოლის აეროპორტში 10 საათი ''გავიჭედე'' ორი ბავშვით, კინაღამ გავგიჟდი, მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით, რომ საქართველოში მოვდიოდით.

- როგორ ატარებ ამ ერთ თვეს?

- ძირითადად, ახლობელ-მეგობრების მონახულებაში, აჭარაშიც ვიყავი რამდენიმე დღე, იქაურობასაც მოვესიყვარულე...

- ლიკა, გვითხარი, როგორია შენი ერთი ამერიკული დღე?

- არაფრით გამორჩეული, ისეთივე, როგორიც ორი შვილის დედას შეეფერება, ბავშვების რეჟიმზე აწყობილი და მათზე მორგებული. როცა ვახერხებთ, საღამოობით მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვუთმობთ დროს, ხანდახან გავდივართ სადმე, ხან კი გასართობად მორიგეობით დავდივართ, რადგან ძიძა არ გვყავს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება