37 წლის ჯო მანგანელო ქალებმა ყველაზე სექსუალურ მარტოხელა მამაკაცად დაასახელეს.
მას პარტნიორი არ ჰყავს, სრულიად თავისუფალია და თავის ერთადერთ ქალს ეძებს. მისი გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, სასურველი პარტნიორის შერჩევისას ხანგრძლივი კასტინგია მოსალოდნელი. მსახიობი, რომელსაც მამის მხრიდან იტალიური ფესვები აქვს, არაერთხელ ამბობს, რომ ქალებს სწორედ იმ ტემპერამენტისა და სექსუალურობის გამო მოსწონთ, რაც იტალიელ კაცებს ახასიათებთ.
"ვაღიარებ, ძალიან ვნებიანი ვარ. თუ ცხარე სანელებლები არ გიყვართ, გამოდის, თქვენთვის არ ვარ - მგზნებარე სისხლი მაქვს", - ამბობს ის.
მომზადებულია people.com-ის მიხედვით.