მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ემუქრებიან ჩემს შვილებს, მკვლელებსა და მკვლელების შვილებს ეძახიან" - უდიდესი ტრაგედიის დრამატული გაგრძელება
"ემუქრებიან ჩემს შვილებს, მკვლელებსა და მკვლელების შვილებს ეძახიან" - უდიდესი ტრაგედიის დრამატული გაგრძელება

ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გო­გა­შენ­ში მცხოვ­რებ გია ნა­თე­ნა­ძეს გუ­შინ, 18 ივ­ლისს, 15-მდე თა­ნა­სოფ­ლე­ლი ქვე­ბით მი­უ­ვარ­და და სახ­ლის ფან­ჯა­რა ჩა­უმტვრია. რო­გორც გია ნა­თე­ნა­ძე იხ­სე­ნებს, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მისი მი­სა­მარ­თით ილან­ძღე­ბოდ­ნენ და ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ არ გა­ა­ხა­რებ­დნენ, თუ სო­ფელს არ და­ტო­ვებ­და. ძმის დახ­მა­რე­ბით, რო­მე­ლიც იმ დროს მას სტუმ­რობ­და, გია ნა­თე­ნა­ძემ სახ­ლი გუ­შინ­ვე და­ტო­ვა და თავს ახალ­ცი­ხე­ში, ძმის ოჯახ­ში აფა­რებს.

ნა­თე­ნა­ძის ოთხსუ­ლი­ან ოჯახს თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი მას შემ­დეგ და­უ­პი­რის­პირ­დნენ, რაც მათი ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა, გე­ნა­დი ი-მ, 10 ივ­ლისს, კა­რა­ბი­ნის ტი­პის ია­რა­ღით ბე­ბია მე­ლა­ნია ქ. და მისი შვი­ლიშ­ვი­ლი, კა­ტე­რი­ნა ნ. მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გია ნა­თე­ნა­ძის მე­უღ­ლის ძმაა. ნა­თე­ნა­ძე და გარ­დაც­ვლი­ლი მე­ლა­ნი­ას ძმა (ვის ოჯახ­ში სტუმ­რო­ბი­სა­საც შემ­თხვე­ვა მოხ­და), კა­რის მე­ზობ­ლე­ბი არი­ან.

რო­გორც ნა­თე­ნა­ძე აცხა­დებს, მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში მას მთე­ლი სო­ფე­ლი და­უ­პი­რის­პირ­და: "შე­მო­მით­ვა­ლეს, აი­ყა­რე ამ სოფ­ლი­დან და გა­და­სახ­ლდი, სულ ერ­თია არ გა­გა­ხა­რებთ, ყვე­ლა­ფერს გა­და­გიწ­ვავ­თო. ემუქ­რე­ბი­ან ჩემს შვი­ლებ­საც, მკვლე­ლებ­სა და მკვლე­ლე­ბის შვი­ლებს ეძა­ხი­ან. მკვლე­ლო­ბა ჩემ­მა ცო­ლის ძმამ ჩა­ი­დი­ნა, ნამ­დვი­ლად სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და, მეს­მის გამ­წა­რე­ბუ­ლი ხალ­ხის, მაგ­რამ მე რა შუ­ა­ში ვარ?! ცო­ლისძმას არც ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, მას­თან კონ­ფლიქ­ტი მქონ­და".

ამა­ვე სო­ფელ­ში, გო­გა­შენ­ში ცხოვ­რობს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მე­ო­რე დის ოჯა­ხიც. თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი მა­თაც და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ნა­თე­ნა­ძის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათ მუ­ქა­რას ვერ გა­უძ­ლეს და ერთი კვი­რაა სოფ­ლი­დან დრო­ე­ბით წალ­კა­ში გა­და­სახ­ლდნენ.

ერთი კვი­რაა სო­ფე­ლი და­ტო­ვეს გია ნა­თე­ნა­ძის მე­უღ­ლემ და შვი­ლებ­მაც. "გან­სა­კუთ­რე­ბით მე­უღ­ლე­ზე აქვთ აგ­რე­სია, აქ ვე­ღარ გა­ჩერ­დე­ბო­და, სა­ში­ში იყო", - ამ­ბობს გია ნა­თე­ნა­ძე.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ პო­ლი­ცია იცავს ნა­თე­ნა­ძის სახ­ლსაც, თუმ­ცა, გუ­შინ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის შე­ჩე­რე­ბა ვერც პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა შეძ­ლეს.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ემუქრებიან ჩემს შვილებს, მკვლელებსა და მკვლელების შვილებს ეძახიან" - უდიდესი ტრაგედიის დრამატული გაგრძელება

"ემუქრებიან ჩემს შვილებს, მკვლელებსა და მკვლელების შვილებს ეძახიან" - უდიდესი ტრაგედიის დრამატული გაგრძელება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში მცხოვრებ გია ნათენაძეს გუშინ, 18 ივლისს, 15-მდე თანასოფლელი ქვებით მიუვარდა და სახლის ფანჯარა ჩაუმტვრია. როგორც გია ნათენაძე იხსენებს, ადგილობრივები მისი მისამართით ილანძღებოდნენ და ემუქრებოდნენ, რომ არ გაახარებდნენ, თუ სოფელს არ დატოვებდა. ძმის დახმარებით, რომელიც იმ დროს მას სტუმრობდა, გია ნათენაძემ სახლი გუშინვე დატოვა და თავს ახალციხეში, ძმის ოჯახში აფარებს.

ნათენაძის ოთხსულიან ოჯახს თანასოფლელები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მათი ოჯახის ახლობელმა, გენადი ი-მ, 10 ივლისს, კარაბინის ტიპის იარაღით ბებია მელანია ქ. და მისი შვილიშვილი, კატერინა ნ. მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული გია ნათენაძის მეუღლის ძმაა. ნათენაძე და გარდაცვლილი მელანიას ძმა (ვის ოჯახში სტუმრობისასაც შემთხვევა მოხდა), კარის მეზობლები არიან.

როგორც ნათენაძე აცხადებს, მომხდარიდან რამდენიმე დღეში მას მთელი სოფელი დაუპირისპირდა: "შემომითვალეს, აიყარე ამ სოფლიდან და გადასახლდი, სულ ერთია არ გაგახარებთ, ყველაფერს გადაგიწვავთო. ემუქრებიან ჩემს შვილებსაც, მკვლელებსა და მკვლელების შვილებს ეძახიან. მკვლელობა ჩემმა ცოლის ძმამ ჩაიდინა, ნამდვილად საშინელება მოხდა, მესმის გამწარებული ხალხის, მაგრამ მე რა შუაში ვარ?! ცოლისძმას არც ველაპარაკებოდი, მასთან კონფლიქტი მქონდა".

ამავე სოფელში, გოგაშენში ცხოვრობს მკვლელობაში ბრალდებულის მეორე დის ოჯახიც. თანასოფლელები მათაც დაუპირისპირდნენ. ნათენაძისგან განსხვავებით, მათ მუქარას ვერ გაუძლეს და ერთი კვირაა სოფლიდან დროებით წალკაში გადასახლდნენ.

ერთი კვირაა სოფელი დატოვეს გია ნათენაძის მეუღლემ და შვილებმაც. "განსაკუთრებით მეუღლეზე აქვთ აგრესია, აქ ვეღარ გაჩერდებოდა, საშიში იყო", - ამბობს გია ნათენაძე.

მომხდარის შემდეგ პოლიცია იცავს ნათენაძის სახლსაც, თუმცა, გუშინ, ადგილობრივების შეჩერება ვერც პოლიციელებმა შეძლეს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა