საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება მოძღვარი რიკოთის ტრაგედიის 13 წლის მსხვერპლზე - "მქონდა განცდა, რომ ეს ბავშვი არაამქვეყნიური იყო"
რას ყვება მოძღვარი რიკოთის ტრაგედიის 13 წლის მსხვერპლზე - "მქონდა განცდა, რომ ეს ბავშვი არაამქვეყნიური იყო"

"თაკო, შვი­ლო, ვერ ვამ­შვი­დებ მა­რი­ამს, ნუ­გე­შიც აღი­ზი­ა­ნებს. გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­გობ­რე­ბი იყა­ვით. მოთ­ქვამს, რო­გორ გავძლო თა­კოს გა­რე­შეო. სა­ნამ მო­გას­ვე­ნებ­დნენ, შენი მშობ­ლე­ბის სახ­ლს გა­მო­ვა­რი­დე, იქ­ნებ ოდ­ნავ მა­ინც დამ­შვიდ­დეს-მეთ­ქი... გერ­გე­თის სა­მე­ბა­ში ვი­ყა­ვით. მი­თხრა, მამა, ასე არას­დროს მომნდო­მე­ბია ტა­ძარ­ში შეს­ვლა და ლოც­ვაო. გზად თქვე­ნი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ მო­მიყ­ვა. თურ­მე, რამ­დე­ნი გი­ფიქ­რი­ათ... ახლა მხო­ლოდ იმას­ღა გეგ­მავს, რო­გორ მორ­თოს შენი საფ­ლა­ვი ყვა­ვი­ლე­ბით. ტაძ­რის გარ­შე­მო უამ­რა­ვი ყვა­ვი­ლია, მაგ­რამ შენ­სა­ვით ლა­მა­ზი - არც ერთი... რო­დემ­დე დავ­რჩე აქ, მა­ინც ხომ გნა­ხავს კუ­ბო­ში. მერე არ ვიცი, რა იქ­ნე­ბა. რო­მე­ლი ვი­ტი­რო - შენი და­ლე­წი­ლი სხე­უ­ლი თუ ჩემი შვი­ლის უბე­დუ­რე­ბა? სა­ხე­ზე არა­ფე­რი ეტყო­ბა, მხო­ლოდ სა­ფეთ­ქელ­თან აქვს ნა­კაწ­რიო. ასე "უბ­რა­ლოდ" გა­უ­ჩი­ნარ­დი. მა­რი­ა­მი პირ­ველ სექ­ტემ­ბერს, ალ­ბათ, ჯერ შენს საფ­ლავ­ზე მივა და მერე წავა სკო­ლა­ში..." სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა დე­კა­ნო­ზი პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია ქა­ლიშ­ვი­ლის - მა­რი­ა­მის მე­გობ­რი­სა და თა­ვი­სი სუ­ლი­ე­რი შვი­ლის, თაკო ფე­რა­ძის და­ღუპ­ვას.

ტრა­გი­კულ­მა შემ­თხვე­ვამ 13 წლის გო­გო­ნას სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. რი­კოთ­ზე სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც თურ­ქი მძღო­ლი მარ­თავ­და, სა­პი­რის­პი­რო მხრი­დან მო­მა­ვალ ავ­ტო­ბუსს შე­ე­ჯა­ხა და გა­და­აბ­რუ­ნა. ავ­ტო­ბუს­ში ბულ­გა­რეთ­ში გას­ტრო­ლებ­ზე მი­მა­ვა­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რის ან­სამ­ბლის წევ­რე­ბი - 35 ბავ­შვი და მათი პე­და­გო­გი ქალ­ბა­ტო­ნი ის­ხდნენ. 10 მათ­გა­ნი მსუ­ბუ­ქად და­შავ­და.

მამა პეტ­რე (კვა­რა­ცხე­ლია), თაკო ფე­რა­ძის მო­ძღვა­რი: - თაკო ჩემი სუ­ლი­ე­რი შვი­ლი იყო. ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ­დი, ჩემს შვილს - მა­რი­ამს პირ­ვე­ლი კლა­სი­დან და­უ­მე­გობ­რდა. ექ­ვსი შვი­ლი გვყავს და სულ გვინ­დო­და, თა­კოც ჩვენ­თან ყო­ფი­ლი­ყო. მე­ექ­ვსე შვი­ლის ნათ­ლია, მა­რი­ა­მის სურ­ვი­ლით, თაკო გახ­და. თა­კოს თვა­ლებ­ში რომ ჩავ­ხე­დავ­დი, ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი იყო. მას­თან ერ­თად მი­ად­ვილ­დე­ბო­და ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და იმ პრობ­ლე­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბა, რაც თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკს მოჰ­ყვე­ბა. ბოლო დროს თა­კოს ხში­რად ვნა­ხუ­ლობ­დი და ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ სულ მქონ­და გან­ცდა, რომ ეს ბავ­შვი არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი იყო.

მუდ­მი­ვად იღი­მო­და, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი არას­დროს მი­ნა­ხავს, ყო­ველ­თვის მად­ლი­ე­რი და ბედ­ნი­ე­რი იყო. გა­მორ­ჩე­უ­ლად მე­გობ­რობ­დნენ თაკო, თა­თია და ჩემი მა­რი­ა­მი. შე­იძ­ლე­ბო­და ერ­თნა­ი­რა­დაც ჩა­ეც­ვათ, ერ­თნა­ი­რი ვარ­ცხნი­ლო­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. ჩვენ­თან როცა მო­დი­ოდ­ნენ, მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, ვერ ვარ­ჩევთ, რო­მე­ლი რო­მე­ლი­აო.

თაკო მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ვარ­კე­თილ­ში და­დი­ო­და კერ­ძო სკო­ლა­ში. ჩემი შვი­ლი ცეკ­ვა­ზე და­დი­ო­და ან­სამ­ბლ "ბა­სი­ან­ში". თა­კომ და მა­რი­ამ­მა მო­ი­სურ­ვეს, იქაც ერ­თად ევ­ლოთ. ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნი იყო, პე­და­გოგ­მა კის­კი­სა შე­არ­ქვა...

თაკო იმ ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ტკი­ვი­ლიც და სი­ხა­რუ­ლიც ღრმა კვალს ტო­ვებს. ტრა­გე­დი­ი­დან მე­სა­მე დი­ლით, სახ­ლი­დან რომ გა­მოვ­დი­ო­დი, ჩემ­მა მა­რი­ამ­მა მკი­თხა - მა­მი­კო, თა­კოს­თვის რო­გო­რი კაბა შე­ვარ­ჩი­ოო. დი­ლი­დან და­დი­ო­და მა­ღა­ზი­ებ­ში, რომ უკა­ნას­კნე­ლი სა­ჩუ­ქა­რი მი­ე­ტა­ნა მე­გობ­რის­თვის.

გას­ტრო­ლებ­ზე გამ­გზავ­რე­ბის დი­ლას თაკო დე­დას წა­უყ­ვა­ნია, მო­ბი­ლუ­რი უყი­დია.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

რას ყვება მოძღვარი რიკოთის ტრაგედიის 13 წლის მსხვერპლზე - "მქონდა განცდა, რომ ეს ბავშვი არაამქვეყნიური იყო"

რას ყვება მოძღვარი რიკოთის ტრაგედიის 13 წლის მსხვერპლზე - "მქონდა განცდა, რომ ეს ბავშვი არაამქვეყნიური იყო"

"თაკო, შვილო, ვერ ვამშვიდებ მარიამს, ნუგეშიც აღიზიანებს. გამორჩეული მეგობრები იყავით. მოთქვამს, როგორ გავძლო თაკოს გარეშეო. სანამ მოგასვენებდნენ, შენი მშობლების სახლს გამოვარიდე, იქნებ ოდნავ მაინც დამშვიდდეს-მეთქი... გერგეთის სამებაში ვიყავით. მითხრა, მამა, ასე არასდროს მომნდომებია ტაძარში შესვლა და ლოცვაო. გზად თქვენი გეგმების შესახებ მომიყვა. თურმე, რამდენი გიფიქრიათ... ახლა მხოლოდ იმასღა გეგმავს, როგორ მორთოს შენი საფლავი ყვავილებით. ტაძრის გარშემო უამრავი ყვავილია, მაგრამ შენსავით ლამაზი - არც ერთი... როდემდე დავრჩე აქ, მაინც ხომ გნახავს კუბოში. მერე არ ვიცი, რა იქნება. რომელი ვიტირო - შენი დალეწილი სხეული თუ ჩემი შვილის უბედურება? სახეზე არაფერი ეტყობა, მხოლოდ საფეთქელთან აქვს ნაკაწრიო. ასე "უბრალოდ" გაუჩინარდი. მარიამი პირველ სექტემბერს, ალბათ, ჯერ შენს საფლავზე მივა და მერე წავა სკოლაში..." სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ქალიშვილის - მარიამის მეგობრისა და თავისი სულიერი შვილის, თაკო ფერაძის დაღუპვას.

ტრაგიკულმა შემთხვევამ 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. რიკოთზე სატვირთო ავტომობილი, რომელსაც თურქი მძღოლი მართავდა, საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტობუსს შეეჯახა და გადააბრუნა. ავტობუსში ბულგარეთში გასტროლებზე მიმავალი ხალხური სიმღერის ანსამბლის წევრები - 35 ბავშვი და მათი პედაგოგი ქალბატონი ისხდნენ. 10 მათგანი მსუბუქად დაშავდა.

მამა პეტრე (კვარაცხელია), თაკო ფერაძის მოძღვარი: - თაკო ჩემი სულიერი შვილი იყო. ბავშვობიდან ვიცნობდი, ჩემს შვილს - მარიამს პირველი კლასიდან დაუმეგობრდა. ექვსი შვილი გვყავს და სულ გვინდოდა, თაკოც ჩვენთან ყოფილიყო. მეექვსე შვილის ნათლია, მარიამის სურვილით, თაკო გახდა. თაკოს თვალებში რომ ჩავხედავდი, ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო. მასთან ერთად მიადვილდებოდა ბავშვებთან ურთიერთობა და იმ პრობლემებთან გამკლავება, რაც თინეიჯერობის ასაკს მოჰყვება. ბოლო დროს თაკოს ხშირად ვნახულობდი და ძალიან უცნაურია, მაგრამ სულ მქონდა განცდა, რომ ეს ბავშვი არაამქვეყნიური იყო.

მუდმივად იღიმოდა, გაბრაზებული არასდროს მინახავს, ყოველთვის მადლიერი და ბედნიერი იყო. გამორჩეულად მეგობრობდნენ თაკო, თათია და ჩემი მარიამი. შეიძლებოდა ერთნაირადაც ჩაეცვათ, ერთნაირი ვარცხნილობა გაეკეთებინათ. ჩვენთან როცა მოდიოდნენ, მეზობლები ამბობდნენ, ვერ ვარჩევთ, რომელი რომელიაო.

თაკო მოსკოვის გამზირზე ცხოვრობდა, მაგრამ ვარკეთილში დადიოდა კერძო სკოლაში. ჩემი შვილი ცეკვაზე დადიოდა ანსამბლ "ბასიანში". თაკომ და მარიამმა მოისურვეს, იქაც ერთად ევლოთ. ძალიან ხალისიანი იყო, პედაგოგმა კისკისა შეარქვა...

თაკო იმ ასაკში გარდაიცვალა, როდესაც ადამიანის ცნობიერებაში ტკივილიც და სიხარულიც ღრმა კვალს ტოვებს. ტრაგედიიდან მესამე დილით, სახლიდან რომ გამოვდიოდი, ჩემმა მარიამმა მკითხა - მამიკო, თაკოსთვის როგორი კაბა შევარჩიოო. დილიდან დადიოდა მაღაზიებში, რომ უკანასკნელი საჩუქარი მიეტანა მეგობრისთვის.

გასტროლებზე გამგზავრების დილას თაკო დედას წაუყვანია, მობილური უყიდია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია