მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სხეულის 5 ნაწილი, რომელიც მზისგან ყოველთვის დაუცველი რჩება
სხეულის 5 ნაწილი, რომელიც მზისგან ყოველთვის დაუცველი რჩება

ყვე­ლამ ვი­ცით, რომ მზის ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის­გან სხე­უ­ლის და­სა­ცა­ვად სპე­ცი­ა­ლუ­რი კრე­მი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, მაგ­რამ ტან­ზე მა­ინც გვჩე­ბა და­უც­ვე­ლი უბ­ნე­ბი.

გახ­სოვთ, რომ მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მი რო­დეს­მე ყუ­რებ­ზე წა­გეს­ვათ? იგი­ვე ით­ქმის ფრჩხი­ლებ­ზე, ტუ­ჩებ­ზე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე უბან­ზე. მა­ინც სხე­უ­ლის რო­მე­ლი ნა­წი­ლე­ბი გვრჩე­ბა და­უც­ვე­ლი?

ყუ­რე­ბი

აშშ-ის კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ფონ­დის მიერ ჩა­ტარ­და კვლე­ვა, რო­მელ­მაც გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ყუ­რე­ბი მე­სა­მე ად­გილ­ზეა და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

ქუ­თუ­თო­ე­ბი

მათი დაც­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა მზის სათ­ვა­ლე, მაგ­რამ როცა სა­ხის გა­რუ­ჯვაც გინ­დათ, სათ­ვა­ლე აღარ გა­მო­გად­გე­ბათ. ქუ­თუ­თუ­თო­ებს ჩვე­უ­ლებ­რივ დამ­ცავ კრემ­ზე უკეთ SPF ნიშ­ნით აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ცხე­ბი და­ი­ცა­ვენ.

ტუ­ჩე­ბი

ტუ­ჩე­ბის და­სა­ცა­ვად ტუ­ჩის ბალ­ზა­მი გა­მო­ი­ყე­ნეთ, რომლსაც ასე­ვე SPF ნი­შა­ნი აქვს. საკ­ვე­ბის ან სას­მე­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ, სა­ცხი ხელ­მე­ო­რედ უნდა გა­და­ის­ვათ. ტუ­ჩის კიბო 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ღია ფე­რის მა­მა­კა­ცებს უფრო ხში­რად ემარ­თე­ბათ. და­ა­ვა­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ქვე­და ტუჩ­ზე ვლინ­დე­ბა, რად­გან ეს უკა­ნას­კნე­ლი მე­ტად გა­ნიც­დის მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას.

ტერ­ფი

გან­სა­კუთ­რე­ბით და­უც­ვე­ლი რჩე­ბა ტერ­ფის ზედა ნა­წი­ლი, რად­გან "შლო­პან­ცებ­ში" პლა­ჟის გა­რე­თაც გრძელ­დე­ბა მათ­ზე მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა.

თა­ვის კანი

თმა კანს სა­თა­ნა­დოდ ვერ იცავს. თუ თმის ცვე­ნა, ქერტლი ან ამ მსგავ­სი პრობ­ლე­მა გა­წუ­ხებთ, მზე­ზე ყოფ­ნი­სას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ატა­როთ კეპი ან რა­ი­მე თავ­სა­ბუ­რა­ვი. კრე­მის წას­მაც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში დას­ვრი­ლი თმის ატა­ნა მო­გი­წევთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სხეულის 5 ნაწილი, რომელიც მზისგან ყოველთვის დაუცველი რჩება

სხეულის 5 ნაწილი, რომელიც მზისგან ყოველთვის დაუცველი რჩება

ყველამ ვიცით, რომ მზის ულტრაიისფერი სხივებისგან სხეულის დასაცავად სპეციალური კრემი უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ტანზე მაინც გვჩება დაუცველი უბნები.

გახსოვთ, რომ მზისგან დამცავი კრემი როდესმე ყურებზე წაგესვათ? იგივე ითქმის ფრჩხილებზე, ტუჩებზე და კიდევ რამდენიმე უბანზე. მაინც სხეულის რომელი ნაწილები გვრჩება დაუცველი?

ყურები

აშშ-ის კიბოს საწინააღმდეგო ფონდის მიერ ჩატარდა კვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ ყურები მესამე ადგილზეა დაავადების გავრცელების თვალსაზრისით.

ქუთუთოები

მათი დაცვის საუკეთესო საშუალება მზის სათვალე, მაგრამ როცა სახის გარუჯვაც გინდათ, სათვალე აღარ გამოგადგებათ. ქუთუთუთოებს ჩვეულებრივ დამცავ კრემზე უკეთ SPF ნიშნით აღნიშნული საცხები დაიცავენ.

ტუჩები

ტუჩების დასაცავად ტუჩის ბალზამი გამოიყენეთ, რომლსაც ასევე SPF ნიშანი აქვს. საკვების ან სასმელის მიღების შემდეგ, საცხი ხელმეორედ უნდა გადაისვათ. ტუჩის კიბო 50 წელს გადაცილებულ ღია ფერის მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ. დაავადება განსაკუთრებით ქვედა ტუჩზე ვლინდება, რადგან ეს უკანასკნელი მეტად განიცდის მზის სხივების ზემოქმედებას.

ტერფი

განსაკუთრებით დაუცველი რჩება ტერფის ზედა ნაწილი, რადგან "შლოპანცებში" პლაჟის გარეთაც გრძელდება მათზე მზის სხივების ზემოქმედება.

თავის კანი

თმა კანს სათანადოდ ვერ იცავს. თუ თმის ცვენა, ქერტლი ან ამ მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, მზეზე ყოფნისას აუცილებლად უნდა ატაროთ კეპი ან რაიმე თავსაბურავი. კრემის წასმაც შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში დასვრილი თმის ატანა მოგიწევთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს