10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის კარიერას დასავლეთში წერტილი დაესმებოდა" - მწერალი დიმა ობოლაძეს, რუსების "ღორებად" მოხსენიების გამო, რასიზმში ადანაშაულებს
"მის კარიერას დასავლეთში წერტილი დაესმებოდა" - მწერალი დიმა ობოლაძეს, რუსების "ღორებად" მოხსენიების გამო, რასიზმში ადანაშაულებს

საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი და დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი პა­ა­ტა ქურ­და­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "რუს­თა­ვი 2"-ის წამ­ყვანს, დი­მიტ­რი ობო­ლა­ძეს აკ­რი­ტი­კებს. ობო­ლა­ძემ მწერ­ლის კრი­ტი­კა პირ­და­პირ ეთერ­ში რუ­სე­ბის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბით და­იმ­სა­ხუ­რა, სა­დაც მან უკ­რა­ი­ნა­ში მომ­ხდა­რი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ, რუ­სებს "ღო­რე­ბი"უწო­და (ნა­ხეთ ვი­დეო).

"ქარ­თუ­ლი "ლე­გი­ტი­მუ­რი" რა­სიზ­მი!... ახლა ამ ტიპს ვინ­მე თბი­ლი­სელ­მა ეთ­ნი­კუ­რად რუს­მა კბი­ლე­ბი რომ და­ამ­ტვრი­ოს, ღირ­სი არ იქ­ნე­ბა?... უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი და ქარ­თუ­ლი ტო­ლე­რან­ტო­ბის კარ­დი­ნა­ლე­ბი რომ ხმას არ ამო­ი­ღე­ბენ, ეს ფაქ­ტია, მათი 95% ასე­ვე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ყვე­ლა რუსი ღო­რია... ისე კი თუ მენ­დო­ბით, ევ­რო­პის ნე­ბის­მი­ერ არხს ძა­ლი­ან ძვი­რი და­უჯ­დე­ბო­და ეს ამ­ბა­ვი... ამ ობო­ლა­ძის კა­რი­ე­რა­ზე და იუ­რი­დი­ულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე არა­ფერს ვამ­ბობ:(...

ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ქარ­ტია თუ რა­სიზმსა და შე­უ­რაცმყო­ფელ გა­მოთ­ქმას შო­რის გან­სხვა­ვე­ბას ვერ ხე­დავს, მომ­მარ­თონ და უფა­სო ლექ­ცი­ას ჩა­ვუ­ტა­რებ. ეს ქსე­ნო­ფო­ბი­ა­საც კი ცდე­ბა. ეს იუ­რისპრუ­დენ­ცი­ის სფე­როა ჩვენს მიერ ასო­ცი­რე­ბულ ევ­რო­პა­ში...

ეს მა­რა­დუ­ლი და ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მაა მას შემ­დეგ, რაც ეს ერი არ­სე­ბობს და პირ­ველ რიგ­ში ეს რუ­სე­ბის პრობ­ლე­მაა. თუმ­ცა ეს არ გვძლევს ჩვენ უფ­ლე­ბას, მათ ან თუნ­დაც ნე­ბის­მი­ერ სხვას, ღო­რე­ბი ვუ­წო­დოთ, თო­რემ რუ­სეთს კრი­ტი­კა ისე­ვე ნე­ბა­დარ­თუ­ლია, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქვეყ­ნი­სა და ერის... მხო­ლოდ კრი­ტი­კას ტვი­ნი და კულ­ტუ­რა ჭირ­დე­ბა, ბა­ტონ ობო­ლა­ძეს კი სა­ვა­რა­უ­დოდ არც ერთი გა­აჩ­ნია და არც მე­ო­რე.

აჰა გუ­ლით კარ­გი ბიჭ ყო­ფი­ლა... ქარ­თვე­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი:) მე, რო­გორც ჩანს, ქარ­თვე­ლი არ ვარ, დიმა ობო­ლა­ძეა ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი:( ისე ეს "ღო­რუ­ლი" წარ­მო­შო­ბის სა­ხე­ლი მა­ინც შე­იც­ვა­ლოს.... უხერ­ხუ­ლია...", - და­წე­რა მწე­რალ­მა.

პა­ა­ტა ქურ­და­ძის პოსტს აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, მათ შო­რის დი­მიტ­რი ობო­ლა­ძის დამ­ცვე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი. მწე­რალ­მა თე­მას მე­ო­რე პოს­ტი მი­უ­ძღვნა და ტე­ლე­კომ­პა­ნია CNN-ზე მომ­ხდა­რი ფაქ­ტი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც Twitter-ში პი­რად გვერ­დზე ებ­რა­ე­ლე­ბის "ნა­ბიჭ­ვრე­ბად" მოხ­სე­ნი­ე­ბის გამო, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­მუ­შა­ოდ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში გაგ­ზავ­ნეს.

"ეს მათ­თვის, ვი­საც ჩემს გუ­შინ­დელ სტა­ტუს­ში, იმის შე­სა­ხებ რომ ობო­ლა­ძის კა­რი­ე­რას და­სავ­ლეთ­ში წერ­ტი­ლი და­ეს­მე­ბო­და ეჭვი შე­ე­პა­რა. გან­სა­კუთ­რე­ბით მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა, რომ ამე­რი­კელ­მა კო­რეს­პო­დენ­ტმა მთელ ის­რა­ელ ხალ­ხს კი არ უწო­და "მერ­ზავ­ცე­ბი", არა­მედ მათ, ვინც და­ბომბვას უყუ­რებ­და და ხა­რობ­და.. აი, და­ახ­ლო­ვე­ბით რო­გორც ჩვე­ნი 91-92 წლის მა­რაზ­მის დროს რუს­თა­ველ­ზე, ოპე­რას­თან ჩა­საფ­რე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა თა­ვი­სი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით. თა­ნაც CNN-ის კო­რეს­პო­დენ­ტმა ტვი­ტერ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა და არა პირ­და­ირ ეთერ­ში .. Twitter: "Израильтяне на холме у Сдерота (город в Израиле) радуются, видя, как бомбы падают на Газу; угрожают "разбить нашу машину, если я скажу хоть слово неправильно". Мерзавцы", - წერს ქურ­და­ძე.

ნა­ხეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ასე­ვე: "რუ­სე­თი ღო­რე­ბის ქვე­ყა­ნაა!" - დიმა ობო­ლა­ძემ პირ­და­პირ ეთერ­ში ემო­ცი­ე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მის კარიერას დასავლეთში წერტილი დაესმებოდა" - მწერალი დიმა ობოლაძეს, რუსების "ღორებად" მოხსენიების გამო, რასიზმში ადანაშაულებს

"მის კარიერას დასავლეთში წერტილი დაესმებოდა" - მწერალი დიმა ობოლაძეს, რუსების "ღორებად" მოხსენიების გამო, რასიზმში ადანაშაულებს

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"-ის წამყვანს, დიმიტრი ობოლაძეს აკრიტიკებს. ობოლაძემ მწერლის კრიტიკა პირდაპირ ეთერში რუსების მისამართით გაკეთებული განცხადებით დაიმსახურა, სადაც მან უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ, რუსებს "ღორები"უწოდა (ნახეთ ვიდეო).

"ქართული "ლეგიტიმური" რასიზმი!... ახლა ამ ტიპს ვინმე თბილისელმა ეთნიკურად რუსმა კბილები რომ დაამტვრიოს, ღირსი არ იქნება?... უფლებადამცველები და ქართული ტოლერანტობის კარდინალები რომ ხმას არ ამოიღებენ, ეს ფაქტია, მათი 95% ასევე დარწმუნებულია, რომ ყველა რუსი ღორია... ისე კი თუ მენდობით, ევროპის ნებისმიერ არხს ძალიან ძვირი დაუჯდებოდა ეს ამბავი... ამ ობოლაძის კარიერაზე და იურიდიულ პასუხისმგებლობაზე არაფერს ვამბობ:(...

ჟურნალისტური ქარტია თუ რასიზმსა და შეურაცმყოფელ გამოთქმას შორის განსხვავებას ვერ ხედავს, მომმართონ და უფასო ლექციას ჩავუტარებ. ეს ქსენოფობიასაც კი ცდება. ეს იურისპრუდენციის სფეროა ჩვენს მიერ ასოცირებულ ევროპაში...

ეს მარადული და ძალიან დიდი პრობლემაა მას შემდეგ, რაც ეს ერი არსებობს და პირველ რიგში ეს რუსების პრობლემაა. თუმცა ეს არ გვძლევს ჩვენ უფლებას, მათ ან თუნდაც ნებისმიერ სხვას, ღორები ვუწოდოთ, თორემ რუსეთს კრიტიკა ისევე ნებადართულია, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისა და ერის... მხოლოდ კრიტიკას ტვინი და კულტურა ჭირდება, ბატონ ობოლაძეს კი სავარაუდოდ არც ერთი გააჩნია და არც მეორე.

აჰა გულით კარგი ბიჭ ყოფილა... ქართველისთვის დამახასიათებელი:) მე, როგორც ჩანს, ქართველი არ ვარ, დიმა ობოლაძეა ნამდვილი ქართველი:( ისე ეს "ღორული" წარმოშობის სახელი მაინც შეიცვალოს.... უხერხულია...", - დაწერა მწერალმა.

პაატა ქურდაძის პოსტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის დიმიტრი ობოლაძის დამცველი კომენტარები. მწერალმა თემას მეორე პოსტი მიუძღვნა და ტელეკომპანია CNN-ზე მომხდარი ფაქტი გაიხსენა, როდესაც Twitter-ში პირად გვერდზე ებრაელების "ნაბიჭვრებად" მოხსენიების გამო, ჟურნალისტები სამუშაოდ ახლო აღმოსავლეთში გაგზავნეს.

"ეს მათთვის, ვისაც ჩემს გუშინდელ სტატუსში, იმის შესახებ რომ ობოლაძის კარიერას დასავლეთში წერტილი დაესმებოდა ეჭვი შეეპარა. განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება, რომ ამერიკელმა კორესპოდენტმა მთელ ისრაელ ხალხს კი არ უწოდა "მერზავცები", არამედ მათ, ვინც დაბომბვას უყურებდა და ხარობდა.. აი, დაახლოვებით როგორც ჩვენი 91-92 წლის მარაზმის დროს რუსთაველზე, ოპერასთან ჩასაფრებული პუბლიკა თავისი აპლოდისმენტებით. თანაც CNN-ის კორესპოდენტმა ტვიტერზე გამოაქვეყნა და არა პირდაირ ეთერში .. Twitter: "Израильтяне на холме у Сдерота (город в Израиле) радуются, видя, как бомбы падают на Газу; угрожают "разбить нашу машину, если я скажу хоть слово неправильно". Мерзавцы", - წერს ქურდაძე.

ნახეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: "რუსეთი ღორების ქვეყანაა!" - დიმა ობოლაძემ პირდაპირ ეთერში ემოციები ვერ შეიკავა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს