საპატრიარქო - მეუფე გერასიმე რუსეთში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს ეკლესიის სახელით ესწრებოდა

საპატრიარქო - მეუფე გერასიმე რუსეთში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს ეკლესიის სახელით ესწრებოდა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე რუსეთში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით ესწრებოდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, წმინდა სერგი რადონეჟელის 700 წლის საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით რუსეთში მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. საპატრიარქოდან ღონისძიებებში საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი მეუფე გერასიმე მონაწილეობდა.

შეხვედრა მოსკოვში, სამება-სერგიევის ლავრაში გაიმართა და წმინდა სერგეი რადონეჟელის 700 წლის იუბილეს მიეძღვნა.

რუსეთის საპატრიარქოს და კრემლის ოფიციალურ ვებვერდებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს რუსეთის პატრიარქმა და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინმა სასულიერო პირებს მოსკოვში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რთული პერიოდია, როგორც საერთაშორისო არენაზე, ასევე სულიერების სფეროში, რომლის გადალახვა ყველას ყოველდღიურად უწევს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნების ეკლესიების წარმომადგენლები ჩადიან მოსკოვში, ხვდებიან პატრიარქ კირილს და ერთად განიხილავენ პრობლემებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია