პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რძლის გადასარჩენად ჩავიდა წყალში და ორივე დაიხრჩო" - შემზარავი ტრაგედია სენაკში
"რძლის გადასარჩენად ჩავიდა წყალში და ორივე დაიხრჩო" - შემზარავი ტრაგედია სენაკში

სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნო­სირ­ში ამა­ვე სოფ­ლის მცხოვ­რე­ბი ორი ქალ­ბა­ტო­ნი მდი­ნა­რე მდი­ნა­რე ტე­ხურ­ში ბა­ნა­ო­ბი­სას და­იხ­რჩვნენ. რიტა მი­გი­ნე­იშ­ვი­ლი და თე­ო­ნა ბუ­კია ერთი ოჯა­ხის რძლე­ბი იყ­ვნენ.

რო­გორც ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი, ნუკ­რი ჯან­ჯღა­ვა ჰყვე­ბა, ერთი რძა­ლი მდი­ნა­რე­ში მე­ო­რის გა­და­სარ­ჩე­ნად ჩა­ვი­და, ისი­ნი დი­ნე­ბამ ჩა­ით­რია. ად­გილ­ზე მი­სულ­მა სე­ნა­კის სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მათი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს...

ნუკ­რი ჯან­ჯღა­ვა:

- ერთ ეზო­ში ცხოვ­რობ­დნენ ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, ძმე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ, გვა­რად სა­ხო­კი­ე­ბი არი­ან ის ბი­ჭე­ბი. ცალ-ცალ­კე იყ­ვნენ გა­სულ­ნი სა­ცხოვ­რებ­ლად, მაგ­რამ მა­ინც სულ ერ­თად იყ­ვნენ, ღო­ბეც კი არ ჰყოფ­დათ. რიტა მი­გი­ნეშ­ვი­ლი, 36 წლის იყო, 6 წლის შვი­ლი დარ­ჩა, მე­ო­რე, თე­ო­ნა ბუ­კია, ახა­ლი რძა­ლია, 19 წლის იყო. 3 თვის ფეხ­მძი­მე ყო­ფი­ლა, სა­ცო­და­ვი...

- რო­გორ მოხ­და ტრა­გე­დია?..

- მდი­ნა­რე ტე­ხუ­რა­ზე გა­საგ­რი­ლებ­ლად წა­სუ­ლან. რი­ტას, უფ­როს რძალს, შვილ­მა სთხო­ვა თურ­მე მდი­ნა­რე­ზე წა­ვი­დე­თო. იმ ად­გი­ლას, სა­დაც სა­ბა­ნა­ოდ ჩა­სუ­ლან, მუხ­ლე­ბამ­დეა წყა­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ჩქა­რი დი­ნე­ბაა და ცი­ვია... თე­ო­ნას დე­დაც ახ­ლდათ თურ­მე. ბავ­შვი სა­ჭყუმ­პა­ლა­ოდ ჩა­სუ­ლა. ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც იქვე ყო­ფი­ლან. პა­ტა­რას ფეხ­ზე ხავ­სი გა­მო­ე­დო თურ­მე, წა­ბორ­ძი­კე­ბუ­ლა და წყალ­ში ჩა­ვარ­დნი­ლა. დედა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ნა­ბიჯ­ზე იდგა, რა თქმა უნდა, შვილს და­სახ­მა­რებ­ლად მი­ვარ­და თურ­მე. ბავ­შვი სამ­შვი­დო­ბოს ამო­უყ­ვა­ნია, მაგ­რამ თა­ვად წა­ბორ­ძი­კე­ბუ­ლა. ეტყო­ბა, ქვებ­ზე წა­ბორ­ძიკ­და და წაქ­ცე­უ­ლა სა­ცო­და­ვი... ეტყო­ბა, გა­მოს­ვლა გა­უ­ჭირ­და, რად­გან ძლი­ე­რი დი­ნე­ბაა და თე­ო­ნა ჩა­სუ­ლა, მო­გეშ­ვე­ლე­ბიო. იმ ად­გი­ლას კი მუხ­ლე­ბამ­დეა წყა­ლი, მაგ­რამ ცოტა ქვე­მოთ, და­ახ­ლო­ე­ბით, 100 მეტრში, უკვე ღრმა არის, ეტყო­ბა, ჩა­ით­რია და ვე­ღარ ამო­ვიდ­ნენ თურ­მე...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"რძლის გადასარჩენად ჩავიდა წყალში და ორივე დაიხრჩო" - შემზარავი ტრაგედია სენაკში

"რძლის გადასარჩენად ჩავიდა წყალში და ორივე დაიხრჩო" - შემზარავი ტრაგედია სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში ამავე სოფლის მცხოვრები ორი ქალბატონი მდინარე მდინარე ტეხურში ბანაობისას დაიხრჩვნენ. რიტა მიგინეიშვილი და თეონა ბუკია ერთი ოჯახის რძლები იყვნენ.

როგორც ჩვენთან საუბარში სოფლის რწმუნებული, ნუკრი ჯანჯღავა ჰყვება, ერთი რძალი მდინარეში მეორის გადასარჩენად ჩავიდა, ისინი დინებამ ჩაითრია. ადგილზე მისულმა სენაკის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, მათი გადარჩენა ვერ შეძლეს...

ნუკრი ჯანჯღავა:

- ერთ ეზოში ცხოვრობდნენ ეს ქალბატონები, ძმების მეუღლეები იყვნენ, გვარად სახოკიები არიან ის ბიჭები. ცალ-ცალკე იყვნენ გასულნი საცხოვრებლად, მაგრამ მაინც სულ ერთად იყვნენ, ღობეც კი არ ჰყოფდათ. რიტა მიგინეშვილი, 36 წლის იყო, 6 წლის შვილი დარჩა, მეორე, თეონა ბუკია, ახალი რძალია, 19 წლის იყო. 3 თვის ფეხმძიმე ყოფილა, საცოდავი...

- როგორ მოხდა ტრაგედია?..

- მდინარე ტეხურაზე გასაგრილებლად წასულან. რიტას, უფროს რძალს, შვილმა სთხოვა თურმე მდინარეზე წავიდეთო. იმ ადგილას, სადაც საბანაოდ ჩასულან, მუხლებამდეა წყალი, მაგრამ ძალიან ჩქარი დინებაა და ცივია... თეონას დედაც ახლდათ თურმე. ბავშვი საჭყუმპალაოდ ჩასულა. ქალბატონებიც იქვე ყოფილან. პატარას ფეხზე ხავსი გამოედო თურმე, წაბორძიკებულა და წყალში ჩავარდნილა. დედა, რომელიც რამდენიმე ნაბიჯზე იდგა, რა თქმა უნდა, შვილს დასახმარებლად მივარდა თურმე. ბავშვი სამშვიდობოს ამოუყვანია, მაგრამ თავად წაბორძიკებულა. ეტყობა, ქვებზე წაბორძიკდა და წაქცეულა საცოდავი... ეტყობა, გამოსვლა გაუჭირდა, რადგან ძლიერი დინებაა და თეონა ჩასულა, მოგეშველებიო. იმ ადგილას კი მუხლებამდეა წყალი, მაგრამ ცოტა ქვემოთ, დაახლოებით, 100 მეტრში, უკვე ღრმა არის, ეტყობა, ჩაითრია და ვეღარ ამოვიდნენ თურმე...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია