მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა ვიტალი - ჩვენი დროის კიდევ ერთი დიდი წმინდანი
მამა ვიტალი - ჩვენი დროის კიდევ ერთი დიდი წმინდანი

ჯერ კი­დევ იო­ა­ნე სა­ბა­ნის­ძე მო­იხ­სე­ნი­ებ­და ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას "დე­დად წმი­და­თა", რად­გა­ნაც მის წი­აღ­ში არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი, არა­მედ სხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბიც კი შო­ბი­ლან და გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლან ქრის­ტე­ში. ამი­ტო­მაც ეწო­და სპარს ევსტა­თის მცხე­თე­ლი, ხოლო არაბ აბოს თბი­ლე­ლი. ასე­თი შემ­თხვე­ვა მრავ­ლა­დაა ქარ­თულ ის­ტო­რი­ულ სი­ნამ­დვი­ლე­ში.

დღეს კი იმ ადა­მი­ან­ზე გვინ­და გე­სა­უბ­როთ, რომ­ლიც ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩვენ გვერ­დით ცხოვ­რობ­და და სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. მის შე­სა­ხებ წიგ­ნი­დან შე­ვი­ტყვე – სამ­წუ­ხა­როდ, მე არა­სო­დეს მი­ნა­ხავს იგი პი­რა­დად, ისე­ვე, რო­გორც მამა გაბ­რი­ე­ლი. ჩვე­ნი დრო­ის ბე­რე­ბი­დან მხო­ლოდ მამა იო­სე­ბის, მამა გი­ორ­გი­სა და მამა ამ­ბრო­სის­თან შეხ­ვედ­რის ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­მა­ნი­ჭა უფალ­მა და ოდეს­მე მათ შე­სა­ხე­ბაც აუ­ცი­ლებ­ლად დავ­წერ. ახლა კი მამა ვი­ტა­ლი სი­დო­რენ­კო­ზე ვწერ – უკ­რა­ი­ნე­ლი წარ­მო­შო­ბის ბერ­ზე, რომ­ლის საფ­ლა­ვიც დღე­საც მზე­სა­ვით ათ­ბობს თბი­ლისს.

მამა ვი­ტა­ლის დედა მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი იყო. ამი­ტო­მაც მთე­ლი თა­ვი­სი ფეხ­მძი­მო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ევედ­რე­ბო­და უფალს: ისე­თი შვი­ლი მო­მე­ცი, შენ­თვი­საც სათ­ნო იყოს და ხალ­ხის­თვი­სა­ცო. რა მოკ­ლე და რა მრავ­ლისმთქმე­ლი ლოც­ვაა – ყვე­ლა­ფერს მო­ი­ცავს, რაც შე­იძ­ლე­ბა დე­დამ ისურ­ვოს და ინატ­როს შვი­ლი­სათ­ვის. ლოც­ვის პა­სუ­ხად ორი მზე იხი­ლა და მო­ეს­მა: ერთი მზე შენს სა­შო­ში­აო. 1928 წელს სო­ფელ ეკა­ტე­რი­ნოვ­კა­ში და­ი­ბა­და ჩვი­ლი, რო­მელ­მაც მარ­თლაც მზე­სა­ვით გა­ათ­ბო XX სა­უ­კუ­ნის ნაც­რის­ფე­რი ფე­რე­ბით ჩა­მუ­ქე­ბუ­ლი სას­ტი­კი ყოფა. შო­ბის­თა­ნა­ვე გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რა­საც გარ­შე­მო მყოფ­ნიც გრძნობ­დნენ: 8 დღი­სა მო­ნათ­ლეს. ნათ­ლო­ბი­სას იღი­მე­ბო­და და ემ­ბაზ­ში ფეხ­ზე იდგა; 40 დღი­სა რომ შე­იყ­ვა­ნა მღვდელ­მა სა­კურ­თხე­ველ­ში, ისე­თი მად­ლი წა­მო­ვი­და ჩვი­ლი­დან, მღვდე­ლი გა­მო­ვი­და და თქვა, ეს ბავ­შვი დიდი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბაო. დე­და­მისს ხში­რად ეს­მო­და, რო­გორ გა­ლობ­დნენ მის აკ­ვან­თან ან­გე­ლო­ზე­ბი. . . ოთხშა­ბათ­სა და პა­რას­კევს რძეს პირს არ აკა­რებ­და, ხოლო ხორ­ცის ჭამა პა­ტა­რა­ო­ბა­ში­ვე აიკ­რძა­ლა.. ეკ­ლე­სი­ის ზა­რე­ბის ხმას რომ გა­ი­გებ­და, ყვე­ლა­ფერს ტო­ვებ­და და ტაძ­რი­სა­კენ გარ­ბო­და.

მერე კი­თხვა ის­წავ­ლა და უსაყ­ვარ­ლეს წიგნს, სა­ხა­რე­ბას, გა­მუდ­მე­ბით კი­თხუ­ლობ­და. სულ თან დაჰ­ქონ­და, სკო­ლა­ში ბავ­შვებს უკი­თხავ­და, სო­ფელ­შიც მო­ხუ­ცებს მხო­ლოდ ამა­ზე ესა­უბ­რე­ბო­და. ერთხელ Bბაპ­ტისტ ქალს შეხ­ვდა და მისი მოქ­ცე­ვა სცა­და. სა­უ­ბარ­ში თავ­ზე და­ა­თენ­დათ. ქალი რომ ვერ და­არ­წმუ­ნა, უთხრა, ვი­ლო­ცებ, უფალ­მა სას­წა­უ­ლი მო­გივ­ლი­ნოს, იქ­ნებ, ამით მა­ინც დარ­წმუნ­დე და სი­მარ­თლი­სა­კენ მო­იქ­ცეო. შებ­რუნ­და და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის წი­ნა­შე და­ი­წყო ლოც­ვა. უც­ბად, ხატი გაბრ­წყინ­და. ქალ­მა აღი­ა­რა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა. მა­შინ ჯერ კი­დევ ბავ­შვი იყო. ასე­ვე, ჯერ კი­დევ ბავ­შვმა, ეზოს ბო­ლო­ში, ბუჩ­ქნარ­ში, ორმო ამო­თხა­რა და მთე­ლი დღე იმ ორ­მო­ში ლო­ცუ­ლობ­და ხოლ­მე.

მერე, როცა წა­მო­ი­ზარ­და, იმ დრო­ი­სათ­ვის გა­უ­გო­ნა­რი რამ ჩა­ი­დი­ნა – საბ­ჭო­თა პას­პორ­ტი და­ხია. მან უკვე იცო­და, რა სურ­და და რა გზას უნდა გაჰ­ყო­ლო­და.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ბოლო წლებ­ში აღ­დგა ეკ­ლე­სი­ებ­ში წირ­ვა-ლოც­ვა, გა­იხ­სნა და გა­ნახ­ლდა უამ­რა­ვი მო­ნას­ტე­რი. ომის შემ­დეგ გა­იხ­სნა ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სერ­გი­ე­ვის ლავ­რაც. ვი­ტა­ლი სწო­რედ ამ ლავ­რა­ში წა­ვი­და და მის აღ­დგე­ნა-აღმშე­ნებ­ლო­ბა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მაგ­რამ, რად­გან სა­ბუ­თე­ბი არ ჰქონ­და, ბე­რებ­მა გლი­ნის უდაბ­ნო­ში წას­ვლა ურ­ჩი­ეს, რო­მელ­საც არ­სე­ბო­ბის ოთხსა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია ჰქონ­და. ეს უდაბ­ნო რუ­სე­თის სუ­ლი­ერ მდე­ლოს წარ­მო­ად­გენ­და, ოპ­ტი­ნის უდაბ­ნოს­თან ერ­თად. 1922 წელს და­კე­ტეს და გა­ძარ­ცვეს. მსო­ლოდ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს მის­ცეს ბე­რებს უდაბ­ნო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა და და­ვა­ნე­ბის უფ­ლე­ბა. სწო­რედ აქ ის­წავ­ლა ვი­ტა­ლიმ ჭეშ­მა­რი­ტი ბე­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სათ­ნო­ე­ბა­ნი. აქ მო­იხ­ვე­ჭა გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ლოც­ვის მად­ლი. მაგ­რამ პას­პორ­ტის გა­რე­შე აქაც არ გა­ა­ჩე­რებ­დნენ დიდ­ხანს, ამი­ტო­მაც გა­ე­რი­და ამ ად­გილ­საც და რუ­სე­თის სიწ­მინ­დე­ე­ბის მო­ლოც­ვა და­ი­წყო. ყო­ველ­თვის თან დაჰ­ყვე­ბო­და მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის კრე­ბუ­ლი. იჭერ­დნენ, სცემ­დნენ, დას­ცი­ნოდ­ნენ, ლან­ძღავ­დნენ. . . ერთხელ ისე სცე­მეს, რომ მკვდა­რი ეგო­ნათ და მორ­გში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ გა­დარ­ჩა. ტუ­ბერ­კუ­ლი­ოზ­საც გა­და­ურ­ჩა – არა­და, უკვე ფილ­ტვე­ბი ეშ­ლე­ბო­და. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არა­ფერს ჭამ­და, ყვე­ლა­ფერს სხვებს ური­გებ­და, ღა­მით დგე­ბო­და და სნე­უ­ლე­ბი­სათ­ვის ლო­ცუ­ლობ­და. გა­დარ­ჩა. მომ­ლოც­ვე­ლო­ბი­სას, სა­დაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ყო­ველ­თვის გლი­ნის უდაბ­ნო­ში ბრუნ­დე­ბო­და თა­ვის საყ­ვა­რელ მო­ძღვარ­თან, სუ­ლით გაძ­ლი­ერ­დე­ბო­და და კვლავ თა­ვის გზა­ზე მი­ე­შუ­რე­ბო­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად

sponsored by ContentRoom

მამა ვიტალი - ჩვენი დროის კიდევ ერთი დიდი წმინდანი

მამა ვიტალი - ჩვენი დროის კიდევ ერთი დიდი წმინდანი

ჯერ კიდევ იოანე საბანისძე მოიხსენიებდა ქართულ ეკლესიას "დედად წმიდათა", რადგანაც მის წიაღში არა მხოლოდ ქართველი, არამედ სხვა ეროვნების ადამიანებიც კი შობილან და გაბრწყინებულან ქრისტეში. ამიტომაც ეწოდა სპარს ევსტათის მცხეთელი, ხოლო არაბ აბოს თბილელი. ასეთი შემთხვევა მრავლადაა ქართულ ისტორიულ სინამდვილეში.

დღეს კი იმ ადამიანზე გვინდა გესაუბროთ, რომლიც ჩვენს სინამდვილეში, ჩვენ გვერდით ცხოვრობდა და სულ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მის შესახებ წიგნიდან შევიტყვე – სამწუხაროდ, მე არასოდეს მინახავს იგი პირადად, ისევე, როგორც მამა გაბრიელი. ჩვენი დროის ბერებიდან მხოლოდ მამა იოსების, მამა გიორგისა და მამა ამბროსისთან შეხვედრის ბედნიერება მომანიჭა უფალმა და ოდესმე მათ შესახებაც აუცილებლად დავწერ. ახლა კი მამა ვიტალი სიდორენკოზე ვწერ – უკრაინელი წარმოშობის ბერზე, რომლის საფლავიც დღესაც მზესავით ათბობს თბილისს.

მამა ვიტალის დედა მორწმუნე ადამიანი იყო. ამიტომაც მთელი თავისი ფეხმძიმობის განმავლობაში ევედრებოდა უფალს: ისეთი შვილი მომეცი, შენთვისაც სათნო იყოს და ხალხისთვისაცო. რა მოკლე და რა მრავლისმთქმელი ლოცვაა – ყველაფერს მოიცავს, რაც შეიძლება დედამ ისურვოს და ინატროს შვილისათვის. ლოცვის პასუხად ორი მზე იხილა და მოესმა: ერთი მზე შენს საშოშიაო. 1928 წელს სოფელ ეკატერინოვკაში დაიბადა ჩვილი, რომელმაც მართლაც მზესავით გაათბო XX საუკუნის ნაცრისფერი ფერებით ჩამუქებული სასტიკი ყოფა. შობისთანავე გამოირჩეოდა, რასაც გარშემო მყოფნიც გრძნობდნენ: 8 დღისა მონათლეს. ნათლობისას იღიმებოდა და ემბაზში ფეხზე იდგა; 40 დღისა რომ შეიყვანა მღვდელმა საკურთხეველში, ისეთი მადლი წამოვიდა ჩვილიდან, მღვდელი გამოვიდა და თქვა, ეს ბავშვი დიდი ადამიანი იქნებაო. დედამისს ხშირად ესმოდა, როგორ გალობდნენ მის აკვანთან ანგელოზები. . . ოთხშაბათსა და პარასკევს რძეს პირს არ აკარებდა, ხოლო ხორცის ჭამა პატარაობაშივე აიკრძალა.. ეკლესიის ზარების ხმას რომ გაიგებდა, ყველაფერს ტოვებდა და ტაძრისაკენ გარბოდა.

მერე კითხვა ისწავლა და უსაყვარლეს წიგნს, სახარებას, გამუდმებით კითხულობდა. სულ თან დაჰქონდა, სკოლაში ბავშვებს უკითხავდა, სოფელშიც მოხუცებს მხოლოდ ამაზე ესაუბრებოდა. ერთხელ Bბაპტისტ ქალს შეხვდა და მისი მოქცევა სცადა. საუბარში თავზე დაათენდათ. ქალი რომ ვერ დაარწმუნა, უთხრა, ვილოცებ, უფალმა სასწაული მოგივლინოს, იქნებ, ამით მაინც დარწმუნდე და სიმართლისაკენ მოიქცეო. შებრუნდა და ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაიწყო ლოცვა. უცბად, ხატი გაბრწყინდა. ქალმა აღიარა ჭეშმარიტება. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ასევე, ჯერ კიდევ ბავშვმა, ეზოს ბოლოში, ბუჩქნარში, ორმო ამოთხარა და მთელი დღე იმ ორმოში ლოცულობდა ხოლმე.

მერე, როცა წამოიზარდა, იმ დროისათვის გაუგონარი რამ ჩაიდინა – საბჭოთა პასპორტი დახია. მან უკვე იცოდა, რა სურდა და რა გზას უნდა გაჰყოლოდა.

მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში აღდგა ეკლესიებში წირვა-ლოცვა, გაიხსნა და განახლდა უამრავი მონასტერი. ომის შემდეგ გაიხსნა ყოვლადწმინდა სამების სერგიევის ლავრაც. ვიტალი სწორედ ამ ლავრაში წავიდა და მის აღდგენა-აღმშენებლობაშიც მონაწილეობდა. მაგრამ, რადგან საბუთები არ ჰქონდა, ბერებმა გლინის უდაბნოში წასვლა ურჩიეს, რომელსაც არსებობის ოთხსაუკუნოვანი ისტორია ჰქონდა. ეს უდაბნო რუსეთის სულიერ მდელოს წარმოადგენდა, ოპტინის უდაბნოსთან ერთად. 1922 წელს დაკეტეს და გაძარცვეს. მსოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს მისცეს ბერებს უდაბნოში დაბრუნებისა და დავანების უფლება. სწორედ აქ ისწავლა ვიტალიმ ჭეშმარიტი ბერული ცხოვრება და ქრისტიანული სათნოებანი. აქ მოიხვეჭა განუწყვეტელი ლოცვის მადლი. მაგრამ პასპორტის გარეშე აქაც არ გააჩერებდნენ დიდხანს, ამიტომაც გაერიდა ამ ადგილსაც და რუსეთის სიწმინდეების მოლოცვა დაიწყო. ყოველთვის თან დაჰყვებოდა მორწმუნე ადამიანების კრებული. იჭერდნენ, სცემდნენ, დასცინოდნენ, ლანძღავდნენ. . . ერთხელ ისე სცემეს, რომ მკვდარი ეგონათ და მორგში გადაიყვანეს, მაგრამ გადარჩა. ტუბერკულიოზსაც გადაურჩა – არადა, უკვე ფილტვები ეშლებოდა. საავადმყოფოში არაფერს ჭამდა, ყველაფერს სხვებს ურიგებდა, ღამით დგებოდა და სნეულებისათვის ლოცულობდა. გადარჩა. მომლოცველობისას, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის გლინის უდაბნოში ბრუნდებოდა თავის საყვარელ მოძღვართან, სულით გაძლიერდებოდა და კვლავ თავის გზაზე მიეშურებოდა.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია