მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლივ ტაილერი: ''ეს არ იყო იოლი პერიოდი...''
ლივ ტაილერი: ''ეს არ იყო იოლი პერიოდი...''

მას მერე, რაც ქმარს - მუ­სი­კოს რო­ის­ტონ ლენგდონს და­შორ­და, ლივ ტა­ი­ლერ­მა კი­ნო­ში დაბ­რუ­ნე­ბაც გა­და­წყვი­ტა. ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და სე­რი­ა­ლი "მი­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი" მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, წელს კი­დევ ორი ახა­ლი ფილ­მი გა­მო­ვა. სე­რი­ა­ლი "და­კარ­გუ­ლე­ბის" რე­ჟი­სორს ეკუთ­ვნის, საკ­მა­ოდ მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნია და უკვე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბი­თაც სარ­გებ­ლობს.

"აე­როს­მი­ტის" ლი­დე­რის, სტი­ვენ ტა­ი­ლე­რის, ქა­ლიშ­ვი­ლი, 38 წლის ლივ ტა­ი­ლე­რი ახალ ფილ­მსა და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს.

ცნო­ბი­სათ­ვის, ლი­ვის დედა მომ­ღე­რა­ლი და ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ბიბი ბი­უ­ე­ლია, რო­მელ­საც სტივ ტა­ი­ლე­რის­გან უკა­ნო­ნოდ გა­უჩ­ნდა შვი­ლი. ლივ­მა მხო­ლოდ 11 წლის ასაკ­ში შე­ი­ტყო ნამ­დვი­ლი მა­მის ვი­ნა­ო­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბაც გა­ა­ბა მას­თან.

სწო­რედ მა­მამ შე­უ­წყო ხელი კა­რი­ე­რა­ში - ჯგუფ "აე­როს­მი­ტის" კლიპ­ში გა­მო­ჩე­ნილ­მა მშვე­ნი­ერ­მა გო­გო­ნამ უცებ მი­ი­პყრო პრო­დი­უ­სე­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბა. მერე იყო ბერ­ტო­ლუ­ჩის "წარ­მა­ვა­ლი სი­ლა­მა­ზე", "არ­მა­გე­დო­ნი", "ბეჭ­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი" და მო­უ­ლოდ­ნე­ლი გაქ­რო­ბა. ეკ­რა­ნებ­ზე კარ­გა ხანს არ ჩან­და - გა­თხოვ­და, შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა. მერე კი ოჯა­ხი და­ენგრა და დეპ­რე­სი­ას ებ­რძო­და. ახლა ისევ სავ­სეა ენერ­გი­ით.

- "ჟი­ვან­შის­თან" მქონ­და ათწ­ლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი და ამის გამო თუ გა­მოვ­დი­ო­დი სახ­ლი­დან, თავი-სუ­ფალ დროს პა­ტარ-პა­ტა­რა ფილ­მებ­შიც ვთა­მა­შობ­დი. გან­ქორ­წი­ნე­ბა ემო­ცი­უ­რად დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ქალ­ზე. როცა მე და როი დავ­შორ­დით, მინ­დო­და, მთე­ლი დრო ვაჟ­თან გა­მე­ტა­რე­ბი­ნა, მა­ი­ლოს­თვის სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და ოჯა­ხუ­რი სიმ­ყუდ­რო­ვის გა­რე­მო შე­მექ­მნა. ეს არ იყო იოლი პე­რი­ო­დი...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ლივ ტაილერი: ''ეს არ იყო იოლი პერიოდი...''

ლივ ტაილერი: ''ეს არ იყო იოლი პერიოდი...''

მას მერე, რაც ქმარს - მუსიკოს როისტონ ლენგდონს დაშორდა, ლივ ტაილერმა კინოში დაბრუნებაც გადაწყვიტა. ეკრანებზე გამოვიდა სერიალი ''მიტოვებულები'' მისი მონაწილეობით, წელს კიდევ ორი ახალი ფილმი გამოვა. სერიალი ''დაკარგულების'' რეჟისორს ეკუთვნის, საკმაოდ მძაფრსიუჟეტიანია და უკვე დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

''აეროსმიტის'' ლიდერის, სტივენ ტაილერის, ქალიშვილი, 38 წლის ლივ ტაილერი ახალ ფილმსა და პირად ცხოვრებაზე საუბრობს.

ცნობისათვის, ლივის დედა მომღერალი და ყოფილი მოდელი ბიბი ბიუელია, რომელსაც სტივ ტაილერისგან უკანონოდ გაუჩნდა შვილი. ლივმა მხოლოდ 11 წლის ასაკში შეიტყო ნამდვილი მამის ვინაობა და ურთიერთობაც გააბა მასთან.

სწორედ მამამ შეუწყო ხელი კარიერაში - ჯგუფ ''აეროსმიტის'' კლიპში გამოჩენილმა მშვენიერმა გოგონამ უცებ მიიპყრო პროდიუსერების ყურადღება. მერე იყო ბერტოლუჩის ''წარმავალი სილამაზე'', ''არმაგედონი'', ''ბეჭდების მბრძანებელი'' და მოულოდნელი გაქრობა. ეკრანებზე კარგა ხანს არ ჩანდა - გათხოვდა, შვილი გააჩინა. მერე კი ოჯახი დაენგრა და დეპრესიას ებრძოდა. ახლა ისევ სავსეა ენერგიით.

- ''ჟივანშისთან'' მქონდა ათწლიანი კონტრაქტი და ამის გამო თუ გამოვდიოდი სახლიდან, თავი-სუფალ დროს პატარ-პატარა ფილმებშიც ვთამაშობდი. განქორწინება ემოციურად დიდ გავლენას ახდენს ქალზე. როცა მე და როი დავშორდით, მინდოდა, მთელი დრო ვაჟთან გამეტარებინა, მაილოსთვის სტაბილურობისა და ოჯახური სიმყუდროვის გარემო შემექმნა. ეს არ იყო იოლი პერიოდი...

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება