სანაპიროზე, რესტორან "თაღლაურას" ქვემოთ "მერსედესის" და BMW მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეხაჯა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. BMW მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მისი გადმოყვანა მანქანიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
დაშავებული მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავდა ასევე "მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლი და მგზავრი. მათ შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვთ. ორივე მათგანს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარება, თუმცა მათი საავადმყოფოში გადაყვანა, მაინც აუცილებელი გახდა. ორივე მათგანი რესპუბლიკურ საავამდყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
"აწყვეტილი BMW მარკის მანქანის მძღოლი გასწრებას ცდილობდა, როდესაც საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ "მერსედესის" მარკის მანქანას დაეხაჯა", ყვება Ambebi.ge-სთან თვითმხილველი.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა შეფერხებული იყო.