სამართალდამცავებმა ყვითელი ავტობუსის მძღოლის გარდაცვალების საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, ისანი-სამგორის სამმართველოს მეცხრე განყოფილების თანამშრომლებმა ზემო ფონიჭალის დასახლებაში N19 ავტობუსის მძღოლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ადე ო. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ისანი-სამგორის სამმართველოს მეცხრე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ადე ო. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 17 ივლისს, ზემო ფონიჭალის დასახლებაში N19 ავტობუსის მძღოლს, 1964 წელს დაბადებულ ვალერიან ე-ს ურთიერთშელაპარაკებისას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ადე ო. მომხდარიდან მეორე დღეს თბილისში დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით).