ბოლო პერიოდში ზოგიერთი ბეჭდური და ინტერენეტგამოცემა წერდა, რომ ვანო მერაბიშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ამ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ ჭორები მიზნად ისახავს ზიანი მიაყენოს ვანო მერაბიშვილის პერსონას.
Facebook/ თაკო სალაყაია:
"ვანო ჯანსაღად და ძლიერადაა და აგრძელებს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. რომ ვერ გატეხეს, ახლა აბსურდულ ჭორებს უვრცელებენ. ეს ჭორები შეიცავს საფრთხეს, რომ მას მართლა მიაყენონ ზიანი და ამ ჭორებით ამზადებენ თავის გასამართლებელ ვერსიას, რომ ვანომ ფსიქიური აშლილობის ნიადაგზე თავი დაიზიანა", - წერს სალაყაია.
ასევე დაგაინტერესებთ | ვანო მერაბიშვილი შორტების ჩაცმის უფლებას ითხოვს