სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზმან კადიროვმა ინსტაგრამზე დოკუ უმაროვის ცხედრის ფოტო გამოაქვეყნა
რაზმან კადიროვმა ინსტაგრამზე დოკუ უმაროვის ცხედრის ფოტო გამოაქვეყნა

 

ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვარ­სარ­დალ­მა რაზ­მან კა­დი­როვ­მა "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზე კავ­კა­სი­უ­რი ბან­დფორ­მი­რე­ბის ლი­დე­რის, დოკუ უმა­რო­ვის ცხედ­რის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"მე აქამ­დეც გან­ვა­ცხა­დე, რომ დოკუ უმა­რო­ვი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბი­სას. მაგ­რამ სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მე­დია ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეჭვქვეშ აყე­ნებ­და. ისი­ნი ამ­ბობ­დნენ, რომ ცხე­და­რი არ არ­სე­ბობ­და. ჩვენ კი გვქონ­და უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მისი გა­ნად­გუ­რე­ბის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქნა აღი­ა­რე­ბუ­ლი. ახლა მათ­თვის, ვი­საც სურ­და და­ე­ჯე­რე­ბი­ნა, რომ ეს ვირ­თხა კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვუჩ­ვე­ნოთ გვა­მის ფოტო", - წერს კა­დი­რო­ვი.

ჩეჩ­ნე­თის მთა­ვარ­სარ­დალ­მა დას­ძი­ნა, რომ უმა­როვ­მა "იპოვ­ნა თა­ვის ნავ­სა­ყუ­დელ იქ, სა­დაც ეძებ­და". "უმა­რო­ვი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა მებ­რძო­ლი. ის ყო სპე­ცი­ა­ლის­ტი მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე დაბ­რა­ლე­ბის. ამა­ში მან სალ­მან რა­დუ­ევ­საც კი აჯო­ბა" - აღ­ნიშ­ნა კა­დი­როვ­მა. "და არა­სო­დეს ჩეჩ­ნეთ­ში აღარ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან უმა­რო­ვე­ბი, ბა­სა­ე­ვე­ბი, ხა­ბა­ტე­ბი. ამის­თვის ჩვენ გვაქვს ნება, ძალა და ერ­თი­ა­ნო­ბა".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ წლის 8 აპ­რილს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე "ეფეს­ბე"-ს თავ­მჯდო­მა­რემ, ალექ­სან­დრ ბორტნი­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "იმა­რატ კავ­კა­ზის" უფ­რო­სის, დოკუ უმა­რო­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი იყო.

2010 წელს დოკუ უმა­რო­ვი ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქნა შე­ტა­ნი­ლი ამე­რი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რის­ტე­ბის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში. 2011 წელს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ უმა­რო­ვი იმ ტე­რო­რის­ტე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, ვინც ალ ქა­ე­დას უკავ­შირ­დე­ბა. ამა­ვე წელს უმა­რო­ვის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ვა­შინგტონ­მა და­ა­წე­სა ჯილ­დო, 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სა­ხით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რაზმან კადიროვმა ინსტაგრამზე დოკუ უმაროვის ცხედრის ფოტო გამოაქვეყნა

რაზმან კადიროვმა ინსტაგრამზე დოკუ უმაროვის ცხედრის ფოტო გამოაქვეყნა

 

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავარსარდალმა რაზმან კადიროვმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე კავკასიური ბანდფორმირების ლიდერის, დოკუ უმაროვის ცხედრის ფოტო გამოაქვეყნა.

”მე აქამდეც განვაცხადე, რომ დოკუ უმაროვი განადგურებული იყო სპეცოპერაციის ჩატარებისას. მაგრამ სხვადასხვა ორგანოების წარმომადგენლები და მედია ამ ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებდა. ისინი ამბობდნენ, რომ ცხედარი არ არსებობდა. ჩვენ კი გვქონდა უტყუარი მტკიცებულება მისი განადგურების. მოგვიანებით გარდაცვალება ოფიციალურად იქნა აღიარებული. ახლა მათთვის, ვისაც სურდა დაეჯერებინა, რომ ეს ვირთხა კიდევ ცოცხალი იყო, ჩვენ შეგვიძლია ვუჩვენოთ გვამის ფოტო”, - წერს კადიროვი.

ჩეჩნეთის მთავარსარდალმა დასძინა, რომ უმაროვმა ”იპოვნა თავის ნავსაყუდელ იქ, სადაც ეძებდა”. ”უმაროვი არასოდეს ყოფილა მებრძოლი. ის ყო სპეციალისტი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების საკუთარ თავზე დაბრალების. ამაში მან სალმან რადუევსაც კი აჯობა” - აღნიშნა კადიროვმა. ”და არასოდეს ჩეჩნეთში აღარ გამოჩნდებიან უმაროვები, ბასაევები, ხაბატები. ამისთვის ჩვენ გვაქვს ნება, ძალა და ერთიანობა".

შეგახსენებთ, რომ ამ წლის 8 აპრილს ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე ”ეფესბე”-ს თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის ”იმარატ კავკაზის” უფროსის, დოკუ უმაროვის საქმიანობა განეიტრალებული იყო.

2010 წელს დოკუ უმაროვი ოფიციალურად იქნა შეტანილი ამერიკის საერთაშორისო ტერორისტების საძიებო სისტემაში. 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ უმაროვი იმ ტერორისტების სიაში შეიყვანა, ვინც ალ ქაედას უკავშირდება. ამავე წელს უმაროვის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის ვაშინგტონმა დააწესა ჯილდო, 5 მილიონი დოლარის სახით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა