პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარლჰაინც ჰოპფი - საქართველოს მიზანი, გაემყარებინა ურთიერთობები ევროკავშირთან, მიღწეულია
კარლჰაინც ჰოპფი - საქართველოს მიზანი, გაემყარებინა ურთიერთობები ევროკავშირთან, მიღწეულია

ავ­სტრია მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ჩვენ მზად ვართ მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ თქვენს გზას, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე ავ­სტრი­ის რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს მოქ­მედ­მა თავ­მჯდო­მა­რემ კარლ­ჰა­ინც ჰო­პფ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს არის ის­ტო­რი­უ­ლი დღე. "ჩვენ ერ­თად შე­ვიკ­რი­ბეთ, რათა აღ­ვნიშ­ნოთ ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის და ასე­ვე ევ­რო­პის­თვის. რა­ტი­ფი­კა­ცია ევ­რო­კავ­შირ­თან არის დიდი პა­ტი­ვი ჩემ­თვის და მე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცით სი­ტყვით გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი ამ სხდო­მა­ზე. ეს არის უმ­ნიშ­ვნლე­ო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს იძ­ლე­ვა გან­ვი­თა­რე­ბის ახალ პერ­სპექ­ტი­ვას.

ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლომ დიდი პროგ­რე­სი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის და­ი­წყო 1992 წელს, მას შემ­დეგ, რაც და­იბ­რუ­ნა სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი. ევ­რო­კავ­შირ­მა და სა­ქარ­თვე­ლომ და­ას­რუ­ლეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და შე­თან­ხმდნენ ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცველ სა­ვაჭ­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე. ჩვენ ვხე­დავთ, რომ ეს მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნა გან­ხორ­ცი­ელ­და, მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც შე­ი­ტა­ნა წვლი­ლი ამ შე­დე­გის მიღ­წე­ვა­ში", - გა­ნა­ცხა­და ჰო­პფ­მა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მი­ზა­ნი, რომ გა­ემ­ყა­რე­ბი­ნა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ევ­რო­კავ­შირ­თან, მიღ­წე­უ­ლია. "ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბას ხელი 27 ივ­ნისს მო­ე­წე­რა, ვა­მა­ყობ, სხვა­თა შო­რის მაგ დღეს ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა და ეს არის სიმ­ბო­ლუ­რი არა ჩემ­თვის, არა­მედ თქვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და მე ვიცი, რომ ეს იყო თქვე­ნი პრე­მი­ე­რის და­ბა­დე­ბის წინა დღე", - აღ­ნიშ­ნა ჰო­პფ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, შე­თან­ხმე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან გა­აღ­რმა­ვებს ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ კავ­ში­რებს. "რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რი მო­ე­ლის, ეს ქვეყ­ნე­ბი გახ­დე­ბი­ან ახლო მე­ზობ­ლე­ბი, იქ­ნე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იქ­ნე­ბა მჭიდ­რო ევ­რო­კავ­შირ­სა და მის აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რებს შო­რის. ეს შე­თან­ხმე­ბა შე­ი­ცავს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ნა­წილ­საც. ევ­რო­კავ­ში­რი ითა­ნამ­შრომ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა­ში მხარ­და­ჭე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩე­მის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო არის პრო­და­სავ­ლუ­რი და პრო­ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა. ავ­სტრია მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ჩვენ მზად ვართ მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ თქვე­ნი ტრანსფორ­მა­ცი­ის გზას და მე მსურს და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ავ­სტრია ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბას მალე მოხ­დეს", - აღ­ნიშ­ნა ჰო­პფ­მა.

მი­სი­ვე თქმით, იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღეა იმ­ყო­ფე­ბა და შეხ­ვედ­რე­ბი ჰქონ­და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. მათ შო­რის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან. "მე მქონ­და სა­შუ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რსაც შევ­ხვედ­რო­დი, ასე­ვე შევხდი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილს. ყვე­ლა ამ შეხ­ვედ­რა­ზე მე ვიგ­რძე­ნი ნება, მზა­ო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თქვენ მზად იქ­ნე­ბით გა­ი­ა­როთ ეს გზა. დღე­ვან­დელ­მა სხდო­მამ მე მომ­ცა რწმე­ნა, რომ თქვენ მი­აღ­წევთ წარ­მა­ტე­ბას. მო­გი­ლო­ცავთ კი­დევ ერთხელ და ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბულ ევ­რო­პულ მო­მა­ვალს", - აღ­ნიშ­ნა ავ­სტრი­ის რეს­პუბ­ლი­კის პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს მოქ­მედ­მა თავ­მჯდო­მა­რემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

კარლჰაინც ჰოპფი - საქართველოს მიზანი, გაემყარებინა ურთიერთობები ევროკავშირთან, მიღწეულია

კარლჰაინც ჰოპფი - საქართველოს მიზანი, გაემყარებინა ურთიერთობები ევროკავშირთან, მიღწეულია

ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს გადაწყვეტილებას და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თქვენს გზას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ კარლჰაინც ჰოპფმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დღეს არის ისტორიული დღე. "ჩვენ ერთად შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ ისტორიული მომენტი საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და ასევე ევროპისთვის. რატიფიკაცია ევროკავშირთან არის დიდი პატივი ჩემთვის და მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ საშუალება მომეცით სიტყვით გამოვსულიყავი ამ სხდომაზე. ეს არის უმნიშვნლეოვანესი გადაწყვეტილება, ეს იძლევა განვითარების ახალ პერსპექტივას.

ბოლო წლებში საქართველომ დიდი პროგრესი განახორციელა. ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიწყო 1992 წელს, მას შემდეგ, რაც დაიბრუნა სუვერენიტეტი. ევროკავშირმა და საქართველომ დაასრულეს მოლაპარაკებები და შეთანხმდნენ ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ხელშეკრულებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მიზანი და ამოცანა განხორციელდა, მადლობა ყველას, ვინც შეიტანა წვლილი ამ შედეგის მიღწევაში", - განაცხადა ჰოპფმა.

მისი თქმით, საქართველოს მიზანი, რომ გაემყარებინა ურთიერთობები ევროკავშირთან, მიღწეულია. "ევროკავშირთან ასოცირებას ხელი 27 ივნისს მოეწერა, ვამაყობ, სხვათა შორის მაგ დღეს ჩემი დაბადების დღეა და ეს არის სიმბოლური არა ჩემთვის, არამედ თქვენი ქვეყნისთვის და მე ვიცი, რომ ეს იყო თქვენი პრემიერის დაბადების წინა დღე", - აღნიშნა ჰოპფმა.

მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულება, შეთანხმება ევროკავშირთან გააღრმავებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს. "როგორც ევროკავშირი მოელის, ეს ქვეყნები გახდებიან ახლო მეზობლები, იქნება განვითარებული და გაზრდილი, თანამშრომლობა იქნება მჭიდრო ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის. ეს შეთანხმება შეიცავს თავისუფალი ვაჭრობის ნაწილსაც. ევროკავშირი ითანამშრომლებს საქართველოს მთავრობასთან პროდუქციის წარმოებაში მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩემის აზრით, საქართველო არის პროდასავლური და პროევროპული ქვეყანა. ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს გადაწყვეტილებას და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თქვენი ტრანსფორმაციის გზას და მე მსურს დაგარწმუნოთ, რომ ავსტრია ამ ხელშეკრულების რატიფიცირებას მალე მოხდეს", - აღნიშნა ჰოპფმა.

მისივე თქმით, იგი საქართველოში რამდენიმე დღეა იმყოფება და შეხვედრები ჰქონდა მთავრობის წარმომადგენლებთან. მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. "მე მქონდა საშულება რამდენიმე პარლამენტის წევრსაც შევხვედროდი, ასევე შევხდი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს. ყველა ამ შეხვედრაზე მე ვიგრძენი ნება, მზაობა ევროკავშირის გზაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მზად იქნებით გაიაროთ ეს გზა. დღევანდელმა სხდომამ მე მომცა რწმენა, რომ თქვენ მიაღწევთ წარმატებას. მოგილოცავთ კიდევ ერთხელ და ყველას ვუსურვებ წარმატებულ ევროპულ მომავალს", - აღნიშნა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა