სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რატიფიცირებულია
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რატიფიცირებულია

ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მიერ რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. დო­კუ­მენ­ტმა ერ­თსუ­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო. "ევ­რო­კავ­შირს და ევ­რო­პის ატო­მუ­რი ენერ­გი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და მათ წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ" შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა 123 ხმით გან­ხორ­ცი­ელ­და. რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ევ­რო­კავ­ში­რის ჰიმ­ნი შეს­რულ­და.

სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­შირს შო­რის ხელ­მო­წე­რილ დო­კუ­მენტზე მსჯე­ლო­ბა პარ­ლა­მენ­ტში დი­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის არსი და ძი­რი­თა­დი ას­პექ­ტე­ბი დე­პუ­ტა­ტებს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მაია ფან­ჯი­კი­ძემ გა­აც­ნო. ევ­რო­კავ­შირ­თან ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ვაჭ­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ტა­რე­ბულ და გა­სა­ტა­რე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა.

მი­ნის­ტრე­ბის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნა დე­პუ­ტა­ტებ­მა – სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტე­ბი­სა და ფრაქ­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ი­კა­ვეს.

პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სხდო­მის მე­ო­რე ნა­წი­ლი მიწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბის გა­მოს­ვლე­ბით და­ი­წყო. თავ­და­პირ­ვე­ლად ტრი­ბუ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა. ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და მის­გან მო­სა­ლოდ­ნელ შე­დე­გებ­ზე ისა­უბ­რა ევ­რო­კო­მი­სარ­მა შტე­ფან ფუ­ლემ. ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბით ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ევ­რო­პას­თან და­ახ­ლო­ე­ბა ლატ­ვი­ი­სა და ბულ­გა­რე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა და ავ­სტრი­ის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ მი­უ­ლო­ცეს.

დღეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო პარ­ლა­მენ­ტში პრე­ზი­დენ­ტის მის­ვლა. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მიწ­ვე­ულ სტუმ­რებს შო­რის არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა ის ქუ­თა­ის­ში სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ჩა­ვი­და და რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პარ­ლა­მენ­ტის რიგ­გა­რე­შე სე­სია მის მიერ არის მოწ­ვე­უ­ლი და მის­ვლა შე­ეძ­ლო. კენ­ჭისყ­რის შემ­დეგ დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რა­ტი­დან მი­მარ­თა პრე­ზი­დენ­ტმა და ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა მი­უ­ლო­ცა.

პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მას ეს­წრე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი.

კენ­ჭისყ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რატიფიცირებულია

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რატიფიცირებულია

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია. დოკუმენტმა ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო. "ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ" შეთანხმების რატიფიცირება 123 ხმით განხორციელდა. რატიფიცირების შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა.

საქართველო-ევროკავშირს შორის ხელმოწერილ დოკუმენტზე მსჯელობა პარლამენტში დილიდან მიმდინარეობდა. ხელშეკრულების არსი და ძირითადი ასპექტები დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გააცნო. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით გატარებულ და გასატარებელ ღონისძიებებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.

მინისტრების შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა დეპუტატებმა – საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა დაიკავეს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მეორე ნაწილი მიწვეული სტუმრების გამოსვლებით დაიწყო. თავდაპირველად ტრიბუნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობასა და მისგან მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა ევროკომისარმა შტეფან ფულემ. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებით ქართულ საზოგადოებას ევროპასთან დაახლოება ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცეს.

დღეს მოულოდნელი იყო პარლამენტში პრეზიდენტის მისვლა. გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურად მიწვეულ სტუმრებს შორის არ ყოფილა, თუმცა ის ქუთაისში საკუთარი გადაწყვეტილებით ჩავიდა და როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის რიგგარეშე სესია მის მიერ არის მოწვეული და მისვლა შეეძლო. კენჭისყრის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას პარლამენტის სპიკერატიდან მიმართა პრეზიდენტმა და ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მიულოცა.

პარლამენტის სხდომას ესწრებოდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ პარლამენტში საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა