პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ვნახე სავარძელზე მიბმული დაგლეჯილი ბავშვის სხეული" - რას ყვება ადგილობრივი ქალი "ბოინგ 777"-ის ტრაგედიაზე
"მე ვნახე სავარძელზე მიბმული დაგლეჯილი ბავშვის სხეული" - რას ყვება ადგილობრივი ქალი "ბოინგ 777"-ის ტრაგედიაზე

"მთე­ლი ღამე დავ­ცქე­რო­დი მა­ლა­ი­ზი­უ­რი ბო­ინ­გის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ჩვი­ლის შემ­ზა­რავ ფო­ტოს და ვფიქ­რობ­დი, - ღმერ­თო, რა გა­უხ­და მსოფ­ლი­ოს ამ კრემლში და­ბუ­დე­ბუ­ლი თეთრთვა­ლე­ბა არ­სე­ბე­ბის გას­რე­სა" - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში კი­ე­ვე­ლი ივა­ნა გორ­ბა­ტი­უ­კი, რუ­სე­თის სა­ზღვარ­ზე ჩა­მოგ­დე­ბულ ავი­ა­ლა­ი­ნერ­თან და­კავ­ში­რე­ბით...

- სე­პა­რა­ტის­ტებს უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი ეგო­ნათ და იმი­ტომ ეს­რო­ლეს. ეს რომ ასეა, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ იცის, მათ შო­რის, ამე­რი­კამ და ევ­რო­პა­მაც და თავს თუ მო­ი­კა­ტუ­ნე­ბენ, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ეს რა­კე­ტით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ავად­მყო­ფე­ბი მა­თაც და­ბომ­ბა­ვენ. ეს კა­ტას­ტრო­ფა არის გზავ­ნი­ლი და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს მი­მართ. სა­ნამ კი­დევ დროა, აგ­რე­სო­რი თუ არ შე­ა­ჩე­რეს, მერე უკვე გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა... გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვკი­თხუ­ლობ­დი, ჩემი რუსი ნაც­ნო­ბე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის კო­მენ­ტა­რებს. ერთ-ერ­თმა და­წე­რა, დროა, უკ­რა­ი­ნას სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი გა­ე­ცე­სო... და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ, რომ იმ ჭა­ობ­ში ყოფ­ნა არ გვინ­და, რა­საც დღე­ვან­დე­ლი რუ­სე­თი ჰქვია!.. ისი­ნი თა­ვი­ანთ ფი­უ­რერს ამარ­თლე­ბენ და უკ­რა­ი­ნის­კენ იშ­ვე­რენ ხელს. ცოტა ხნის წინ, ალ­ბათ ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ასე მა­ხინ­ჯი აზ­როვ­ნე­ბა ჰქონ­დათ. შოკ­ში ვარ...

- თუ იცით რას ჰყვე­ბი­ან იმ რა­ი­ო­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბი, სა­დაც თვითმფრი­ნა­ვი ჩა­მო­ვარ­და?..

- დიახ, თით­ქმის მუდ­მი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ყვე­ლა იმ რა­ი­ო­ნის მკვიდრთან... გრა­ბო­ვო­ე­ლი ახალ­გაზ­რდა ჰყვე­ბო­და, რომ აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, ორად გა­ყო­ფი­ლი თვითმფრი­ნა­ვი და­ი­ნა­ხა, ეტყო­ბა, დარ­ტყმის ძა­ლამ, ავი­ა­ლა­ი­ნე­რი შუ­ა­ზე გა­და­ტე­ხა. ეს ფო­ტო­ე­ბი­და­ნაც ჩანს, მე ვნა­ხე სა­ვარ­ძელ­ზე მიბ­მუ­ლი და­გე­ლი­ჯი­ლი ბავ­შვის სხე­უ­ლი... ბო­დიშს ვუხ­დი ქარ­თველ მკი­თხველს, რომ ასეთ სა­ში­ნელ დე­ტა­ლებ­ზე ვსა­უბ­რობ, თქვენ ხომ ჩვენ­ზე არა­ნაკ­ლებ კარ­გად იცით, თუ რას ნიშ­ნავს რუ­სეთ­თან მე­ზობ­ლო­ბა...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

იხი­ლეთ ასე­ვე: კა­ტას­ტრო­ფის ად­გილ­ზე 121 მგზავ­რის ცხე­და­რია აღ­მო­ჩე­ნი­ლი - ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბი "ბო­ინგ 777"-ის ჩა­მო­ვარ­დნის ად­გი­ლი­დან

"მე ვნახე სავარძელზე მიბმული დაგლეჯილი ბავშვის სხეული" - რას ყვება ადგილობრივი ქალი "ბოინგ 777"-ის ტრაგედიაზე

"მე ვნახე სავარძელზე მიბმული დაგლეჯილი ბავშვის სხეული" - რას ყვება ადგილობრივი ქალი "ბოინგ 777"-ის ტრაგედიაზე

"მთელი ღამე დავცქეროდი მალაიზიური ბოინგის აფეთქების შედეგად დაღუპული ჩვილის შემზარავ ფოტოს და ვფიქრობდი, - ღმერთო, რა გაუხდა მსოფლიოს ამ კრემლში დაბუდებული თეთრთვალება არსებების გასრესა" - ამბობს ჩვენთან საუბარში კიეველი ივანა გორბატიუკი, რუსეთის საზღვარზე ჩამოგდებულ ავიალაინერთან დაკავშირებით...

- სეპარატისტებს უკრაინული სამხედრო თვითმფრინავი ეგონათ და იმიტომ ესროლეს. ეს რომ ასეა, მთელმა მსოფლიომ იცის, მათ შორის, ამერიკამ და ევროპამაც და თავს თუ მოიკატუნებენ, ერთ მშვენიერ დღეს ეს რაკეტით შეიარაღებული ავადმყოფები მათაც დაბომბავენ. ეს კატასტროფა არის გზავნილი დანარჩენი მსოფლიოს მიმართ. სანამ კიდევ დროა, აგრესორი თუ არ შეაჩერეს, მერე უკვე გვიანი იქნება... გაოგნებული ვკითხულობდი, ჩემი რუსი ნაცნობებისა და მეგობრების კომენტარებს. ერთ-ერთმა დაწერა, დროა, უკრაინას საბოლოო პასუხი გაეცესო... და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ იმ ჭაობში ყოფნა არ გვინდა, რასაც დღევანდელი რუსეთი ჰქვია!.. ისინი თავიანთ ფიურერს ამართლებენ და უკრაინისკენ იშვერენ ხელს. ცოტა ხნის წინ, ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასე მახინჯი აზროვნება ჰქონდათ. შოკში ვარ...

- თუ იცით რას ჰყვებიან იმ რაიონის მცხოვრებლები, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა?..

- დიახ, თითქმის მუდმივი ურთიერთობა მაქვს ყველა იმ რაიონის მკვიდრთან... გრაბოვოელი ახალგაზრდა ჰყვებოდა, რომ აფეთქების შემდეგ, ორად გაყოფილი თვითმფრინავი დაინახა, ეტყობა, დარტყმის ძალამ, ავიალაინერი შუაზე გადატეხა. ეს ფოტოებიდანაც ჩანს, მე ვნახე სავარძელზე მიბმული დაგელიჯილი ბავშვის სხეული... ბოდიშს ვუხდი ქართველ მკითხველს, რომ ასეთ საშინელ დეტალებზე ვსაუბრობ, თქვენ ხომ ჩვენზე არანაკლებ კარგად იცით, თუ რას ნიშნავს რუსეთთან მეზობლობა...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ასევე: კატასტროფის ადგილზე 121 მგზავრის ცხედარია აღმოჩენილი - ბოლო მონაცემები "ბოინგ 777"-ის ჩამოვარდნის ადგილიდან

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა