პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სეპარატისტებს სურთ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი "მოასუფთაონ"
"სეპარატისტებს სურთ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი "მოასუფთაონ"

მა­ლა­ი­ზი­ის ავი­ა­ხა­ზე­ბის კუთ­ვნი­ლი "ბო­ინგ 777" უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, დო­ნეც­კის ოლ­ქში, რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს ჩა­მო­ვარ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ლა­ი­ზი­უ­რი "ბო­ინ­გი", "მიწა-ჰა­ე­რის" ტი­პის რა­კე­ტით არის ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ "უოლ სთრით ჯორ­ნა­ლი" იუ­წყე­ბა. სპეც­სამ­სა­ხუ­რებს ჯერ არ შე­უძ­ლი­ათ იმის გან­სა­ზღვრა, აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში კონ­ფლიქ­ტის რო­მელ მხა­რეს ეკუთ­ვნო­და ჭურ­ვი. ამ დრო­ის­თვის, ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ფრე­ნის ტრა­ექ­ტო­რი­ას აა­ნა­ლი­ზე­ბენ იმის და­სად­გე­ნად, თუ ვინ ჩა­მო­აგ­დო სა­მო­ქა­ლა­ქო თვითმფრი­ნა­ვი.

ავი­ა­ლა­ი­ნე­რი ამ­სტერ­და­მი-კუ­ა­ლა-ლუმ­პუ­რის რე­ისს ას­რუ­ლებ­და და 10 ათა­სი მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მიფ­რი­ნავ­და. მას­ში 280 მგზავ­რი (მათ შო­რის 80 ბავ­შვი) და ეკი­პა­ჟის 15 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. რუ­სე­თის სა­ზღვა­რი თვითმფრი­ნავს მოს­კო­ვის დრო­ით 17:25 სთ-სთვის უნდა გა­და­ეკ­ვე­თა...

სამ­გზავ­რო ავი­ა­ლა­ი­ნე­რის ჩა­მო­ვარ­დნის შე­საძ­ლო ვერ­სი­ებ­ზე, სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კურ ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" მთა­ვარ რე­დაქ­ტორს, ირაკ­ლი ალა­დაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ:

- თით­ქმის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ მა­ლა­ი­ზი­ის ავი­ა­ხა­ზე­ბის კუთ­ვნი­ლი "ბო­ინგ 777" ბუ­კის ტი­პის იმ სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო და­ნაგდ­რი­დან ჩა­მო­აგ­დეს, რო­მე­ლიც ტე­რო­რის­ტებს ქა­ლაქ სნეჟნო­ეს მდი­და­მო­ებ­ში ჰქონ­დათ გან­თავ­სე­ბუ­ლი. ამის თქმის უფ­ლე­ბას ინ­ტერ­ნეტ­ში უკვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფოტო და ვი­დეო კად­რე­ბი იძ­ლე­ვა, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ გა­და­აქვთ ბუ­კის და­ნად­გა­რი ტე­რო­რის­ტებს იმ მი­და­მო­ებ­ში, რო­მელ­საც თა­ვად აკონ­ტრო­ლე­ბენ, ვგუ­ლის­ხმობ დო­ნეც­კის ოლქს. სხვა­თა შო­რის, ბუ­კის გა­და­ტა­ნის ფოტო ავი­ა­ლა­ნი­ე­რის ჩა­მოგ­დე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე გა­მოქ­ვეყ­ნდა. ამის გარ­და, არ­სე­ბობს იმის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლაც, თუ რო­გორ გა­და­მა­ლეს ეს და­ნად­გა­რი ქა­ლაქ­ში, ანუ ერთ-ერთი კორ­პუ­სის ქვეშ დგას და სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტის თეთ­რი კვა­ლიც, რო­მე­ლიც ავი­ა­ლა­ი­ნე­რის ჩა­მო­საგ­დე­ბად გა­უშ­ვეს. ასე­ვე არ­სე­ბობს, ვი­დე­ო­კად­რი თუ რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბა ტე­რო­რის­ტე­ბის ბუკი გას­რო­ლის შემ­დეგ. ამ­დე­ნი და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი კად­რი არ­სე­ბობს. უბ­რა­ლოდ, სე­პა­რა­ტის­ტე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით იქ არა­ვის უშ­ვე­ბენ, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ, სურთ თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის ად­გი­ლი "მო­ა­სუფ­თა­ონ".

- ით­ქვა, რომ შავი ყუთი მათ ხელ­შია...

- დიახ, ასეა. მა­ლა­ი­ზი­ის მხა­რემ კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხო­ვა, რომ ხელი არა­ფერს ახ­ლონ, თუმ­ცა, რუ­სუ­ლი მხა­რე აცხა­დებს, რომ მოს­კოვ­ში უნდა გა­აგ­ზავ­ნონ, რა შუ­ა­შია მოს­კო­ვი, ეს უკვე სა­კი­თხია... საქ­მე ის არის, რომ ავი­ა­ლა­ი­ნე­რის ფრთებს გა­რე­დან სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ელე­მენ­ტე­ბის კვა­ლი ექ­ნე­ბა და რუ­სე­ბი ამ კვა­ლის წაშ­ლას ეც­დე­ბი­ან.

- გავ­რცელ­და სე­პა­რა­ტის­ტე­ბის სა­უბ­რის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ისი­ნი ამ ავი­ა­ლა­ი­ნერ­ზე სა­უბ­რო­ბენ. რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა, რომ ეს კი­დევ ერთ ნივთმტკი­ცე­ბუ­ლე­ბად იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი?

- მოს­მე­ნი­ლი მაქვს, რა­ზეც სა­უბ­რობთ და თუ დამ­ტკიც­და, რომ ეს რე­ა­ლო­ბას­თან ახ­ლოს არის, და მი­მაჩ­ნია, რომ ასეც არის, რად­გან უკ­რა­ი­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მათ რე­გუ­ლა­რუ­ლად უს­მე­ნენ. ეს კი მარ­თლაც ამ­ტკი­ცებს იმას, რომ ეს ბუკი ტე­რო­რის­ტებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს.

- თუმ­ცა, მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ არ გა­აჩ­ნი­ათ ისე­თი სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბა, რომ­ლი­თაც დიდ მან­ძილ­ზე თვითმფრი­ნა­ვე­ბის ჩა­მოგ­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა...

- ეს სიც­რუ­ეა, რად­გან რამ­დე­ნი­მე დღის წინ, და­ახ­ლო­ე­ბით სამი კვი­რის წინ, დო­ნეცკ­ში, მათ აი­ღეს სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი, სა­დაც ერთი ასე­თი "ბუკა" იდგა, თუმ­ცა, რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე აცხა­დებს, ის მწყობ­რში არ იყო. საქ­მე ის არის, რომ ამ და­ნად­გარს ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ა­ნი, სამ­ხედ­როს ვგუ­ლის­ხმობ, ვერ გა­მო­ი­ყე­ნებს, მის მარ­თვას სპე­ცი­ა­ლის­ტი სჭირ­დე­ბა. ასე რომ, არ­სე­ბობს ეჭვი, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ოფიც­რე­ბი იყ­ვნენ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

იხი­ლეთ ასე­ვე: კა­ტას­ტრო­ფის ად­გილ­ზე 121 მგზავ­რის ცხე­და­რია აღ­მო­ჩე­ნი­ლი - ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბი "ბო­ინგ 777"-ის ჩა­მო­ვარ­დნის ად­გი­ლი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

"სეპარატისტებს სურთ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი "მოასუფთაონ"

"სეპარატისტებს სურთ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი "მოასუფთაონ"

მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქში, რუსეთის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მალაიზიური "ბოინგი", "მიწა-ჰაერის" ტიპის რაკეტით არის ჩამოგდებული. ამის შესახებ "უოლ სთრით ჯორნალი" იუწყება. სპეცსამსახურებს ჯერ არ შეუძლიათ იმის განსაზღვრა, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის რომელ მხარეს ეკუთვნოდა ჭურვი. ამ დროისთვის, ამერიკელი ექსპერტები ფრენის ტრაექტორიას აანალიზებენ იმის დასადგენად, თუ ვინ ჩამოაგდო სამოქალაქო თვითმფრინავი.

ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა. მასში 280 მგზავრი (მათ შორის 80 ბავშვი) და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. რუსეთის საზღვარი თვითმფრინავს მოსკოვის დროით 17:25 სთ-სთვის უნდა გადაეკვეთა...

სამგზავრო ავიალაინერის ჩამოვარდნის შესაძლო ვერსიებზე, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს ვესაუბრეთ:

- თითქმის დადასტურებულია, რომ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ბუკის ტიპის იმ საზენიტო-სარაკეტო დანაგდრიდან ჩამოაგდეს, რომელიც ტერორისტებს ქალაქ სნეჟნოეს მდიდამოებში ჰქონდათ განთავსებული. ამის თქმის უფლებას ინტერნეტში უკვე გავრცელებული ფოტო და ვიდეო კადრები იძლევა, სადაც ჩანს, თუ როგორ გადააქვთ ბუკის დანადგარი ტერორისტებს იმ მიდამოებში, რომელსაც თავად აკონტროლებენ, ვგულისხმობ დონეცკის ოლქს. სხვათა შორის, ბუკის გადატანის ფოტო ავიალანიერის ჩამოგდებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა. ამის გარდა, არსებობს იმის ამსახველი ფოტომასალაც, თუ როგორ გადამალეს ეს დანადგარი ქალაქში, ანუ ერთ-ერთი კორპუსის ქვეშ დგას და საზენიტო რაკეტის თეთრი კვალიც, რომელიც ავიალაინერის ჩამოსაგდებად გაუშვეს. ასევე არსებობს, ვიდეოკადრი თუ როგორ გადაადგილდება ტერორისტების ბუკი გასროლის შემდეგ. ამდენი დამამტკიცებელი კადრი არსებობს. უბრალოდ, სეპარატისტები ჯერჯერობით იქ არავის უშვებენ, რადგან სავარაუდოდ, სურთ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი "მოასუფთაონ".

- ითქვა, რომ შავი ყუთი მათ ხელშია...

- დიახ, ასეა. მალაიზიის მხარემ კატეგორიულად მოითხოვა, რომ ხელი არაფერს ახლონ, თუმცა, რუსული მხარე აცხადებს, რომ მოსკოვში უნდა გააგზავნონ, რა შუაშია მოსკოვი, ეს უკვე საკითხია... საქმე ის არის, რომ ავიალაინერის ფრთებს გარედან საზენიტო რაკეტის დამაზიანებელი ელემენტების კვალი ექნება და რუსები ამ კვალის წაშლას ეცდებიან.

- გავრცელდა სეპარატისტების საუბრის აუდიოჩანაწერი, სადაც ისინი ამ ავიალაინერზე საუბრობენ. რამდენად შეიძლება, რომ ეს კიდევ ერთ ნივთმტკიცებულებად იქნეს გამოყენებული?

- მოსმენილი მაქვს, რაზეც საუბრობთ და თუ დამტკიცდა, რომ ეს რეალობასთან ახლოს არის, და მიმაჩნია, რომ ასეც არის, რადგან უკრაინის სპეცსამსახურები მათ რეგულარულად უსმენენ. ეს კი მართლაც ამტკიცებს იმას, რომ ეს ბუკი ტერორისტებმა გამოიყენეს.

- თუმცა, მათ განაცხადეს, რომ მათ არ გააჩნიათ ისეთი სამხედრო შეიარაღება, რომლითაც დიდ მანძილზე თვითმფრინავების ჩამოგდება შეიძლება...

- ეს სიცრუეა, რადგან რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით სამი კვირის წინ, დონეცკში, მათ აიღეს სამხედრო ნაწილი, სადაც ერთი ასეთი "ბუკა" იდგა, თუმცა, როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ის მწყობრში არ იყო. საქმე ის არის, რომ ამ დანადგარს ნებისმიერ ადამიანი, სამხედროს ვგულისხმობ, ვერ გამოიყენებს, მის მართვას სპეციალისტი სჭირდება. ასე რომ, არსებობს ეჭვი, რომ სპეციალისტები რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცრები იყვნენ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ასევე: კატასტროფის ადგილზე 121 მგზავრის ცხედარია აღმოჩენილი - ბოლო მონაცემები "ბოინგ 777"-ის ჩამოვარდნის ადგილიდან

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა