სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაცებს რომ გაეღოთ ხმა, ის ბიჭი ამდენს ვერ გაბედავდა" - რამ შეიწირა №19 ავტობუსის მძღოლი
"კაცებს რომ გაეღოთ ხმა, ის ბიჭი ამდენს ვერ გაბედავდა" - რამ შეიწირა №19 ავტობუსის მძღოლი

"იმ ბიჭს კონ­ტრო­ლი­ო­რიც სთხოვ­და, ფე­ხე­ბი ჩა­მო­ი­ღე, მაგ ად­გილ­ზე პურს ვა­წყობთ და ვჭამთ ხოლ­მეო, მაგ­რამ იმან ფე­ხე­ბი არაფ­რით არ ჩა­მო­ი­ღო, თან ყვი­რო­და, სა­დაც გინ­დათ, იქ მი­ჩივ­ლე­თო"

"მძღოლს ლან­ძღავ­დნენ, ის კი ით­მენ­და და ცდი­ლობ­და, ბოლო გა­ჩე­რე­ბა­ზე მშვი­დო­ბი­ა­ნად მი­ვეყ­ვა­ნეთ. ავ­ტო­ბუ­სი რომ და­ი­ცა­ლა, ის ბიჭი ყვე­ლა­ზე ბო­ლოს ჩა­მო­ვი­და. მძღოლ­მა და­უ­ძა­ხა, ახლა მი­თხა­რი, რა გინ­დო­დაო. ის კი მო­უტ­რი­ალ­და და ხელი გა­არ­ტყა."

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მო­სარ­გებ­ლე არც თუ მდი­და­რი ფენა მგზავ­რო­ბის მა­ღა­ლი ფა­სე­ბი­სა და მგზავ­რო­ბის აუ­ტა­ნე­ლი პი­რო­ბე­ბის გამო ჯავრს ძალ­ზე ხში­რად მძღო­ლებ­სა და კონ­ტრო­ლი­ო­რებ­ზე იყ­რის. № 19 ავ­ტო­ბუ­სის მგზავ­რებ­მა არა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ მძღო­ლის მი­მართ ერთ-ერთი მგზავ­რის მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი იმ აგ­რე­სი­ის­თვის შე­ე­შა­ლათ ხელი, რა­მაც მძღო­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ისი­ნიც შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის პა­სი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ნი გახ­დნენ, - ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დი­ლის ექ­ვსი სა­ა­თი­დან ღა­მის პირ­ველ სა­ა­თამ­დე სა­ჭეს უზის და მათ ემ­სა­ხუ­რე­ბა, ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა, რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ხე­ლის ერთი დარ­ტყმით სი­ცო­ცხლეს გა­მო­ა­სალ­მა. არა­და ვა­ლე­რი ეს­ვან­ჯია მხო­ლოდ 45 წლის იყო და ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ფეხ­ზე ჰყავ­და და­სა­ყე­ნე­ბე­ლი.

ვარ­კე­თილ­ში, № 19 ავ­ტო­ბუს­ში ასულ­მა 27 წლის გ. მ-მ ავ­ტო­ბუს­ში და­საჯ­დო­მი ვერ გა­მო­ნა­ხა და მძღო­ლის კა­ბი­ნის გვერ­დით და­მონ­ტა­ჟე­ბულ თა­ვი­სუ­ფალ სკამს მი­ა­შუ­რა. რო­გორც წესი, მგზავ­რე­ბი ამ სკა­მით პი­კის სა­ა­თებ­შიც კი ვერ სარ­გებ­ლო­ბენ, - ტრა­დი­ცი­უ­ლად მძღო­ლე­ბი სკა­მის სა­ზურ­გეს აძ­რო­ბენ და ინა­ხა­ვენ, მი­ზე­ზად კი იმას ასა­ხე­ლე­ბენ, რომ უფ­ლე­ბა არ აქვთ სატ­რან­სპორ­ტო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ად­გი­ლი სხვას და­უთ­მონ. გ. მ. ამ არ­გუ­მენ­ტმა ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხო­ვა, რომ მძღოლს სკა­მის სა­ზურ­გე მის­თვის გა­და­ე­ცა, რათა დამ­ჯდა­რი­ყო. ამის შემ­დეგ მძღოლ­მა სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვა არ­ჩია და მას სკა­მის სა­ზურ­გე გა­დას­ცა, რის შე­დე­გა­დაც გ. მ სკამ­ზე მო­თავ­სდა, ხოლო ფე­ხე­ბი მძღო­ლის გვერ­დით მდე­ბა­რე მო­ტორ­ზე შე­მო­ა­წყო. რის გა­მოც ამ­ჯე­რად ვა­ლე­რი ეს­ვან­ჯი­ამ მოს­თხო­ვა კა­ტე­გო­რი­უ­ლად, ფე­ხე­ბი დაბ­ლა ჩა­მო­ე­წყო. გ.მ-მ ეს არ გა­ა­კე­თა და ლან­ძღვა-გი­ნე­ბა გა­ნაგ­რძო. მძღო­ლი ცდი­ლობ­და, პა­სუ­ხი არ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა. თუმ­ცა ჩან­და, რომ თავ­შე­კა­ვე­ბა უჭირ­და და ნერ­ვი­უ­ლობ­და.

ლელა შ, თვითმხილ­ვე­ლი:

- ავ­ტო­ბუსს პირ­ვე­ლი­ვე გა­ჩე­რე­ბი­დან­ვე მოვ­ყვე­ბო­დი, ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც უდა­ნა­შა­უ­ლო მძღო­ლი ჩვენ თვალ­წინ მოკ­ლა, მთე­ლი მგზავ­რო­ბის მან­ძილ­ზე იმ­დე­ნად აუ­ტან­ლად იქ­ცე­ო­და, რომ რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ფიქ­რე, მძღოლს მოთ­მი­ნე­ბის ძაფი გა­უ­წყდე­ბა, რა­მეს და­ვე­ჯა­ხე­ბით და და­ვი­ხო­ცე­ბით-მეთ­ქი. იმ ბიჭს კონ­ტრო­ლი­ო­რიც სთხოვ­და, ფე­ხე­ბი ჩა­მო­ი­ღე, მაგ ად­გილ­ზე პურს ვა­წყობთ და ვჭამთ ხოლ­მეო, მაგ­რამ იმან ფე­ხე­ბი არაფ­რით არ ჩა­მო­ი­ღო, თან ყვი­რო­და, სა­დაც გინ­და იქ მი­ჩივ­ლე­თო. მინ­დო­და იმ ბი­ჭის­თვს ხელი მო­მე­კი­დე­ბი­ნა და დაბ­ლა ჩა­მებ­რძა­ნე­ბი­ნა და ვუ­თხა­რი კი­დეც, რა დღე­ში ხარ, სად­მე გა­და­ვი­ჩე­ხე­ბით-მეთ­ქი, მაგ­რამ რა აზრი ჰქონ­და, ჩემ გარ­და ერთ-ორმა ქლმა ამო­ი­ღო ხმა და ამით დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი, კა­ცე­ბი ჩუ­მად იჯ­დნენ. ამის მრცხვე­ნია და თავს დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ. კა­ცებს რომ გა­ე­ღოთ ხმა, ის ბიჭი ამ­დენს ვერ გა­ბე­დავ­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"კაცებს რომ გაეღოთ ხმა, ის ბიჭი ამდენს ვერ გაბედავდა" - რამ შეიწირა №19 ავტობუსის მძღოლი

"კაცებს რომ გაეღოთ ხმა, ის ბიჭი ამდენს ვერ გაბედავდა" - რამ შეიწირა №19 ავტობუსის მძღოლი

"იმ ბიჭს კონტროლიორიც სთხოვდა, ფეხები ჩამოიღე, მაგ ადგილზე პურს ვაწყობთ და ვჭამთ ხოლმეო, მაგრამ იმან ფეხები არაფრით არ ჩამოიღო, თან ყვიროდა, სადაც გინდათ, იქ მიჩივლეთო"

"მძღოლს ლანძღავდნენ, ის კი ითმენდა და ცდილობდა, ბოლო გაჩერებაზე მშვიდობიანად მივეყვანეთ. ავტობუსი რომ დაიცალა, ის ბიჭი ყველაზე ბოლოს ჩამოვიდა. მძღოლმა დაუძახა, ახლა მითხარი, რა გინდოდაო. ის კი მოუტრიალდა და ხელი გაარტყა."

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე არც თუ მდიდარი ფენა მგზავრობის მაღალი ფასებისა და მგზავრობის აუტანელი პირობების გამო ჯავრს ძალზე ხშირად მძღოლებსა და კონტროლიორებზე იყრის.  № 19 ავტობუსის მგზავრებმა არაფერი გააკეთეს, რომ მძღოლის მიმართ ერთ-ერთი მგზავრის მიერ გამოვლენილი იმ აგრესიისთვის შეეშალათ ხელი, რამაც მძღოლის გარდაცვალება გამოიწვია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ისინიც შემზარავი მკვლელობის პასიური მონაწილენი გახდნენ, - ადამიანი, რომელიც დილის ექვსი საათიდან ღამის პირველ საათამდე საჭეს უზის და მათ ემსახურება, ერთ-ერთმა მგზავრმა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხელის ერთი დარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა. არადა ვალერი ესვანჯია მხოლოდ 45 წლის იყო და ერთადერთი შვილი ფეხზე ჰყავდა დასაყენებელი.

ვარკეთილში,  № 19 ავტობუსში ასულმა 27 წლის გ. მ-მ ავტობუსში დასაჯდომი ვერ გამონახა და მძღოლის კაბინის გვერდით დამონტაჟებულ თავისუფალ სკამს მიაშურა. როგორც წესი, მგზავრები ამ სკამით პიკის საათებშიც კი ვერ სარგებლობენ, - ტრადიციულად მძღოლები სკამის საზურგეს აძრობენ და ინახავენ, მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ უფლება არ აქვთ სატრანსპორტო სპეციალისტების ადგილი სხვას დაუთმონ. გ. მ. ამ არგუმენტმა ვერ დააკმაყოფილა და კატეგორიულად მოითხოვა, რომ მძღოლს სკამის საზურგე მისთვის გადაეცა, რათა დამჯდარიყო. ამის შემდეგ მძღოლმა სიტუაციის განმუხტვა არჩია და მას სკამის საზურგე გადასცა, რის შედეგადაც გ. მ სკამზე მოთავსდა, ხოლო ფეხები მძღოლის გვერდით მდებარე მოტორზე შემოაწყო. რის გამოც ამჯერად ვალერი ესვანჯიამ მოსთხოვა კატეგორიულად, ფეხები დაბლა ჩამოეწყო. გ.მ-მ ეს არ გააკეთა და ლანძღვა-გინება განაგრძო. მძღოლი ცდილობდა, პასუხი არ დაებრუნებინა. თუმცა ჩანდა, რომ თავშეკავება უჭირდა და ნერვიულობდა.

ლელა შ, თვითმხილველი:

- ავტობუსს პირველივე გაჩერებიდანვე მოვყვებოდი, ეს ადამიანი, რომელმაც უდანაშაულო მძღოლი ჩვენ თვალწინ მოკლა, მთელი მგზავრობის მანძილზე იმდენად აუტანლად იქცეოდა, რომ რამდენჯერმე ვიფიქრე, მძღოლს მოთმინების ძაფი გაუწყდება, რამეს დავეჯახებით და დავიხოცებით-მეთქი. იმ ბიჭს კონტროლიორიც სთხოვდა, ფეხები ჩამოიღე, მაგ ადგილზე პურს ვაწყობთ და ვჭამთ ხოლმეო, მაგრამ იმან ფეხები არაფრით არ ჩამოიღო, თან ყვიროდა, სადაც გინდა იქ მიჩივლეთო. მინდოდა იმ ბიჭისთვს ხელი მომეკიდებინა და დაბლა ჩამებრძანებინა და ვუთხარი კიდეც, რა დღეში ხარ, სადმე გადავიჩეხებით-მეთქი, მაგრამ რა აზრი ჰქონდა, ჩემ გარდა ერთ-ორმა ქლმა ამოიღო ხმა და ამით დამთავრდა ყველაფერი, კაცები ჩუმად იჯდნენ. ამის მრცხვენია და თავს დამნაშავედ ვგრძნობ. კაცებს რომ გაეღოთ ხმა, ის ბიჭი ამდენს ვერ გაბედავდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია