მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
მეცნიერება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რის გამო მოუხდა ოჯახის დატოვება აჩიკო სოლოღაშვილს
რის გამო მოუხდა ოჯახის დატოვება აჩიკო სოლოღაშვილს

აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებ­თან ში­ნა­უ­რო­ბის ფარ­გლებს გას­ცდა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ტე­ლე­წამ­ყვან­სა და მსა­ხი­ობს სახ­ლში ობო­ბებ­თან, ზა­ზუ­ნებ­თან, ხო­ჭო­ებ­თან ერ­თად, გვე­ლიც კი ჰყო­ლია. ახლა 8 წლის ლაბ­რა­დო­რი ჰყავს და წუხს იმის გამო, რომ მას­თან სა­თა­მა­შოდ ცოტა დრო რჩე­ბა.

- თუკი რამე შე­იძ­ლე­ბო­და მყო­ლო­და სახ­ლში, ყვე­ლა­ფე­რი მყავ­და: თევ­ზე­ბი, ზა­ზუ­ნე­ბი, კუ, ხოჭო, ობო­ბა, გვე­ლი. ბან­ჩი მე­ო­რე ძაღ­ლია, მა­ნამ­დე გვყავ­და პუ­დე­ლი - ჯუპი, რო­მელ­ზეც მთე­ლი ოჯა­ხი არა­ნაკ­ლებ ვგიჟ­დე­ბო­დით. სამ­წუ­ხა­როდ, მოგ­ვიკ­ვდა. და­ბერ­და, დი­ა­ბე­ტი და­ე­მარ­თა და... შო­კო­ლა­დებ­საც ვაჭ­მევ­დით. არა­და, ტკბი­ლი ძაღ­ლის­თვის არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა, ისი­ნი ვერ გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ ინ­სუ­ლინს, ჩათ­ვა­ლეთ, რომ თქვე­ნი ხე­ლით კლავთ. სამ­წუ­ხა­როდ, ჯუ­პი­ზე ვის­წავ­ლეთ ძაღ­ლის გაზ­რდა. დე­დამ ისე გა­ნი­ცა­და ჯუ­პის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, დიდი ხანი ძაღ­ლის ყოლა აღარ უნ­დო­და, იმა­ვეს მე­ო­რედ ვე­ღარ გა­და­ვი­ტა­ნო, ამ­ბობ­და. მერე ლაბ­რა­დო­რი მა­ჩუ­ქეს და ოჯახ­მაც ვე­ღარ გა­მი­წია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. ორი თვის იყო, რომ მო­ვიყ­ვა­ნე. თა­ვი­დან ჩემს მე­გო­ბარ­თან იზ­რდე­ბო­და. მე და ბან­ჩი ცხრა თვემ­დე იქ ვცხოვ­რობ­დით.

- რა­ტომ?

- იქ უფრო დიდი ტე­რი­ტო­რია იყო. თან, მა­შინ ბე­ბი­ა­ჩე­მი ლო­გი­ნად იყო ჩა­ვარ­დნი­ლი და აქ ძაღ­ლის მოვ­ლის პი­რო­ბე­ბი არ იყო. ასე გვერ­ჩივ­ნა ორი­ვეს. ცხრა თვემ­დე ბან­ჩი ძნე­ლა­ძე­ებ­ში იზ­რდე­ბო­და, მერე გად­მო­ვიყ­ვა­ნე აქეთ.

- და დე­დაც შე­ე­გუა?

- შე­ე­გუა კი არა, მგო­ნი, ჩემ­ზე მე­ტად უყ­ვარს.

- ძაღ­ლე­ბი ხომ თვი­თონ ირ­ჩე­ვენ, ვინ არის ოჯახ­ში მისი პატ­რო­ნი...

- ჰო, ბან­ჩიმ დე­და­ჩე­მი აირ­ჩია. ჯერ ერთი, დე­დას მეტი დრო აქვს, მეტ მზრუნ­ვე­ლო­ბას იჩენს, უვ­ლის და თან ათა­მა­მებს, ზედ­მე­ტა­დაც კი. სულ ვე­უბ­ნე­ბი, ბევ­რს ნუ აჭ­მევ, მსუ­ქა­ნია-მეთ­ქი, მაგ­რამ ეცო­დე­ბა. დე­და­ჩემს თვა­ლებ­ში რომ უყუ­რებს, ჰგო­ნია, რომ მში­ე­რი კვდე­ბა და აჭ­მევს. ოღონდ თა­ვის ად­გილ­ზე ზის, მა­გი­დას­თან არ მო­დის და ასე შო­რი­დან მა­თხოვ­რობს. პურ­ზე აფ­რენს, ისე უყ­ვარს და მა­გი­დის ალა­გე­ბის დროს ბოლო ლუკ­მას ყო­ველ­თვის დედა აჭ­მევს. მე მა­თხოვ­რო­ბას ვერ მი­ბე­დავს, იცის, არ გა­უ­ვა. დღემ­დე დე­და­ჩე­მის სა­წო­ლის ქვეშ სძი­ნავს. არც ვიცი, რო­გორ ეტე­ვა. აი, ამ სი­ცხე­ში, ძვრე­ბა და იძი­ნებს. მერე გა­და­კოტ­რი­ა­ლე­ბა უჭირს, ხან ფეხი ეჭე­დე­ბა, ხან - თავი. იცის, რომ დედა ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლია.

- ძაღ­ლი კორ­პუს­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­სავ­ლე­ლია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბავ­შვზე მეტი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა...

- გე­თან­ხმე­ბი. ბავ­შვი ოდეს­ღაც იზ­რდე­ბა, ლა­პა­რაკს იწყებს და გე­უბ­ნე­ბა, რა აწუ­ხებს, რა სტკი­ვა, რა უნდა. ძაღ­ლი ვე­რა­ფერს გე­უბ­ნე­ბა. ცხვი­რის სიმ­შრა­ლით, ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბით და უხა­სი­ა­თო­ბით თუ მიხ­ვდე­ბი, რომ რა­ღაც აწუ­ხებს. ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, მით უმე­ტეს კორ­პუს­ში. ასეთ იზო­ლი­რე­ბულ ბი­ნა­ში ძაღ­ლის ყო­ლას არა­ვის ვურ­ჩევ, სა­ცო­და­ო­ბაა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რის გამო მოუხდა ოჯახის დატოვება აჩიკო სოლოღაშვილს

რის გამო მოუხდა ოჯახის დატოვება აჩიკო სოლოღაშვილს

აჩიკო სოლოღაშვილის დამოკიდებულება შინაურ ცხოველებთან შინაურობის ფარგლებს გასცდა. აღმოჩნდა, რომ ტელეწამყვანსა და მსახიობს სახლში ობობებთან, ზაზუნებთან, ხოჭოებთან ერთად, გველიც კი ჰყოლია. ახლა 8 წლის ლაბრადორი ჰყავს და წუხს იმის გამო, რომ მასთან სათამაშოდ ცოტა დრო რჩება.

- თუკი რამე შეიძლებოდა მყოლოდა სახლში, ყველაფერი მყავდა: თევზები, ზაზუნები, კუ, ხოჭო, ობობა, გველი. ბანჩი მეორე ძაღლია, მანამდე გვყავდა პუდელი - ჯუპი, რომელზეც მთელი ოჯახი არანაკლებ ვგიჟდებოდით. სამწუხაროდ, მოგვიკვდა. დაბერდა, დიაბეტი დაემართა და... შოკოლადებსაც ვაჭმევდით. არადა, ტკბილი ძაღლისთვის არაფრით არ შეიძლება, ისინი ვერ გამოიმუშავებენ ინსულინს, ჩათვალეთ, რომ თქვენი ხელით კლავთ. სამწუხაროდ, ჯუპიზე ვისწავლეთ ძაღლის გაზრდა. დედამ ისე განიცადა ჯუპის გარდაცვალება, დიდი ხანი ძაღლის ყოლა აღარ უნდოდა, იმავეს მეორედ ვეღარ გადავიტანო, ამბობდა. მერე ლაბრადორი მაჩუქეს და ოჯახმაც ვეღარ გამიწია წინააღმდეგობა. ორი თვის იყო, რომ მოვიყვანე. თავიდან ჩემს მეგობართან იზრდებოდა. მე და ბანჩი ცხრა თვემდე იქ ვცხოვრობდით.

- რატომ?

- იქ უფრო დიდი ტერიტორია იყო. თან, მაშინ ბებიაჩემი ლოგინად იყო ჩავარდნილი და აქ ძაღლის მოვლის პირობები არ იყო. ასე გვერჩივნა ორივეს. ცხრა თვემდე ბანჩი ძნელაძეებში იზრდებოდა, მერე გადმოვიყვანე აქეთ.

- და დედაც შეეგუა?

- შეეგუა კი არა, მგონი, ჩემზე მეტად უყვარს.

- ძაღლები ხომ თვითონ ირჩევენ, ვინ არის ოჯახში მისი პატრონი...

- ჰო, ბანჩიმ დედაჩემი აირჩია. ჯერ ერთი, დედას მეტი დრო აქვს, მეტ მზრუნველობას იჩენს, უვლის და თან ათამამებს, ზედმეტადაც კი. სულ ვეუბნები, ბევრს ნუ აჭმევ, მსუქანია-მეთქი, მაგრამ ეცოდება. დედაჩემს თვალებში რომ უყურებს, ჰგონია, რომ მშიერი კვდება და აჭმევს. ოღონდ თავის ადგილზე ზის, მაგიდასთან არ მოდის და ასე შორიდან მათხოვრობს. პურზე აფრენს, ისე უყვარს და მაგიდის ალაგების დროს ბოლო ლუკმას ყოველთვის დედა აჭმევს. მე მათხოვრობას ვერ მიბედავს, იცის, არ გაუვა. დღემდე დედაჩემის საწოლის ქვეშ სძინავს. არც ვიცი, როგორ ეტევა. აი, ამ სიცხეში, ძვრება და იძინებს. მერე გადაკოტრიალება უჭირს, ხან ფეხი ეჭედება, ხან - თავი. იცის, რომ დედა ყველაზე საყვარელია.

- ძაღლი კორპუსში საკმაოდ რთული მოსავლელია, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვზე მეტი მოვლა სჭირდება...

- გეთანხმები. ბავშვი ოდესღაც იზრდება, ლაპარაკს იწყებს და გეუბნება, რა აწუხებს, რა სტკივა, რა უნდა. ძაღლი ვერაფერს გეუბნება. ცხვირის სიმშრალით, ტემპერატურის მომატებით და უხასიათობით თუ მიხვდები, რომ რაღაც აწუხებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს კორპუსში. ასეთ იზოლირებულ ბინაში ძაღლის ყოლას არავის ვურჩევ, საცოდაობაა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება