მე მოვიწვიე პარლამენტის ეს სესია და შემეძლო ასე მოვსულიყავი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ამით გიორგი მარგველაშვილმა იმ კითხვას უპასუხა, თუ რატომ არ გაუგზავნეს მას მოწვევა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დასასწრებად.
"გადავწყვიტე, რომ ვიყო მე დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩემს პოლიტიკურ სპექტრთან ერთად და მივულოცო მას დღევანდელი დღე. მე მოვიწვიე პარლამენტის ეს სესია და შესაბამისად, შემეძლო, რომ ასე მოვსულიყავი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება იმას, აპირებს თუ არა პრეზიდენტი სხდომაზე სიტყვით გამოსვლას, გიორგი მარგველაშვილმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მილოცვას აპირებს.