სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უთხრას ვინმემ, რომ პრეზიდენტის შვილია" - რის გამო აკრიტიკებს ნანუკა ჟორჟოლიანი ანა მარგველაშვილს
"უთხრას ვინმემ, რომ პრეზიდენტის შვილია" - რის გამო აკრიტიკებს ნანუკა ჟორჟოლიანი ანა მარგველაშვილს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილ­მა, ანა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პი­რად გვერ­დზე ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ის თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ერ­თო­ბა და ავ­ტო­მო­ბილ­ში თე­მურ რცხი­ლა­ძის Желанная Моя-ს მღე­რის. ვი­დეო მა­შინ­ვე მე­დი­ის გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის "შე­უ­ფე­რე­ბე­ლი საქ­ცი­ე­ლის" გამო, ანა ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­აკ­რი­ტი­კა.

ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე აქ­ვეყ­ნებს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და წერს, რომ პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილს მსგავ­სი ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე მეტი და­ფიქ­რე­ბა მარ­თებს.

"ეს გოგო ბევ­რჯერ და­ვი­ცა­ვი თავ­დას­ხმე­ბის­გან. ერთხელ ინგა გრი­გო­ლია-ს გა­და­ცე­მა­ში სა­ჯა­რო­დაც კი, მაგ­რამ იქ­ნებ უთხრას ვინ­მემ, რომ პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლია და თუ არ უნდა კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­დეს ასეთ ვი­დე­ო­ებს ნუ ავ­რცე­ლებს. იქ­ნებ აუხ­სნან მისი სტა­ტუ­სი. ხაზს ვუს­ვამ სიმ­ღე­რას არა­ვინ უკ­რძა­ლავს!", - და­წე­რა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა.

ნა­ნუ­კას პოსტს ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე, ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"მამა-შვილს ეს რუ­სუ­ლი ლექ­სი­კა და სიმ­ღე­რე­ბი რა­ტომ უყ­ვართ ასე?", - და­წე­რა ნა­და­რე­იშ­ვილ­მა.

ანის რეპ­ლი­კას კი­დევ სხვა კო­მენ­ტა­რე­ბი მოყ­ვა. ნა­ნუ­კას სი­ტყვებ­მა დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია. პოსტს 500-ზე მეტი კო­მენ­ტა­რი აქვს, მათ შო­რის მრა­ვა­ლი კრი­ტი­კუ­ლი ში­ნა­არ­სის.

ტე­ლე­წამ­ყვანს სა­კუ­თა­რი სი­ტყვე­ბის გან­მარ­ტე­ბა მო­უხ­და.

"პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლია! და ეს მეტ პა­სუ­ხიმსგებ­ლო­ბას აკის­რებს! მი­ნი­მუმ არ და­დოს ასე­თი ვი­დე­ო­ე­ბი! არც ოც­ნე­ბა მა­ინ­ტე­რე­სებს და არც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში.. ჩვენ გვიმ­ღე­რია.... მა­ნაც უნდა იმ­ღე­როს... იმ­ხი­ა­რუ­ლოს, მაგ­რამ ასე­თი ვი­დე­ო­ე­ბი სა­ჯა­რო არ უნდა გა­ხა­დოს თუ არ უნდა აკ­რი­ტი­კონ. თუ კრი­ტი­კის­თვის მზა­დაა რა პრობ­ლე­მაა. მას მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა..

რამ­დენ­ჯერ­მე რომ გა­გაკ­რი­ტი­კე­ბენ უნდა მიხ­ვდე... აქ პრობ­ლე­მა არა­ფე­რია. ყვე­ლა ერ­თო­ბა, მაგ­რამ რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი ხარ და ამას შენი სურ­ვი­ლით ასა­ჯა­რო­ებ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ გრძნობ...

არც ხმას ვუ­წუ­ნებ, არც გართბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ...

რო­დე­საც პი­რად ცხოვ­რე­ბას სა­ჯა­როს ხდი, უკვე ეკუთ­ვნის სხვა­საც. თუ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი გაქვს ხომ სა­ერ­თოდ. მე და­მი­დევს ფოტო აქ და ხში­რად სხვა­დას­ხვა სა­ი­ტებ­ზე გავმხდარ­ვარ კრი­ტი­კის მი­ზე­ზი.... მერე მი­ფიქ­რია. არ და­მე­დო რა... მერე ისევ ვდებ და ბო­ლოს მივ­ხვდი, რომ რა კრი­ტი­კა­საც ვი­ღებ ჩემი ბრა­ლია ხში­რად. და რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი ხარ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­კის­რია ადა­მი­ანს. ნახე რე­ებს წე­რენ ქვე­ვით ვი­დე­ო­ე­ბის.. ეს არის რე­ა­ლო­ბა და მგო­ნია ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ექ­ნე­ბო­დათ რე­აქ­ცია ... სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი... ამი­ტომ ვუ­წერ რომ ნუ ასა­ჯა­რო­ებს. თო­რემ იმ­ღე­როს, იცეკ­ვოს და იმ­ხი­ა­რუ­ლოს. აბა რა უნდა ქნას...

რა ბავ­შვს შე­ვე­ხე, რის ბავ­შვს შე­ვე­ხე რას ატ­რა­გი­კუ­ლებთ და სპე­კუ­ლი­რებთ არ გრცხვე­ნი­ათ? 20 წლის გო­გოა ეს ერთი და მე­ო­რე ეს ის ბავ­შვია სა­ზო­გა­დე­ო­ბის თავ­დას­ხმის­გან სა­ჯა­როდ რომ ვი­ცავ­დი! დიახ იყო ვი­დე­ო­ბი! დიახ იყო ფო­ტო­ე­ბი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს და რო­მე­ლი და­ინ­დეთ კრი­ტი­კის­გან! ეხლა აღარ მოგ­წონთ? მი­ნიშ­ნე­ბაც კი! თურ­მე არც უნდა მი­ვუ­თი­თოთ! მორ­ჩით სპე­კუ­ლი­რე­ბას!

არც თავ­ში აქვს ავარ­დნი­ლი და არც შტე­რია! უბ­რა­ლოდ ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს რომ პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლია. რა წე­სია ეს ლან­ძღვე­ბი!!!!

შვილს რომ მამა კი­დია ეს კარ­გია? რას ამ­ბობთ ეხლა? სულ ნუ უფუ­ჭებთ ამ გო­გოს საქ­მეს...

უგუ­ლა­ვამ ფო­ტო­ე­ბი რომ გა­და­ი­ღო "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" პრეს­კონ­ფე­რენ­ცია მი­უ­ძღვნა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­მო­ძი­ე­ბა მერე? აკ­რი­ტი­კეს კი­დეც. მერე ?:) თან ეს ფო­ტო­ე­ბი მას კი არ გა­უვრცე­ლე­ბია კომ­პი­უ­ტე­რი­დან მო­პა­რეს და გა­უვრცე­ლეს და რისი თქმა გინ­და ვერ ვი­გებ :)) არას­წორ ად­გი­ლას გა­და­ი­ღო ფოტო და მი­ი­ღო კი­დეც ობი­ექ­ტუ­რი კრი­ტი­კა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან...

ამე­რი­კა­შიც და ევ­რო­პა­შიც კი ეს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცე­ო­და. ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის შვი­ლე­ბი ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით კი სხვა სტა­ტუ­სია პრე­ზი­დენ­ტი და მისი შვი­ლი, ოჯა­ხი... ეს ყო­ველ­თვის იწ­ვევს ინ­ტე­რესს და ობი­ექ­ტუ­რია...

ბრი­ტა­ნეთ­ში ყვე­ლა­ზე მეტს იცი რაზე სა­უბ­რო­ბენ? სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რებ­ზე. რძალ­ზე, პა­ტა­რა შთა­მო­მა­ვალ­ზე... იმა­საც კი გა­ნი­ხი­ლა­ვენ რა ღირს სა­მო­სი, რო­მე­ლიც მათ აც­ვი­ათ... ეს ყველ­გან ასეა. ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით მი­ზე­ზი არ უნდა მის­ცე. თუ არ გინ­და შენ­ზე ისა­უბ­რონ. მა­შინ, რო­დე­საც მე ამ გო­გოს ვი­ცავ­დი სხვა თემა იყო. მას თავს და­ესხნენ ფო­ტო­ე­ბის გამო, რო­მე­ლიც უწყი­ნა­რი იყო.. ვერ გე­ტყვი, რომ ამ ვი­დე­ო­თი და­ა­შა­ვა რამე ანამ, მაგ­რამ ის იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. თუ იწ­ვევს მზა­დაც უნდა იყოს. რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მან ვერ გა­ათ­ვით­ცნო­ბი­ე­რა სტა­ტუ­სი რო­მელ­საც ის ატა­რებს. ის ქვეყ­ნის სა­ხეა დღეს... მისი ოჯა­ხი ...

ეს ვი­დეო ევ­რო­პა­შიც და და­სავ­ლეთ­ში აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბო­და სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებ­ში. და­მი­ჯე­რე... აქ კი­დევ და­ინ­დეს...

ჩემი შვი­ლი თუ იზამს გა­აკ­რი­ტი­კე­ბენ:) გა­უკ­რი­ტი­კე­ბი­ათ:) თან გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ

ის პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი არაა:) ჩემი შვი­ლის მამა უბ­რა­ლოდ ბან­კი­რია.

ღმერ­თმა და­მი­ფა­როს ვინ­მეს შვილს და გან­სა­კუთ­რე­ბით მა­რი­ა­მის თა­ო­ბის გო­გოს ან­ტი­პი­ა­რი ავუ­გო­რო! ეს ჩემი სტი­ლი არაა!", - წერს ნა­ნუ­კა.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ასე­ვე: ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გამო მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა

ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის "სელ­ფე­ბი" ინგა გრი­გო­ლი­ას ვი­ზა­ჟის ოთა­ხი­დან
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"უთხრას ვინმემ, რომ პრეზიდენტის შვილია" - რის გამო აკრიტიკებს ნანუკა ჟორჟოლიანი ანა მარგველაშვილს

"უთხრას ვინმემ, რომ პრეზიდენტის შვილია" - რის გამო აკრიტიკებს ნანუკა ჟორჟოლიანი ანა მარგველაშვილს

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ქალიშვილმა, ანა მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის თავის მეგობრებთან ერთად ერთობა და ავტომობილში თემურ რცხილაძის Желанная Моя-ს მღერის. ვიდეო მაშინვე მედიის განხილვის საგნად იქცა. სოციალურ ქსელში კი პრეზიდენტის ქალიშვილისთვის "შეუფერებელი საქციელის" გამო, ანა ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა.

ვიდეოჩანაწერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და წერს, რომ პრეზიდენტის ქალიშვილს მსგავსი ჩანაწერების გამოქვეყნებამდე მეტი დაფიქრება მართებს.

"ეს გოგო ბევრჯერ დავიცავი თავდასხმებისგან. ერთხელ ინგა გრიგოლია-ს გადაცემაში საჯაროდაც კი, მაგრამ იქნებ უთხრას ვინმემ, რომ პრეზიდენტის შვილია და თუ არ უნდა კრიტიკის ობიექტი გახდეს ასეთ ვიდეოებს ნუ ავრცელებს. იქნებ აუხსნან მისი სტატუსი. ხაზს ვუსვამ სიმღერას არავინ უკრძალავს!", - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ნანუკას პოსტს ერთ-ერთი პირველი ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი გამოეხმაურა.

"მამა-შვილს ეს რუსული ლექსიკა და სიმღერები რატომ უყვართ ასე?", - დაწერა ნადარეიშვილმა.

ანის რეპლიკას კიდევ სხვა კომენტარები მოყვა. ნანუკას სიტყვებმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პოსტს 500-ზე მეტი კომენტარი აქვს, მათ შორის მრავალი კრიტიკული შინაარსის.

ტელეწამყვანს საკუთარი სიტყვების განმარტება მოუხდა.

"პრეზიდენტის შვილია! და ეს მეტ პასუხიმსგებლობას აკისრებს! მინიმუმ არ დადოს ასეთი ვიდეოები! არც ოცნება მაინტერესებს და არც ნაციონალური მოძრაობა ამ შემთხვევაში.. ჩვენ გვიმღერია.... მანაც უნდა იმღეროს... იმხიარულოს, მაგრამ ასეთი ვიდეოები საჯარო არ უნდა გახადოს თუ არ უნდა აკრიტიკონ. თუ კრიტიკისთვის მზადაა რა პრობლემაა. მას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება..

რამდენჯერმე რომ გაგაკრიტიკებენ უნდა მიხვდე... აქ პრობლემა არაფერია. ყველა ერთობა, მაგრამ როდესაც პრეზიდენტის შვილი ხარ და ამას შენი სურვილით ასაჯაროებ, პასუხისმგებლობას არ გრძნობ...

არც ხმას ვუწუნებ, არც გართბის წინააღმდეგი ვარ...

როდესაც პირად ცხოვრებას საჯაროს ხდი, უკვე ეკუთვნის სხვასაც. თუ განსაკუთრებული სტატუსი გაქვს ხომ საერთოდ. მე დამიდევს ფოტო აქ და ხშირად სხვადასხვა საიტებზე გავმხდარვარ კრიტიკის მიზეზი.... მერე მიფიქრია. არ დამედო რა... მერე ისევ ვდებ და ბოლოს მივხვდი, რომ რა კრიტიკასაც ვიღებ ჩემი ბრალია ხშირად. და როდესაც პრეზიდენტის შვილი ხარ მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია ადამიანს. ნახე რეებს წერენ ქვევით ვიდეოების.. ეს არის რეალობა და მგონია ყველა ქვეყანაში ექნებოდათ რეაქცია ... სხვადასხვაგვარი... ამიტომ ვუწერ რომ ნუ ასაჯაროებს. თორემ იმღეროს, იცეკვოს და იმხიარულოს. აბა რა უნდა ქნას...

რა ბავშვს შევეხე, რის ბავშვს შევეხე რას ატრაგიკულებთ და სპეკულირებთ არ გრცხვენიათ? 20 წლის გოგოა ეს ერთი და მეორე ეს ის ბავშვია საზოგადეობის თავდასხმისგან საჯაროდ რომ ვიცავდი! დიახ იყო ვიდეობი! დიახ იყო ფოტოები წინა ხელისუფლების დროს და რომელი დაინდეთ კრიტიკისგან! ეხლა აღარ მოგწონთ? მინიშნებაც კი! თურმე არც უნდა მივუთითოთ! მორჩით სპეკულირებას!

არც თავში აქვს ავარდნილი და არც შტერია! უბრალოდ ვერ აცნობიერებს რომ პრეზიდენტის შვილია. რა წესია ეს ლანძღვები!!!!

შვილს რომ მამა კიდია ეს კარგია? რას ამბობთ ეხლა? სულ ნუ უფუჭებთ ამ გოგოს საქმეს...

უგულავამ ფოტოები რომ გადაიღო "ქართულმა ოცნებამ" პრესკონფერენცია მიუძღვნა და ჟურნალისტებმა გამოძიება მერე? აკრიტიკეს კიდეც. მერე ?:) თან ეს ფოტოები მას კი არ გაუვრცელებია კომპიუტერიდან მოპარეს და გაუვრცელეს და რისი თქმა გინდა ვერ ვიგებ :)) არასწორ ადგილას გადაიღო ფოტო და მიიღო კიდეც ობიექტური კრიტიკა საზოგადოებისგან...

ამერიკაშიც და ევროპაშიც კი ეს ყურადღების ცენტრში მოექცეოდა. ცნობილი ადამიანის შვილები ყოველთვის აინტერესებს საზოგადოებას. განსაკუთრებით კი სხვა სტატუსია პრეზიდენტი და მისი შვილი, ოჯახი... ეს ყოველთვის იწვევს ინტერესს და ობიექტურია...

ბრიტანეთში ყველაზე მეტს იცი რაზე საუბრობენ? სამეფო ოჯახის წევრებზე. რძალზე, პატარა შთამომავალზე... იმასაც კი განიხილავენ რა ღირს სამოსი, რომელიც მათ აცვიათ... ეს ყველგან ასეა. ამიტომ საზოგადოებას დამატებით მიზეზი არ უნდა მისცე. თუ არ გინდა შენზე ისაუბრონ. მაშინ, როდესაც მე ამ გოგოს ვიცავდი სხვა თემა იყო. მას თავს დაესხნენ ფოტოების გამო, რომელიც უწყინარი იყო.. ვერ გეტყვი, რომ ამ ვიდეოთი დააშავა რამე ანამ, მაგრამ ის იწვევს საზოგადოებას. თუ იწვევს მზადაც უნდა იყოს. რჩება შთაბეჭდილება, რომ მან ვერ გაათვითცნობიერა სტატუსი რომელსაც ის ატარებს. ის ქვეყნის სახეა დღეს... მისი ოჯახი ...

ეს ვიდეო ევროპაშიც და დასავლეთში აუცილებლად მოხდებოდა საინფორმაციო გამოშვებებში. დამიჯერე... აქ კიდევ დაინდეს...

ჩემი შვილი თუ იზამს გააკრიტიკებენ:) გაუკრიტიკებიათ:) თან გავითვალისწინოთ, რომ

ის პრეზიდენტის შვილი არაა:) ჩემი შვილის მამა უბრალოდ ბანკირია.

ღმერთმა დამიფაროს ვინმეს შვილს და განსაკუთრებით მარიამის თაობის გოგოს ანტიპიარი ავუგორო! ეს ჩემი სტილი არაა!", - წერს ნანუკა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: ანა მარგველაშვილის გამო მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება

ანა მარგველაშვილის "სელფები" ინგა გრიგოლიას ვიზაჟის ოთახიდან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს