პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიო აღშფოთებით არ უნდა შემოიფარგლოს" - ცნობილი ქართველები "ბოინგ 777"-ის ტრაგედიაზე
"მსოფლიო აღშფოთებით არ უნდა შემოიფარგლოს" - ცნობილი ქართველები "ბოინგ 777"-ის ტრაგედიაზე

დო­ნეც­კის ოლ­ქის და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტ გრა­ბო­ვო­ში გუ­შინ სა­ღა­მოს მა­ლა­ი­ზი­ის ავი­ა­ხა­ზე­ბის "ბო­ინგ 777" ჩა­მო­ვარ­და, რომ­ლის ბორტზე მყო­ფი 280-ვე მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 15-ვე წევ­რი და­ი­ღუ­პა. ავი­ა­ლა­ი­ნე­რი ამ­სტერ­და­მი-კუ­ა­ლა-ლუმ­პუ­რის რე­ისს ას­რუ­ლებ­და და ის 10 ათა­სი მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მიფ­რი­ნავ­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვითმფრი­ნავ­ში 10 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ესპრე­სო.ტვ"-სთან სა­უ­ბარ­ში უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­საგ­დე­ბად, სულ მცი­რე "ბუკ"-ის ტი­პის სა­ზე­ნი­ტო და­ნად­გა­რია აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რაც მისი თქმით, სე­პა­რა­ტის­ტებს არ გა­აჩ­ნი­ათ. ანო­ნი­მუ­რი წყა­როს გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნად­გა­რი­დან გას­რო­ლა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან შე­იძ­ლე­ბა იყოს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ფიქ­რო­ბენ ამ თე­მა­ზე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი. "ამ­ბე­ბი.გე" რამ­დე­ნი­მე მათ­განს და­უ­კავ­შირ­და.

ია ან­თა­ძე, მე­დი­ა­ექ­სპერ­ტი:

- ის, რაც მოხ­და, დიდი თავ­გა­სუ­ლო­ბის გამო მოხ­და. არაფ­რით შე­იძ­ლე­ბა, რომ ასე და­უც­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. უსაფრ­თო­ე­ბის სის­ტე­მა თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის სან­დო უნდა გახ­დეს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დიდი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბის­თვის ეს სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი იქ­ნე­ბა იმის­თვის, რო­გორ და­იც­ვან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მათ­გან, ვის­გა­ნაც სტა­ბი­ლუ­რო­ბას არ ელო­დე­ბი­ან. თვითმფრი­ნავ­ში მსხდო­მე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ­დნენ და არ ეხე­ბო­დათ ის კონ­ფლიქ­ტი, რაც დღეს რუ­სეთ­სა და უკა­რი­ნას შო­რის არის გა­ჩა­ღე­ბუ­ლი, თუმ­ცა ამ კონ­ფლიქ­ტის მსხვერ­პლნი აღ­მოჩ­ნდნენ. ალ­ბათ, უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სის­ტე­მე­ბის შექ­მნა­ზე იქ­ნე­ბა ფიქ­რი, სა­უ­ბა­რი და ეს ყვე­ლა­ზე დიდი შე­დე­გი იქ­ნე­ბა, რაც ამ ტრა­გე­დი­ას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს.

ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი, თი­ა­ნე­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი:

- სამ­წუ­ხა­როდ, ტრა­გე­დი­ე­ბი ხში­რად ხდე­ბა, რო­გორც ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფე­ბის, ისე ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბის სა­ხით. ეს ის ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბაა, რო­მელ­შიც სამ­წუ­ხა­როდ ცხოვ­რე­ბა გვი­წევს. ტექ­ნო­ლო­გი­ურ სა­ზო­გა­დე­ბა­ში ეს ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია, თუმ­ცა ყო­ვე­ლი კა­ტას­ტრო­ფა ჩვენ­თვის და­ნაკ­ლი­სი და სამ­წუ­ხა­როა.

ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლი, ექ­სპრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­რო­დის­ტი:

- გა­ვი­გე თუ არა ამ ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ, გო­ნე­ბა­ში მა­შინ­ვე წა­მო­მი­ტივ­ტივ­და 2010 წლის 10 აპ­რი­ლი, როცა პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა.

- თუ ეს არის ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი, მა­შინ რო­გორ უნდა იმოქ­მე­დოს მსოფ­ლომ?

- უსაფრ­თხო­ე­ბის მეტი გამ­კაც­რე­ბაა სა­ჭი­რო. ეს სა­კი­თხი უნდა გა­მო­ი­ძი­ონ ყვე­ლამ ერ­თად, იმ ქვეყ­ნებ­მა, ვისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც თვითმფრი­ნავ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ყვე­ლამ უნდა აი­ღოს ამ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ისეთ­მა ქვეყ­ნებ­მაც, რომ­ლის მო­ქა­ლა­ქეც არ მჯდა­რა იმ თვითმფრი­ნავ­ში. მაგ­რამ ფაქ­ტი ერ­თია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ უნდა მი­იჩ­ქმა­ლოს, გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია ბო­ლომ­დე.

- ვერ­სი­ა­ზე, რომ თვითმფრი­ნა­ვი რუ­სე­თის რა­კე­ტამ ჩა­მო­აგ­დო, რას იტყვი?

- რუ­სე­თის­გან ყვე­ლა­ფე­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ვე­რა­ფერს და­ვა­დას­ტუ­რებ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი პუ­ტი­ნის ნე­ბით მოხ­და, თუმ­ცა არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ამ ტრა­გე­დი­ა­ში რუ­სე­თის ხელი ერი­ოს, რად­გა­ნაც ამის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს. რომც იცო­დე, რომ რე­ა­ლუ­რად რუ­სე­თია ამის ავ­ტო­რი, უნდა გა­მო­ძი­ე­ბით და­ამ­ტკი­ცო ეს. რომ და­ამ­ტკი­ცებ, მერე მსოფ­ლიო მხო­ლოდ აღ­შფო­თე­ბით არ უნდა შე­მო­ი­ფარ­გლოს, რად­გა­ნაც აღ­შფო­თე­ბა რუ­სეთს არ აში­ნებს. დამ­ნა­შა­ვე მკაც­რი სან­ქი­ე­ბით უნდა და­ი­სა­ჯოს.

- რო­გორ უნდა იმოქ­მე­დოს თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ომ ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ? თვითმფრი­ნავ­ში ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით 10 სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლე­ბიც და­ი­ღუპ­ნენ.

- სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვე­ბი ნიშ­ნავს იმას, რომ მას­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ამი­ტომ, არ მიკ­ვირს, რომ ამ უბე­დუ­რე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა გახ­ვე­უ­ლი. უნდა ვიზ­რუ­ნოთ იმ უსაფრ­თხო­ე­ბის სი­ტე­მე­ბის დახ­ვე­წა­ზე, რა უსაფრ­თო­ე­ბის სის­ტე­მე­ბიც არ­სე­ბობს ავი­ა­გა­და­ზიდ­ვე­ბი­სა და ავი­აფ­რე­ნე­ბის დროს. ასე რომ, მუდ­მი­ვი სწრაფ­ვა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ უნდა იყოს ჩვე­ნი მი­ზა­ნი. კა­ტას­ტრო­ფის გა­მო­რი­ცხვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა რის­კე­ბის მი­ნი­მა­ლი­ზა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კარ­გი მუ­შა­ო­ბა იმის­თვის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ი­რი­ცხოს.

- ამ ტრა­გე­დი­ა­ში რუ­სე­თის როლ­ზე რას იტყვით?

- მო­ვე­რი­დე­ბო­დი და­დას­ტუ­რე­ბის გა­რე­შე ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნას, რად­გა­ნაც თუ ეს ეჭვი და­დას­ტურ­და, მა­შინ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მი კი ნო­მერ პირ­ვე­ლი ბო­რო­ტე­ბაა. ვი­ტო­ვებ იმედს, რომ კა­ტას­ტრო­ფას­თან გვქონ­და საქ­მე და არა ტე­რო­რიზ­მთან.

მას­ტე­რი, გი­ორ­გი პავ­ლი­აშ­ვი­ლი, რე­პე­რი:

- დიდი ტრა­გე­დი­აა, როცა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა! ისე­დაც არ აკ­ლია მსოფ­ლი­ოს ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფე­ბი, რომ არ და­ე­მა­ტოს "გა­რე­შე ფაქ­ტო­რე­ბის" ჩა­რე­ვა... ჯერ რო­გორც ვიცი, ზუს­ტად ვერ ამ­ბო­ბენ ვე­რა­ფერს, რა­კე­ტის მიერ არის ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი თუ არა. თუ ეს და­დას­ტურ­და, ამ­ხე­ლა და­ნა­შა­უ­ლის სას­ჯე­ლი არც კი ვიცი, რა უნდა იყოს... ზო­გა­დი სა­უბ­რე­ბია ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერ­ზე, კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლოს და არა უბ­რა­ლო შეშ­ფო­თე­ბით! ისე, გუ­ლის სიღ­რმე­ში მე­ი­მე­დე­ბა, რომ ეს ტრა­გე­დია უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა იყოს და არა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი!

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მსოფლიო აღშფოთებით არ უნდა შემოიფარგლოს" - ცნობილი ქართველები "ბოინგ 777"-ის ტრაგედიაზე

"მსოფლიო აღშფოთებით არ უნდა შემოიფარგლოს" - ცნობილი ქართველები "ბოინგ 777"-ის ტრაგედიაზე

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და ის 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა. ბოლო ინფორმაციით, თვითმფრინავში 10 ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა.

"ესპრესო.ტვ"-სთან საუბარში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული თვითმფრინავის ჩამოსაგდებად, სულ მცირე "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო დანადგარია აუცილებელი, რაც მისი თქმით, სეპარატისტებს არ გააჩნიათ. ანონიმური წყაროს განმარტებით, აღნიშნული დანადგარიდან გასროლა რუსეთის ტერიტორიიდან შეიძლება იყოს განხორციელებული. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ თემაზე ქართული საზოგადოების წევრები. "ამბები.გე" რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა.

ია ანთაძე, მედიაექსპერტი:

- ის, რაც მოხდა, დიდი თავგასულობის გამო მოხდა. არაფრით შეიძლება, რომ ასე დაუცველები იყვნენ მოქალაქეები. უსაფრთოების სისტემა თითოეული ადამიანისთვის სანდო უნდა გახდეს და დარწმუნებული ვარ, დიდი ქვეყნების ლიდერებისთვის ეს სერიოზული მიზეზი იქნება იმისთვის, როგორ დაიცვან მოქალაქეები მათგან, ვისგანაც სტაბილურობას არ ელოდებიან. თვითმფრინავში მსხდომები სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ და არ ეხებოდათ ის კონფლიქტი, რაც დღეს რუსეთსა და უკარინას შორის არის გაჩაღებული, თუმცა ამ კონფლიქტის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. ალბათ, უსაფრთხოების მაღალი ხარისხის სისტემების შექმნაზე იქნება ფიქრი, საუბარი და ეს ყველაზე დიდი შედეგი იქნება, რაც ამ ტრაგედიას შეიძლება მოჰყვეს.

ზაქარია ქუცნაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი:

- სამწუხაროდ, ტრაგედიები ხშირად ხდება, როგორც ავიაკატასტროფების, ისე ავტოავარიების სახით. ეს ის ობიექტური რეალობაა, რომელშიც სამწუხაროდ ცხოვრება გვიწევს. ტექნოლოგიურ საზოგადებაში ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა ყოველი კატასტროფა ჩვენთვის დანაკლისი და სამწუხაროა.

ქართლოს ნატროშვილი, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პაროდისტი:

- გავიგე თუ არა ამ ტრაგედიის შესახებ, გონებაში მაშინვე წამომიტივტივდა 2010 წლის 10 აპრილი, როცა პოლონეთის პრეზიდენტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.

- თუ ეს არის ტერორისტული აქტი, მაშინ როგორ უნდა იმოქმედოს მსოფლომ?

- უსაფრთხოების მეტი გამკაცრებაა საჭირო. ეს საკითხი უნდა გამოიძიონ ყველამ ერთად, იმ ქვეყნებმა, ვისი მოქალაქეებიც თვითმფრინავში იმყოფებოდნენ. ყველამ უნდა აიღოს ამ გამოძიებაზე პასუხისმგებლობა და ისეთმა ქვეყნებმაც, რომლის მოქალაქეც არ მჯდარა იმ თვითმფრინავში. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს ყველაფერი არ უნდა მიიჩქმალოს, გამოსაძიებელია ბოლომდე.

- ვერსიაზე, რომ თვითმფრინავი რუსეთის რაკეტამ ჩამოაგდო, რას იტყვი?

- რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვერაფერს დავადასტურებ, რომ ეს ყველაფერი პუტინის ნებით მოხდა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ტრაგედიაში რუსეთის ხელი ერიოს, რადგანაც ამის არაერთი მაგალითი არსებობს. რომც იცოდე, რომ რეალურად რუსეთია ამის ავტორი, უნდა გამოძიებით დაამტკიცო ეს. რომ დაამტკიცებ, მერე მსოფლიო მხოლოდ აღშფოთებით არ უნდა შემოიფარგლოს, რადგანაც აღშფოთება რუსეთს არ აშინებს. დამნაშავე მკაცრი სანქიებით უნდა დაისაჯოს.

- როგორ უნდა იმოქმედოს თანამედროვე მსოფლიომ ამ ტრაგედიის შემდეგ? თვითმფრინავში ბოლო მონაცემებით 10 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებიც დაიღუპნენ.

- საერთაშორისო გადაზიდვები ნიშნავს იმას, რომ მასში ჩართულები იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები და ამიტომ, არ მიკვირს, რომ ამ უბედურებაში რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეა გახვეული. უნდა ვიზრუნოთ იმ უსაფრთხოების სიტემების დახვეწაზე, რა უსაფრთოების სისტემებიც არსებობს ავიაგადაზიდვებისა და ავიაფრენების დროს. ასე რომ, მუდმივი სწრაფვა უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ უნდა იყოს ჩვენი მიზანი. კატასტროფის გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა რისკების მინიმალიზაცია შესაძლებელია. მნიშვნელოვანია კარგი მუშაობა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოირიცხოს.

- ამ ტრაგედიაში რუსეთის როლზე რას იტყვით?

- მოვერიდებოდი დადასტურების გარეშე ასეთი სერიოზული ბრალდების წარდგენას, რადგანაც თუ ეს ეჭვი დადასტურდა, მაშინ საერთაშორისო ტერორიზმია. საერთაშორისო ტერორიზმი კი ნომერ პირველი ბოროტებაა. ვიტოვებ იმედს, რომ კატასტროფასთან გვქონდა საქმე და არა ტერორიზმთან.

მასტერი, გიორგი პავლიაშვილი, რეპერი:

- დიდი ტრაგედიაა, როცა ამდენი ადამიანი იღუპება! ისედაც არ აკლია მსოფლიოს ავიაკატასტროფები, რომ არ დაემატოს "გარეშე ფაქტორების" ჩარევა... ჯერ როგორც ვიცი, ზუსტად ვერ ამბობენ ვერაფერს, რაკეტის მიერ არის ჩამოგდებული თუ არა. თუ ეს დადასტურდა, ამხელა დანაშაულის სასჯელი არც კი ვიცი, რა უნდა იყოს... ზოგადი საუბრებია ყოველთვის ყველაფერზე, კარგი იქნება, რომ თანამედროვე სამყარო კონკრეტული ნაბიჯებით შემოიფარგლოს და არა უბრალო შეშფოთებით! ისე, გულის სიღრმეში მეიმედება, რომ ეს ტრაგედია უბედური შემთხვევა იყოს და არა ტერორისტული აქტი!

ლალი ფაცია

სპეციალურად ''ამბები.გე''-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია