პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინი შორს წავიდა და ჩვენ ამის მოთმენას არ ვაპირებთ" - ობამა-მერკელის შეფასება "ბოინგ 777"-ტრაგედიაზე
"პუტინი შორს წავიდა და ჩვენ ამის მოთმენას არ ვაპირებთ" - ობამა-მერკელის შეფასება "ბოინგ 777"-ტრაგედიაზე

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ბა­რაკ ობა­მა უკ­რა­ი­ნას ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობს. ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტთან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას თეთ­რი სახ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებგ­ვერ­დი ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, ბა­რაკ ობა­მამ ხაზი გა­უს­ვა ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ხე­ლუხ­ლებ­ლად და­ტო­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, სა­ნამ გა­მომ­ძი­ებ­ლებს ტრა­გე­დი­ის ყვე­ლა ას­პექ­ტის შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცე­მათ.

"პრე­ზი­დენ­ტმა ობა­მამ პეტ­რო პო­რო­შენ­კოს გა­ნუ­ცხა­და, რომ ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი და­უ­ყოვ­ნე­ბელ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წე­ვენ. პრე­ზი­დენ­ტმა ხაზი გა­უს­ვა, რომ ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ავა­რი­ის ად­გილ­ზე უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნდა დარ­ჩეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის მის­ვლამ­დე, ვიდ­რე მათ ტრა­გე­დი­ის ყვე­ლა ას­პექ­ტის შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცე­მათ", - ნათ­ქვა­მია თეთ­რი სახ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, თეთ­რი სახ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა ასე­ვე აშშ-ის პრე­ზი­დენტ ბა­რაკ ობა­მა­სა და მა­ლა­ი­ზი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნა­ჯიბ ტუნ რა­ზაკ­თა­ნაც. რო­გორც თეთ­რი სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პრე­ზი­დენ­ტმა ობა­მამ ნა­ჯიბ ტუნ რა­ზაკ­თან სამ­ძი­მა­რი გა­მოთ­ქვა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"პრე­ზი­დენ­ტმა მა­ლა­ი­ზი­ის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მყი­სი­ე­რი დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა სწრა­ფი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ში.

მკაცრ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით აშშ-ის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი.

"ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი საქ­მის კურ­სში უნდა ჩა­ა­ყე­ნონ, რომ ის შორს წა­ვი­და და ჩვენ ამის მოთ­მე­ნას არ ვა­პი­რებთ", - გა­ნა­ცხა­და კლინ­ტონ­მა ამე­რი­კუ­ლი PBS-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­სი­ვე თქმით, დო­ნეც­კის ოლ­ქში მომ­ხდა­რი ავი­ა­კატსტრო­ფის გა­მო­ძი­ე­ბით ევ­რო­პე­ლე­ბი უნდა და­კავ­დნენ, რად­გან თვითმფრი­ნა­ვი ამ­სტერ­და­მი-კუ­ა­ლა-ლუმ­პუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ას­რუ­ლებ­და რე­ისს.

"თუ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს რუ­სე­თის კავ­შირს დო­ნეც­კის ოლ­ქში მომ­ხდარ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას­თან, ამან უნდა უბიძ­გოს ევ­რო­პე­ლებს უფრო მეტი ნა­ბი­ჯე­ბის­კენ. პირ­ველ რიგ­ში, გა­აძ­ლი­ე­რონ სან­ქცი­ე­ბი და გა­ა­გე­ბი­ნონ რუ­სეთს, რომ მო­უ­წევს სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და", - გა­ნა­ცხა­და ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა.

დო­ნეც­კის ოლ­ქის და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტ გრა­ბო­ვო­ში გუ­შინ სა­ღა­მოს მა­ლა­ი­ზი­ის ავი­ა­ხა­ზე­ბის კუთ­ვნი­ლი "ბო­ინგ 777" ჩა­მო­ვარ­და, რომ­ლის ბორტზე მყო­ფი 298 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

"პუტინი შორს წავიდა და ჩვენ ამის მოთმენას არ ვაპირებთ" - ობამა-მერკელის შეფასება "ბოინგ 777"-ტრაგედიაზე

"პუტინი შორს წავიდა და ჩვენ ამის მოთმენას არ ვაპირებთ" - ობამა-მერკელის შეფასება "ბოინგ 777"-ტრაგედიაზე

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინას ამერიკელი ექსპერტების დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ამასთან, ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა ყველა მტკიცებულების ხელუხლებლად დატოვების მნიშვნელობას, სანამ გამომძიებლებს ტრაგედიის ყველა ასპექტის შესწავლის საშუალება არ მიეცემათ.

"პრეზიდენტმა ობამამ პეტრო პოროშენკოს განუცხადა, რომ ამერიკელი ექსპერტები დაუყოვნებელ დახმარებას გაუწევენ. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა მტკიცებულება ავარიის ადგილზე უკრაინის ტერიტორიაზე უნდა დარჩეს საერთაშორისო ექსპერტების მისვლამდე, ვიდრე მათ ტრაგედიის ყველა ასპექტის შესწავლის საშუალება არ მიეცემათ", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, თეთრი სახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი შედგა ასევე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ ტუნ რაზაკთანაც. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ობამამ ნაჯიბ ტუნ რაზაკთან სამძიმარი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით.

"პრეზიდენტმა მალაიზიის პრემიერ-მინისტრს მყისიერი დახმარება შესთავაზა სწრაფი საერთაშორისო გამოძიების ხელშეწყობაში.

მკაცრ განცხადებას აკეთებს ტრაგედიასთან დაკავშირებით აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.

"ვლადიმერ პუტინი საქმის კურსში უნდა ჩააყენონ, რომ ის შორს წავიდა და ჩვენ ამის მოთმენას არ ვაპირებთ", - განაცხადა კლინტონმა ამერიკული PBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით, დონეცკის ოლქში მომხდარი ავიაკატსტროფის გამოძიებით ევროპელები უნდა დაკავდნენ, რადგან თვითმფრინავი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ევროპის ტერიტორიაზე ასრულებდა რეისს.

"თუ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს რუსეთის კავშირს დონეცკის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფასთან, ამან უნდა უბიძგოს ევროპელებს უფრო მეტი ნაბიჯებისკენ. პირველ რიგში, გააძლიერონ სანქციები და გააგებინონ რუსეთს, რომ მოუწევს საფასურის გადახდა", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა