სახეცვლილი "კაზანტიპი" - სარგებელი, რისკები, ნარკოტიკი და სტერეოტიპები

სახეცვლილი "კაზანტიპი" - სარგებელი, რისკები, ნარკოტიკი და სტერეოტიპები

სამეგრელოს ტურისტული განვითარების ხედვა, პრიორიტეტები, სახეცვლილი "კაზანტიპი" - "რეალობის ალტერნატიული რეალობა", მასთან დაკავშირებით არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები, მენტალობა, სტერეოტიპები, ეკონომიკური გათვლები და რისკები - ეს ის ძირითადი მიმართულებები იყო, რაზეც სამოქალაქო სექტორმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე ზუგდიდში ისაუბრა.

გიორგი სიგუას განცხადებით, სამეგრელოს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი და ყველანაირი წინაპირობა, რეგიონში ტურიზმის განსავითარებლად, თუმცა არ არსებობს განთავსების საშუალებები სტუმრისთვის. მაგალითისთვის, საკმარისი სასტუმროები, კვების ობიექტები, ტურისტული პროდუქტები, მათ შორის არ ფუნქციონირებდა ტურისტული ცენტრები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეში მარტვილში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში ამოქმედდება.

"ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ინვესტიციების მოზიდვა განთავსების საშუალებების მოსაწყობად. ანაკლიაში სულ სამი სასტუმროა, რაც ზღვაში წვეთია. და არა მხოლოდ ანაკლიაში. რატომ? იმიტომ, რომ არ არის ინვესტიციები. ინვესტიცია იმიტომ არ არის, რომ არავინ არ მოიტანს ინვესტიციას, თუ არ ნახეს, რომ იქ ბევრი ტურისტი მოდის. ბევრი ტურისტი კი იმიტომ არ მოდის, რომ არ არის საკმარისი სასტუმროები და ინვესტიცია. გამოდის რაღაც ჩაკეტილი წრე. ანუ, უნდა გაკეთდეს ისეთი რაღაც, რომ ტურისტული პოტენციალი მოექცეს ინვესტორის ყურადღების ცენტრში", - განაცხადა გიორგი სიგუამ.

მისივე თქმით, "რეალობის ალტერნატიული რეალობისთვის" ჩამოსული სტუმრები ძირითადად ოჯახებში განთავსდებიან.

"სადღაც 12 ათასი გამოდის, რაც არის აღწერილი ჯერჯერობით, 5-6 ათასი კარვებში განთავსდება. იქნება ტუალეტები, საშხაპეები. იქ უკვე კეთდება 50-მდე სხვადასხვა ობიექტი - კვების, ბარი... არცერთი სტუმარი არ უნდა დარჩეს მშიერი, უსაფრთხოების გარეშე. რაც აქ არის რესურსი - სახანძრო, სასწრაფო, დაცვა, ეს არ ყოფნის და თბილისიდან ჩამოყავთ", - აღნიშნა ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია